newhospitals

ნუროფენი ფორტე 400მგ #12ტ

ნუროფენი ფორტე 400მგ #12ტ
ანოტაციის მომწოდებელია
0
1
რეკომენდაცია
0შეფასება
34477ნახვა

საერთაშორისო დასახელება - Ibuprofen

 

ათქ.კლასიფიკაციის კოდი - M01AE01

 

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, პროპიონის მჟავას წარმოებული პრეპარატები გამოხატული ანალგეზიური ეფექტით

 

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
400 მგ 12 ტაბლეტი

ერთი გარსით გაფარული ტაბლეტი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას - იბუპროფების 400 მგ და დამხმარე ნივთიერებებს: ნატრიუმის კროსკარმელოზას, ნატრიუმის ლაურილსულფატს, ნატრიუმის ციტრატს, სტეარინის მჟავას, სილიციუმის კოლოიდურ ანჰიდრინს, ნატრიუმის კარმელოზას, ტალკს, აკაციას, საქაროზას, ტიტანის დიოქსიდს, მაგროგოლი 600-ს, ოპაკოდ S-1-9460 HV ყავისფერ სამრეწველო მეთილირებულ სპირტს, გამოხდილ წყალს.

 

აღწერა:
ტაბლეტები 1,25 მგ და 10 მგ; თეთრი მრგვალი ორმხრივად ამოზნექილი ტაბლეტი, ერთგვაროვანი სტრუქტურით, ტაბლეტის ერთ მხარეს წითელი ფერის წარწერით: „Nurofen 400".

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატი მიეკუთვნება არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატს. გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. ახდენს ცოგ1-ისა და ცოგ2-ის არასელექციურ ბლოკადას. იბუპროფენის მოქმედების მექანიზმი განპირობებულია პროსტაგლანდინების-ტკივილის, ანთებისა და ჰიპერთერმული რეაქციის მედიატორების- სინთეზის დათრგუნვით.
ფარმაკოკინეტიკა
მისი აბსორბცია მაღალია. T 1/2 ნახევარგამოყოფის პერიოდი - 2 საათი; პლაზმის ცილებთან შეკავშირების ხარისხი - 90%. ნელა აღწევს სახსრების შიგნით, სადაც ხდება მისი შეკავება სინოვიალურ ქსოვილში, რომელშიც მისი კონცენტრაცია უფრო მარალია, ვიდრე პლაზმაში. აბსორბციის შემდეგ ფარმაკოლოგიურად არააქტიური R-ფორმის დაახლოებით 60% ნელა გარდაიქმნება აქტიურ S- ფორმად. განიცდის მეთაბოლიზმს. ელიმინირება თირკმლებით (უცვლელი სახით- არაუმეტეს 1%-სა) ხორციელდება, ნაკლებად- ნაღველთან ერთად.

 

ჩვენებები:
თავის და კბილის ტკივილი, შაკიკი, მტკივნეული მენსტრუაცია, ნევრალგია, ზურგის ტკივილი, კუნთების ტკივილი, რევმატული ტკივილი და სხვა სახის ტკივილი; ციებ-ცხელება გრიპისა და გაცივების დროს.

მიღების წესები და დოზები
მოზრდილებისა და 12 წლამდე ასაკის ბავშვები - 1 ტაბლეტი წყალთან ერთად. საჭიროებისამებრ შეიძლება 1 ტაბლეტის მიღება ყოველ 4 საატში ერთხელ. დაუშვებელია 24 საათში 3 ტაბლეტზე მეტის მიღება. მოზრდილების მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 1200 მგ-ს შეადგენს, ხოლო 12-17 წლის ასაკის ბავშვებისა- 1000 მგ.
თუ პრეპარატის მიღებისას სიმპტომები 2-3 დღის განმავლობაში მაინც აღინიშნება, აუცილებელია მკურნალობის შეწყვეტა და ექიმთან მიმართვა.

 

გვერდითი მოვლენები:
2-3 დღის განმავლობაში ნუროფენ ფორტეს მიღებისას გვერდითი მოქმედება პრაქტიკულად არ აღინიშნება. ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება გაჩნდეს შემდეგი გვერდითი ეფექტები:
კუჭ-ნაწლავის ტრაქტი:
გასტროპათია (აბდომინალური ტკივილი, გულის რევა, ღებინება, ძმარვა, მადის დაქვეითება, დიარეა, მეტეორიზმი, ყაზბობა; იშვიათად - კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანის დაწყლულება, რომელიც რიგ შემთხვევაში გართულებულია პერფორმაციითა და სისხლდენით); პირის ღრუს ლორწოვანას გაღიზიანება ან სიმშრალე, ტკივილი პირის ღრუს არეში, ღრძილების ლორწოვანის დაწყლულება, აფტოზური სტომატიტი, პანკრეატიტი.
ჰეპატობილიარული სისტემა:
ჰეპატიტი.
სასუნთქი სისტემა:
ქოშინი, ბრონქოსპაზმი.
გრძნობათა ორგანოები
სმენის დარღვევა: სმენის დაქვეითება, ხმაური ყურში; მხედველობის დარღვევა: მხედველობითი ნერვის ტოქსიკური დაზიანება, ბუნდოვანი მხდეველობა ან გაორება, სკოტომა, თვალის სიმშრალე და გაღიზიანება, კონიუნქტივისა და ქუთუთოების შეშუპება ( ალერგიული გენეზისა).
ცენტრალური და პერეფერიული ნერვული სისტემა:
თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, უძილობა, შფოთვა, ნერვიულობა და გაღიზიანება, ფსიქომოტორული აგზნება, ძილიანობა, დეპრესია, ცნობიერების მოშლა, ჰალუცინაციები, იშვითად- ასეპტიკური მენინგიტი (ხშირად-პაციენტებთან აუტოიმუნური დაავადებებით).
გულ-სისხლძარღვთა სისტემა:
გულის უკმარისობა, ტაქიკარდია, არტერიული წნევის მომატება.
შარდსასქესო სისტემა:
თირკმლების მწვავე უკმარისობა, ალერგიული ნეფრიტი, ნეფროლოგიური სინდრომი (შეშუპება), პოლიურია, ცისტიტი.
ალერგიული რეაქციები:
გამონაყარი კანზე (ჩვეულებრივ ერითემატოზული ან ჭინჭრის გამონაყარი), კანის ქავილი, კვიკეს შეშუპება, ანაფილაქტოიდური რეაქციები, ანაფილაქსიური შოკი, ბრონქოსპაზმი ან დისპნოე, ციებ-ცხელება, მრავალფორმული ექსუდაციური ერითემა ( მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი), ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი), გამონაყარი, კონიუნქტივიტი, ფოტოსენსიბილიზაცია, ეოზინოფილია, ალერგიული რინიტი.
სისხლწარმომქმნელი ორგანოები:
ანემია (მათ შორის ჰემოლიზური, აპლასტიური); თრომბოციტოპენია, თრომბოპენიური პურპურა, აგრანულოციტოზი, ლეიკოპენია.
ლაბორატორიული მაჩვენებლები:
- სისხლდენის დროს (შეიძლება გაიზარდოს);
- შრატში გლუკოზის კონცენტრაცია (შეიძლება შემცირდეს);
- კრეატინის კლირენსი (შეიძლება შემცირდეს);
- ჰემატოკრიტი ან ჰემოგლობინი (შეიძლება შემცირდეს);
- შრატში კრეატინის კონცენტაცია (შეიძლება გაიზარდოს);
- ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობა (შეიძლება გაიზარდოს).
გვერდითი ეფექტების წარმოქმნისას აუცილებელია პრეპარატის მიღების შეწყვეტა და ექიმთან მიმართვა.

 

უკუჩვენება:
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანება გამწვავების სტადიაში, მათ შორის წყლულოვანი კოლიტი;
არტერიული ჰიპერტენზიის მძიმე მიმდინარეობა;
მომატებული მგრძნობელობა იბუპროფენისა ან პრეპარატის კომპონენტთა მიმართ;
„ასპირინული" ბრონქული ასთმა, ჭინჭრის ციება, რინიტი, პროვოცირებული აცეტილსალიცილის მჟავით (სალიცილატებით);
მხედველობის ნერვის დაავადებები; ფერადი მხედველობის დარღვევა, ამბლიოპია, სკოტომა;
გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიროგენაზის დეფიციტი, ჰემოფილია, ჰიპოკოაგულაციის მდგომარეობა, ლეიკოპენია;
ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი
ღვიძლის ან/და თირკმლების ფუნქციის დარღვევა
სმენის დაქვეითება, ვესტიბულარული აპარატის პათოლოგია;
12 წლამდე ასაკის ბავშვები.

 

სიფრთხილით:
ანამნეზში კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, გასტრიტი, ენტერიტი, კოლიტი, ანამნეზში სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ღვიძლისა ან/და თირკმლების თანმხლები დაავადებები, ნეფროზული სინდრომი; ქრონიკული გულის უკმარობა; სისხლის დაავადებები გაურკვეველი ეთიოლოგიისა; ჰიპერბილირუბინიემია.

 

ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, შენელებული მოძრაობები, ძილიანობა, დეპრესია, თავის ტკივილი, შუილი ყურებში, მეტაბოლური აციდოზი, კომა, თირკმლების მწვავე უკმარისობა, არტერიული წნევის დაქვეითება, ბრადიკარდია, ტაქიკარდია,მოციმციმე არითმია, სუნთქვის გაჩერება.
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა (მხოლოდ მიღებიდან ერთი საათის განმავლობაში), გააქტივირებული ნახშირი, ტუტე სითხეები პერორალურად, ფორსირებული დიურეზი, სიმპტომური თერაპია.

 

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
რეკომენდებულიარ არის ნუროფენ ფორტეს მიღება აცეტილსალიცილის მჟავასთან და სხვა სალიცილატებთან ერთად. ერთდროულად დანიშვნისას იბუპროფენი ამცირებს აცეტილსალიცილის მჟავის ანთების საწინააღმდეგო და ანტიაგრეგანტულ მოქმედებას (იბუპროფენის მიღების დაწყებას შეიძლება მოჰყვეს მწვავე კორონალური უკმარისობის განვითარების სიხშირის ზრდა იმ ავადმყოფთა შორის, რომლებიც ანტიაგრეგანტული საშუალებების სახით იღებენ აცეტილსალიცინის მჟავის მცირე დოზებს). იბუპროფენის დანიშვნისას ანტიკოაგულანტურ და თრომბოლიზურ სამკურნალო საშუალებებთან (ალტეპლაზა, სტრეპტოკინაზა, უროკინაზა) ერთად იზრდება სისხლდენის განვითარების რისკი. სეროტინის უკუმიტაცების ინჰიბიტორებთან (ციტალოპრამი, ფლუოქსეტინი, პაროქსეტინი, სერტრალინი) ერთად იბუპროფენის მიღება ზრდის კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სერიოზული სისხლდენის განვითარების რისკს.
ცეფამანდოლი, ცეფაპერაზონი, ცეფოტეტანი, ვალპროის მჟავა, პლიკამიცინი ზრდიან ჰიპოპროთრომბინემიის განვითარების სიხშირეს. ციკლოსპორინი და ოქროს პრეპარატები აძლიერებენ იბუპროფენის გავლენას პროსტოგლანდინების სინთეზზე თირკმლებში, რაც ვლინდება ნეფროტოქსიკურობის გაზრდით. იბუპროფენი ზრდის ციკლოსპორინის კონცენტრაციას პლაზმაში და ჰემატოტოქსიური ეფექტების განვითარების ალბათობას. თირკმლის მილაკოვანი სეკრეციის მაბლოკირებელი საშუალებები ამცირებენ იბუპროფენის გამოყოფას და ზრდიან მის კონცენტრაციას პლაზმაში. მიკროსომულრი ჟანგვის ინდუქტორები ( ფენიტოინი, ეთანოლი, ბარბიტურატები, რიფამპიცინი, ფენილბუტაზონი, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები) ზრდიან ჰიდროქსილირებული აქტიური მეტაბოლიტების პროდუქციას და, შესაბამისად, მძიმე ინტოქსიკაციის განვითარების რისკს. მიკროსომულრი ჟანგვის ინჰიბიტორები ამცირებენ ჰეპატოტოქსიკური მოქმედების რისკს. იბუპროფენი აქვეითებს ვაზოდილატატორების ჰიპოტენზიურ აქტივობას, ფუროსემიდისა და ჰიდროქლორთიაზიდის ნატრიურეზულ აქტივობას. იბუპროფენი ამცირებს ურიკოზურიული პრეპარაეტების ეფექტურობას, აძლიერებს არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების, ანტიაგრეგანტების, ფიბრინოლიზურ მოქმედებას. იბუპროფენი აძლიერებს მინერალოკორტიკოიდების, გლუკოკორტიკოიდების, ესტროგენების, ეთანოლის გვერდით ეფექტებს, აგრეთვე პეროლარული ჰიპოგლიკემიური სამკურნალო საშუალებებისა და ინდულინის, სულფანილშარდოვანას წარმოებულების ეფექტს. ანტაციდები და ქოლესტირამინი ამცირებენ იბუპროფენის აბსორბციას. იბუპროფენი ზრდის დიგოქსინის, ლითიუმის პრეპარატების, მეთოტრექსატის კონცენტრაციას სისხლში. კოფეინი აძლიერებს იბუპროფენის ანალგეზიურ ეფექტს.

 

შენახვის პირობები და ვადები:
შეინახეთ მშრალ ადგილას, + 25°C-მდე ტემპერატურის პირობებში, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
ვარგისიანობის ვადა
3 წელი. არ გამოყენოთ შეფუთვაზე მითითებულ თარიღზე გვიან.

 

აფთიაქში გაცემის წესი:
რეცეპტის გარეშე.

 

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა:
რეკიტ ბენკიზერ ჰელსქერ ინტერნეიშნლ შპს, დიდი ბრიტანეთი

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.