ნუროფენი 200მგ #10ტ შუშხ.
(Ibuprofen)
შემადგენლობა:
ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას – 200 მგ იბუპროფენს, ibuprofen
დამხმარე ნივთიერებები:
სიმინდის სახამებელი, სტეარინის მჟავა, კალციუმის სულფატი, ნატრიუმის კარბოქსიცელულოზა, აკაცია, თეთრი ოპალუქსი, ოპაგლოსი,
არაბული გომიზი.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
იბუპროფენი მიეკუთვნება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებას. იბუპროფენის მოქმედების მექანიზმი დამყარებულია ტკივილის, ანთებისა და ტემპერატურული რეაქციების მედიატორების – პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვასთან.
ჩვენებები:
ნუროფენი გამოიყენება თავისა და კბილის ტკივილის, შაკიკის, დისმენორეის, ნევრალგიის, კუნთებისა და რევმატული ხასიათის, ზურგის არეში, ტკივილების დროს, აგრეთვე გრიპისა და გაცივებით გამოწვეული ცხელებისას.
მიღების წესი და დოზირება:
რეკომენდებულია მოზრდილებსა და 12 წლის ასაკის ზევით ასაკის ბავშვებში. მიიღება 1-2 ტაბლეტი ყოველ 4-6 საათში. რეკომენდებული საწყისი დოზაა 2 ტაბლეტი. ტაბლეტი მიიღეთ წყალთან ერთად. არასასურველია 6 ტაბლეტზე (1200მგ) მეტის მიღება დღე-ღამის განმავლობაში.
უკუჩვენებები:
პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის, აცეეტილსალიცილის მჟავასა და სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული სასუალების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
კუჭის წყლულოვანი დაავადება;
ბრონქული ასთმა გამწვავების ფაზაში;
12 წლამდე ასაკის ბავშვები.
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება:
ნუროფენი სიფრთხილით ინიშნებე ჰიპოტენზიურ, საგულე პრეპარატებსა, ორალურ ანტიკოაგულანტებსა, სალიცილის მჟავასა და სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ პრეპარატებთან ერთად.
უსაფრთხოების ზომები:
ექიმის კონსულტაციით ინიშნება პრეპარატი:
გულის, თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობის, ბრონქული ასთმისა და ალერგიული დაავადებების დროს, აგრეთვე ასაკოვან პაციენტებში, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. ნუ გადააჭარბებთ მითითებულ დოზას.
გვერდითი მოქმედება:
პაციენტთა უმრავლესობაში ნუროფენი არ იწვევს გვერდით მოვლენებს.
შესაძლებელია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დისკომფორტი, კუჭის წყლულოვანი დაავადებების გამწვავება, ღვიძლისა და თირკმელის ფუნქციების დარღვევები, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სმენის დროებითი დაქვეითება, იშვიათად კანზე გამონაყარი და თრომბოციტოპენია.
განსაკუთრებული ჩვენებები:
თუ სიმპტომები (მაღალი ტემპერატურა, თავის ტკივილი და სხვა მოვლენები) ნარჩუნდება, მიმართეთ ექიმს.
დოზის გადაჭარბება:
იბუპროფენის დოზის გადაჭარბება ვლინდება გულისრევის შეგრძნების, ღებინების, იშვიათად გონების დაკარგვის სახით.
შენახვის პირობები:
ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე, არაუმეტეს +250C.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაიცემა ურეცეპტოდ.