newhospitals

ნუროფენი 100მგ/5მლ 100მლ სუსპ.

ნუროფენი 100მგ/5მლ 100მლ სუსპ.
ანოტაციის მომწოდებელია
5
0
რეკომენდაცია
1შეფასება
21067ნახვა

საერთაშორისო დასახელება - Ibuprofen

 

ათქ.კლასიფიკაციის კოდი - M01AE01

 

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, პროპიონის მჟავას წარმოებული პრეპარატები გამოხატული ანალგეზიური ეფექტით

 

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
100მგ/5მლ სუსპ.100 მლ

1მლ სუსპენზია შეიცავს 20 მგ იბუპროფენს (აქტიური ინგრედიენტი) და დამხმარე ნივთიერებებს: მალტიტოლის სიროფი, წყალი, გლიცერინი, ლიმონმჟავა, ნატრიუმის ციტრატი, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის საქარინატი, ფორთოხლის არომატიზატორი 2M16014 ან მარწყვის არომატიზატორი 500244E, ქსანტანის შემავსებელი, პოლისორბატი 80, დომიფენის ბრომიდი.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ახდენს ტკივილგამაყუჩებელ, ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევ მოქმედებას. იბუპროფენის მოქმედების მექანიზმი განპირობებულია პროსტალგანდინების ტკივილისა და ანთების მედიატორების ბიოსინთეზის დათრგუნვით. პრეპარატის მოქმედება გრძელდება 8 საათი.

 

ჩვენებები:
ნუროფენი საბავშვო გამოიყენება 3 თვიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში როგორც სიცხის დამწევი საშუალება მწვავე რესპირატორული დაავადებების, გრიპის, ბავშვთა ინფექციების, აცრის შემდგომი რეაქციების და სხვა ინფექციურ-ანთებითი დაავადებების დროს, რომლებსაც თან ახლავს სხეულის ტემპერატურის მომატება. პრეპარატი გამოიყენება როგორც ტკივილგამაყუჩებელი საშუალება სუსტი ან ზომიერი ინტენსივობის ტკივილის სინდრომის დროს, მათ შორის: თავისა და კბილის ტკივილის, შაკიკის, ნევრალგიების, ყურებისა და ყელის ტკივილის დაჭიმულობისას და სხვა სახის ტკივილების დროს.
ექიმს შეუძლია ამ პრეპარატის რეკომენდირება სხვა ჩვენებების დროსაც (ამ შემთხვევაში აუცილებელია დოზირებისა და გამოყენების სქემის შესახებ ექიმის რეკომენდაციების შესრულება).

 

მიღების წესები და დოზები:
ნუროფენი საბავშვო - პრეპარატი სპეციალურად განკუთვნილია ბავშვებისათვის. ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია პრეპარატის გამოყენებამდე.
პრეპარატი მიიღება შიგნით.
გამოყენებამდე ფლაკონი უნდა შეინჯღრეს. პრეპარატის დოზის ზუსტი გაზომვისათვის ახლავს დოზირებული შპრიცი 5 მლ. ტევადობით.
5 მლ პრეპარატი შეიცავს 100 მგ იბუპროფენს.
დოზირებული შპრიცის გამოყენება:
1. შპრიცი ბოლომდე უნდა ჩავიდეს ფლაკონის ყელში.
2. სუსპენზია კარგად უნდა შეინჯღრეს.
3. ფლაკონი უნდა ამობრუნდეს ფსკერით ზევით და შემდეგ შპრიცი ნელ-ნელა უნდა შეივსოს სუსპენზიით საჭირო ნიშნულამდე.
4. ფლაკონი უნდა დაბრუნდეს საწყის მდგომარეობაში და შპრიცი ამოიღება ფრთხილი შემოტრიალებით.
5. შპრიცი მოთავსდება ბავშვის პირის ღრუში და მოხდება სუსპენზიის ნელა გაშვება შპრიციდან.
გამოყენების შემდეგ შპრიცი კარგად უნდა გაირეცხოს თბილი წყლით და გაშრეს ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ცხელება და ტკივილი

ბავშვებისათვის დოზირება დამოკიდებულია ბავშვის ასაკსა და სხეულის წონაზე. ერთჯერადი დოზა შეადგენს 5-10 მგ/კგ-ზე ბავშვის სხეულის წონის 3-4-ჯერ დღეში.მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 30 მგ ბავშვის სხეულის კგ-ზე დღეში.
3-6 თვის ბავშვები: (ბავშვის წონა 5 კგ-ზე მეტია) 2.5 მლ 3-ჯერ დღეში 24 საათის განმავლობაში, არაუმეტეს 150 მგ დღეში.
6-12 თვის ბავშვები: (ბავშვის საშუალო წონა 6-10 კგ) 2.5 მლ 3-4-ჯერ დღეში 24 საათის განმავლობაში,არაუმეტეს 200 მგ დღეში.
1-3 წლის ბავშვები: (ბავშვის საშუალო წონა 10-15 კგ) 5.0 მლ 3-ჯერ დღეში 24 საათის განმავლობაში, არაუმეტეს 300 მგ დღეში.
4-6 წლის ბავშვები:(ბავშვის საშუალო წონა 15-20 კგ) 7.5 მლ 3-ჯერ დღეში 24 საათის განმავლობაში, არაუმეტეს 450 მგ დღეში.
7-9 წლის ბავშვები (ბავშვის საშუალო წონა 21-29 კგ) 10 მლ 3-ჯერ დღეში 24 საათის განმავლობაში, არაუმეტეს 600 მგ დღეში.
10-12 წლის ბავშვები: (ბავშვის საშუალო წონა 30-40 კგ) 15 მლ 3-ჯერ დღეში 24 საათის განმავლობაში, არაუმეტეს 900 მგ დღეში.
მითითებული დოზის გადაჭარბება არ შეიძლება.
იმუნიზაციის შემდგომი ცხელება:

2.5 მლ-ზე 1 წლამდე, 1წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში, საჭიროების შემთხვევაში, კიდევ ერთი 2.5 მლ-ზე 6 საათის შემდეგ.
24 საათის განმავლობაში 5-მლ- ზე მეტის მიღება არ შეიძლება.

 

მკურნალობის ხანგრძლივობა:
არაუმეტეს 3 დღისა როგორც სიცხის დამწევი.
არაუმეტეს 5 დღისა როგორც ტკივილგამაყუჩებელი.
ცხელების შენარჩუნების შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

 

გვერდითი მოვლენები:
პრეპარატის გამოყენებისას გვერდითი მოვლენები იშვიათად ვლინდება, მაგრამ შესაძლებელია შემდეგი გვერდითი ეფექტების განვითარება:
უჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ღებინება, გულისრევა, დისკომფორტის შეგრძნება, ან ტკივილები ეპიგასტრიაში, დიარეის ეფექტი, შესაძლებელია ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებების, სისხლდენების განვითარება.
ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ქავილი, ჭინჭრის ციება, ბრონქული ასთმის გამწვავება, ანგიონევროზული შეშუპება, ანაფილაქტოიდური რეაქცია, ანაფილაქსიური შოკი, ბრონქოსპაზმი, ცხელება, მულტიფორმული ექსუდაციური ერითემა (სტივენ-ჯონსონის სინდრომი), ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ლაიელას სინდრომი).
ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ფსიქომოტორული აგზნება, უძილობა.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ტაქიკარდია, მომატებული არტერიული წნევა.
სისხლმბადი ორგანოების მხრივ: ანენია, თრომბოციტოპენია, აგრანულოციტოზი, ლეიკოპენია.
საშარდე სისტემის მხრივ: თირკმელების ფუნქციის დარღვევა, ცისტიტი. ჩამოთვლილი და სხვა გვერდითი ეფექტების განვითარებისას პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს და საჭიროა ექიმთან მიმართვა.

 

უკუჩვენება:
საბავშვო ნუროფენის გამოყენება არ შეიძლება შემდეგ შეთხვევებში:
ჰიპერმგრძნობელობა იბუპროფენის, აცეტილსალიცილის მჯავას ან სხვა აასს, ასევე პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ:
ბრონქული ასთმა, ჭიმჭრის ციება, რინიტი, რომლებიც პროვოცირებულია აცეტილსალიცილის მჟავას (სალიცილატების) ან სხვა აასს-ის მიღებით;
ბავშვის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულოვანი დაზიანება;
სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან;
ნაწლავების ინფექციურ-ანთებითი დაავადებები
სისხლის დაავადებები: ჰიპოკოაგულაცია, ლეიკოპენია, ჰემოფილია;
ღვიძლის და/ან თირკმლის უკმარისობა;
სმენის დაქვეითება;

 

განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატის გამოყენება შეიძლება შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ბავშვებში, იგი არ შეიცავს შაქარს და საღებავებს.

ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზის პრობლემები ძალიან იშვიათად წარმოიქმნება, მაგრამ თუ შემთხვევით მოხდა ჭარბი დოზის მიღება აუცილებელია ექიმთან მიმართვა.
ჭარბი დოზის სიმპტომები: მუცლის ტკივილი, ღებინება, გულისრევა, თავის ტკივილი, შუილი ყურებში, მეტაბოლური აციდოზი, კომა, თირკმლის მწვავე უკმარისობა, არტერიული წნევის დაქვეითება, ბრადიკარდია, ტაქიკარდია. მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა (მიღებიდან მხოლოდ ერთი საათის განმავლობაში), აქტივირებული ნახშირი, ფორსირებული დიურეზი, სიმპტომური თერაპია.

 

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
ანტიკოაგულანტებთან ერთად პრეპარატის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მათი მოქმედების გაძლიერება. ნუროფენი საბავშვო ზრდის დიგოქსინის, ფენიტოინის, მეთოტრექსატის, ლითიუმის კონცენტრაციას სისხლში ამ პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას. პრეპარატის კომბინირება დიურეზულებთან და ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან ამცირებს მათ ეფექტურობას.
იგი აძლიერებს მინერალკორტიკოსტეროიდებისა და გლუკოკორტიკოსტეროიდების გვერდით ეფექტებს.

 

შენახვის პირობები და ვადები:
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა
3 წელი. შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება.

 

აფთიაქში გაცემის წესი:
რეცეპტის გარეშე.

 

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა:
რეკიტ ბენკიზერ ჰელსქერ ინტერნეიშნლ შპს, დიდი ბრიტანეთი

ნათია
2013-11-07
ძალიან კარგი პრეპარატია ,ხარისხიანი ეფექტური და უსაფრთხო
ფასი
ეფექტურობა
ხელმისაწვდომობა
შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.