ნოზორეკი
ნაზალური სპრეი ნოზორეკი® ნაზალური სპრეი გამოიყენება ალერგიული რინიტის სამკურნალოდ და პროფილაქტიკისათვის, ასევე ცხვირის გაღიზიანებული ლორწოვანი გარსის დარბილებისათვის.
იგი წარმოადგენს ჰიპერტონულ ხსნარს, რომელიც შეიცავს ექტოინს® და ბუნებრივ ალპურ მარილს. 1. რა არის ნოზორეკი® ნაზალური სპრეი და როდის გამოიყენება? სპრეის გამოყენება შესაძლებელია ალერგიული რინიტის პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის (მაგალითად, მტვერზე ალერგიის დროს). ნოზორეკი® ნაზალური სპრეი შედგება ჰიპერტონული ხსნარისაგან, რომელიც შეიცავს ექტოინს® (Ectoin ®) და ალპურ მარილებს. ექტოინი® წარმოადგენს ნატურალურ ანტისტრესული მოლეკულების გამოყენების შედეგად უჯრედების დაცვის განსაკუთრებული თვისებების მქონე ნივთიერებას დამატენიანებელი ეფექტით, რომელიც აყალიბებს დამცავ ჰიდროკომპლექსს, - ნოზორეკი® ნაზალური სპრეი იცავს ალერგენების მავნე ზემოქმედებისგან, ცხვირის ლორწოვანი გარსის გაუწყლოებისაგან და აიოლებს ცხვირის მგრძნობიარე ლორწოვანი გარსის რეგენერაციას. სპრეის მარილების შემცველობა და рН დონე იმგვარადაა შერჩეული, რომ ნოზორეკი® ნაზალური სპრეი ძალიან კარგად გადაიტანება. ნოზორეკი® ნაზალური სპრეი არ შეიცავს კონსერვანტებს, დოზირების სპეციალური სისტემა იცავს ნაზალურ სპრეის მიკრობების პოტენციური შეღწევისაგან.2. როდის არ შეიძლება ნოზორეკი® ნაზალური სპრეის გამოყენება? ნოზორეკი® ნაზალური სპრეის გამოყენება არ შეიძლება ცხვირის ოპერაციის შემდეგ, ცხვირის ტრავმებისა და ექტოინის® ან სხვა ინგრედიენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში. 3. როდის არის აუცილებელი ნოზორეკი® ნაზალური სპრეის სიფრთხილით გამოყენება? გამოყენებისას არ არის აუცილებელი სიფრთხილის სხვა ზომების დაცვა, გარდა ზემოთ აღნიშნულისა. 4. შეიძლება თუ არა ნოზორეკი® ნაზალური სპრეის გამოყენება სხვა წამლებთან ერთად? ურთიერთქმედება სხვა წამლებთან არ არის ცნობილი. 5. რას უნდა მოვაქციოთ ყურადღება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს? არ არსებობს არანაირი ინფორმაცია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ნოზორეკი® გამოყენებასთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში გამოყენების წინ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. 6. როგორ უნდა გამოვიყენოთ ნოზორეკი® ნაზალური სპრეი? გთხოვთ, გამოიყენოთ ნოზორეკი® ნაზალური სპრეი ყოველთვის მოცემული მოხმარების ინსტრუქციის შესაბამისად. რჩევისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუკი არ ხართ დარწმუნებული. თუკი არ არის გამოწერილი ექიმის მიერ, რეკომენდირებული დოზირება ბავშვებისა და მოზრდილებისათვის არის: დღეში 1-3ჯერ (საჭიროების მიხედვით) 1-2 შესხურება ყოველ ნესტოში. მოზრდილები უნდა დაეხმარონ ბავშვებს ნოზორეკი® ნაზალური სპრეის მოხმარებისას, თუკი ბავშვი არის 10 წლამდე ასაკის. პირველი გამოყენების წინ მოხსენით თავსახური და შეანჯღრიეთ 2-3-ჯერ. არ მოაჭრათ თავსახურავი. თუკი სპრეი არ მუშაობს წესიერად (მაგალითად, იმის გამო, რომ ნაზალური სპრეი არ არის ვერტიკალურ მდგომარეობაში), რამდენჯერმე დააჭირეთ ტუმბოს მექანიზმს ვერტიკალურ მდგომარეობაში. • ფრთხილად გაისუფთავეთ ნესტოები • დაიჭირეთ მოწყობილობა საჩვენებელი და შუა თითებით სპრეის ორივე მხრიდან და ცერა თითი დაადეთ ბოთლის ძირზე. თავი ოდნავ წინ დახარეთ , თითი დააჭირეთ ერთ ნესტოს გვერდიდან. • დაიწყეთ ფრთხილად შესუნთქვა ცალი ნესტოთი. სწრაფად დააჭირეთ აპლიკატორს ერთხელ, რომ შეისხუროთ ნესტოში . გააგრძელეთ შესუნთქვა ნესტოთი. • გასასხურებლის ბოლო მიადეთ მეორე ნესტოს. - გაიმეორეთ იგივე მეორე ნესტოსთვისაც. - გაწმინდეთ მოწყობილობის თავი სუფთა ნაჭრით/ ნაჭერი არ უნდა იყოს ხაოიანი. • თავზე დაახურეთ მოწყობილობას. ჰიგიენური მოსაზრებებიდან გამომდინარე (ბაქტერიებისაგან დაცვის მიზნით) ნოზორეკი®-ს ერთი ფლაკონი სასურველია გამოიყენოს მხოლოდ ერთმა ადამიანმა. ყოველი გამოყენების შემდეგ გაამშრალეთ და დაახურეთ თავსახური. მოზრდილები უნდა დაეხმარონ ბავშვებს ნოზორეკი®-ს ნაზალური სპრეის გამოყენებისას, თუკი ბავშვი არის 10 წლამდე ასაკის. 7. რა გვერდითი ეფექტები შეიძლება ჰქონდეს ნოზორეკი® ნაზალურ სპრეის? ამ დრომდე ნოზორეკი® ნაზალური სპრეის ხანგრძლივი და მუდმივი ეფექტების შესახებ არ არის ცნობილი. გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუკი შეამჩნიეთ გვერდითი ეფექტები, რომლებიც დაკავშირებულია ნოზორეკი® ნაზალური სპრეის გამოყენებასთან. 8. რამდენ ხანს შეიძლება ნოზორეკი® ნაზალური სპრეის შენახვა? ნოზორეკი® ნაზალური სპრეის შენახვის ვადა მითითებულია პირველად და მეორად შეფუთვაზე. ნოზორეკი® ნაზალური სპრეის გამოყენება არ შეიძლება შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ. არ გამოიყენოთ გახსნიდან 6 კვირის შემდეგ. 9. დამატებით ინფორმაცია: ნოზორეკი® ნაზალური სპრეი ინახება ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე. შეინახეთ 2°C - 40°C -მდე ტემპერატურის პირობებში. 10. წამლის ფორმა და რას შეიცავს ნოზორეკი® ნაზალური სპრეი? წამლის ფორმა: ბოთლი 20 მლ ხსნარით. შემადგენლობა: ექტოინი®, წყალი, და ბუნებრივი ალპური მარილი. ერთი სპრეი შეიცავს 0,14 მლ ხსნარს. მწარმოებელი: Bitop AG, გერმანია Capricorn Life Sciences b.v.- სათვის, ნიდერლანდები