newhospitals

ნოვო რელაქსი

ნოვო რელაქსი
ანოტაციის მომწოდებელია
0
1
რეკომენდაცია
0შეფასება
27246ნახვა

ნატურალური სედატიური საშუალება. ბიოლოგიურად აქტიური დანამატი. მკვრივი , ჟელატინის კაფსულები მწვანე - ყვითელი ფერის.

შემადგენლობა: ვალრიანი - 100მგ, პასიფლორა - 100მგ, გვირილა - 100მგ. კრაზანა 60მგ. სხვა ინგრედიენტები: თეთრი ბრინჯის ფქვილი, მაგნიუმის სტეარატი, ჟელატინი (კაფსულა).

მახასიათებლები: ნოვორელაქსი მცენარეული წარმოშობის ფიტოპრეპარატია. გამოხატული სედაციური მოქმედებით, მიეკუთვნება ეფექტურ ანტისტრესულ საშუალებას, რომელიც გვეხმარება შიშისა და ნევრასთენიული მდგომარეობის დასაძლევად. ნოვორელაქსის შემადგენელი კომპონენტები - ვალერიანის ფესვები ხასიათდება სედაციური მოქმედებით, ამცირებს დაძაბულობისა და გაღიზიანებადობის ნიშნებს, რომლებიც ნიშანდობლივია ფსიქიური გადაძაბვის დროს, აღადგენს ძილის ნორმალურ რიტმს, ხასიათდება სპაზმოლიზური მოქმედებით.
- პასიფლორა შეიცავს ალკალოიდებს და ფლავონოიდებს-ვიტექსინს, ხასიათდება მსუბუქი სედაციური მოქმედებით, ხელს უწყობს ძილის აღდგენას, ამცირებს ნერვულ აგძნებადობას, ავლენს სპაზმოლიზურ, სედაციურ მოქმედებას, აუმჯობესებს გულის მუშაობას.
- გვირილის ექსტრაქტი ავლენს სპაზმოლიზურ, სედაციურ, ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას, რომელიც განპირობებულია მასში შემავალი აპიგენინითა და აპინინით. ფლავონოიდები კი, ხელს უწყობენ თავის თვინის სისხლძარღვთა სპაზმის მოხსნას.
- კრაზანა მიეკუთვნება ბუნებრივ ანტიდეპრესიულ საშუალებას, მას აგრეთვე გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი, სედაციური მოქმედება და გამოიყენება კომპლექსური მკურნალობისას.
- ნევროზების, დეპრესიებისა და ნიკოტინდამოკიდებულების დროს.

ჩვენება:
- გუნება- განწყობილების ხშირი ცვლა;
- გადაღლა, აპათია, დაქვეითებული მოტივაცია;
- შიშის, განგაშის მდგომარეობა;
- ძილის დარღვევა;
- შფოთვა, მომატებული ნერვული აგზნებადობა;
- გაღიზიანებადობა;
- თამბაქოსთვის თავის დანებების დროს,
- მდომარეობის შემსუბუქება. რეკომენდირებულია მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლიდან.

პრეპარატის მიღების შეწყვეტა: - შემადგენელ კომპონენტთა მიმართ მომატებული მგრძნობელობის გამოვლენისას.

მიღების წესი და დოზირება: მიიღება შინაგანად, საკმაო რაოდენობით წყლის დაყოლებით, მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლიდან 1 კაფსულა 2 ჯერ დღეში.

გვერდითი მოვლენები: იშვიათია ალერგიული რეაქციები, სისუსტე. ადვილად ასატანია. ძირითადი მითითებანი: შესაძლებელია პრეპარატის ხანგძლივი მიღება. მისი მოხსნისას არ ვითარდება აბსტინენციის სინდრომი. არ იწვევს შეჩვევას. პრეპარატის მიღებისას თავი შეიკავეთ ალკოჰოლის მიღებისა და (1-2 კვირით) ულტრაიისფერი გამოსხივებისგან.

დოზის გადაჭარბება: თავბრუსხვევა, ტკივილი მუცლის არეში, მოჭერითი ხასიათის ტკივილი გულმკერდში, გუგების გაფართოება, გულის რევა და თავბრუსხვევა.

მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა და სიმპტომური თერაპია.

ორსულობა , ლაქტაცია: მხოლიდ ექიმის დანიშნულებითა და მეთვალყურეობით.

გამოყენება პედიატრიაში: პრეპარატის უსაფრთხოებასა და ეფექტურობაზე, 12 წლამდე კვლევათა მონაცემები არ არსებობს. მკურნალობის პერიოდში არ არის რეკომენდირებული, - ავტომანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა.

გამოშვების ფორმა: 15 კაფსულა ბლისტერზე, 2 ბლისტერი (სულ 30 კაფსულა). მუყაოს კოლოფში ჩანართ ფურცელთან ერთად.

შენახვის წესი: ინახება 15-30 გრადუს ცელსიუსზე. ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობა: 3 წელი გამოშვების დღიდან. არ გამოიყენება ვადის გასვლის შემდგომ.

მწარმოებელი: ალფა ვიტამინს ლაბორატორის ინკ. 1472 ჩრდილო - დასავლური, 78 პრ., დორალ, ფლ. 33126, აშშ, ფარმაცევტული კომპანია ფარმ მედიკა-ს დაკვეთით, ჟენევის მოედ. უოტერფრონტ დრაივ, 3469, როად ტაუნ, ტორტოლა, ბვო.

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.