newhospitals

ნოვიგრა 100

ნოვიგრა 100
ანოტაციის მომწოდებელია
0
1
რეკომენდაცია
0შეფასება
28096ნახვა

გარსით დაფარული ყოველი ტაბლეტი შეიცავს:

სილდენაფილის ციტრატს,რომელიც 25/50/100მგ სილდენაფილის ექვივალენტურია. ნოვიგრა- არის პრეპარატი პერორალური თერაპიისთვის ერექციის დარღვევისას. პრეპარატის შემადგენლობაში შედის სილდენაფილის ციტრატის მარილი,სპეციფიკური 5 ფოსფოდიესთერაზას ციკლური გუანოზინ მონოფოსფატის ტიპის სელექციური ინჰიბიტორი.

 

ჩვენებები:

ერექციის დარღვევა;

 

დოზირება და მიღება:

პაციენტთა უმრავლესობისათვის რეკომენდირებული დოზა შეადგენს 50მგ სექსუალური აქტივობამდე 1 საათით ადრე. ნოვიგრის მიღება ასევე შესაძლებელია სექსუალურ აქტივობამდე 4-დან 0,5 საათით ადრე.მოცემული ეფექტურობის და ამტანობის საფუძველზე, დოზა შეიძლება გაიზარდოს 100 მგ- მდე, ან სემცირდეს 25-მგ მდე. მიღების მაქსიმალური სიხშირე არა უმეტეს ერთხელ დღეში. რეკომენდირებულია 25მგ დოზით დაწყება, რადგან პლაზმაში პრეპარატის შემცველობის მაღალმა დონემ შეიძლება გაზარდოს სერიოზული გვერდითი მოვლენების განვითარების შესაძლებლობა.


სიფრთხილე:

სილდენაფილის დანიშვნამდე რეკომენდირებულია სრული სამედიცინო შემოწმება და პაციენტთა შემდეგი კატეგორიების გამოვლენა: ჰიპო და ჰიპერტონიკები, პაციენტები, რომლებიც იტარებენ ანტიჰიპერტენზულ თერაპიას, გულის იშემიური დაავადების, სტენოკარდიის, გულის უკმარისობის მქონე პაციენტები. მოცემული კატეგორიის პაციენტებისთვის პრეპარატის მიღება რეკომენდირებული არ არის. პლაზმაში სილდენაფილის დონის მომატებისას შეიძლება განვითარდეს შემდეგი


გვერდითი მოვლენები:

65 წელზე მეტი ასაკის პაციენტებში (შემთხვევათა 40% იზრდება AUC), შეიძლება განვითარდეს ღვიძლის ფუნქიების დარღვევა (მაგალითად: ციროზი 80%) თირკმლის ფუნქციების მძიმე დარღვევა (კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ, 100%) პაციენტისთვის სილდენაფილის გამოწერამდე, მნიშვნელოვანია შემოწმდეს ხომ არ იტარებს პაციენტი მკურნალობას მომატებული წნევის გამო, ან ხომ არ აქვს სისხლის მხრივ დარღვევები, ან სისხლდენა, კუჭის წყლული. სილდენაფილთან ერთად ერექციის დარღვევის სხვა სამკურნალო სასშუალებების მირების უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის შესწავლილი, ამიტომ რეკომენდირებული არ არის. ექიმმა აუცილებელია გააფრთხილოს პაციენტი სექსუალური აქტივობისას გულის შეტევის რისკის შესახებ, განსაკუთრებით პაციენტებში გულის ფარული, ან გამოხატული უკმარისობით.


გაფრთხილება:

ერექციის დარღვევის მკურნალობა, მათ შორის სილდენაფილით, უკუნაჩვენებია პაციენტებში გულის უკმარისობით, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებით. არ არის კლინიკური მონაცემები სილდენაფილის გამოყენების უსაფრთხოების და ეფექტურობის შესახებ

 

შემდეგი ჯგუფის პაციენტებში:

პაციენტებში გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტით, სხვადასხვა ეტიოლოგიის გულის შეტევები, ან ძლიერი არითმიები. - პაციენტებში დაქვეითებული (<90/50), ან მომატებული (>170/117) - პაციენტებში გულის უკმარისობით, ან კორონარული სისხლძარღვების დაავადებებით, რომელიც იწვევს სტენოკარდიას. - პაციენტებში პიგმენტაციის დარღვევით და ბადურის ანთებით.

 

უკუჩვენებები:

სილდენაფილი აძლიერებს ნებისმიერი სამკურნალწამლო ფორმით მიღებული ორგანული ნიტრატების ჰიპოტენზიურ მოქმედებას. სილდენაფილი უკუნაჩვენებია პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში. პრეპარატი არ არის განკუთვნილი ქალებისათვის, ასევე უკუნაჩვენებია ხანდაზმულ და ბავშვთა ასაკში.


დოზის გადაჭარბება:

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში გამოიყენება ჩვეულებრივი შემანარჩუნებელი ზომები. თირკმლის დიალიზი არაეფექტურია, რადგან სილდენაფილის დიდი ნაწილი უკავშირდება პლაზმის ცილებს და არ გამოიყოფა შარდით.

 

შენახვის პირობები:

შეინახეთ 25C პირობებში, დაიცავით ნესტისგან. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

 

გამოშვების ფორმა:

ბლისტერ შეფუთვა 1 ტაბლეტით, ბლისტერ შეფუთვა 2 ან 4 ტაბლეტით.

 

ვარგისობის ვადა:

24 თვე.

 

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი მე-2 (გაიცემა რეცეპტით) წარმოებულია ინდოეთში: შპს ნაბროს ფარმას მიერ N.H.No8, Kheda-387 411 ინდოეთი

 

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.