ნოვარესტი
შემადგენლობა:
1 ტაბლეტი შეიცავს: პასიფლორას მშრალი წყალ-სპირტოვანი ექსტრაქტი 50მგ კუნელის მშრალი წყალ-სპირტოვანი ექსტრაქტი 50მგ მაგნიუმის ლაქტატდიჰიდრატი 150მგ პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი 1მგ ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: მცენარეული წარმოშობის სედაციური საშუალება, რომელიც იმავდროულად ახდენს მაგნიუმისა და ვიტამინ B6-ის დეფიციტის შევსებას. ფარმაკოლოგიური მოქმედება: პასიფლორას ექსტრაქტი ახდენს მსუბუქ დამამშვიდებელ მოქმედებას ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, ხელს უწყობს ძილის აღდგენას, ამცირებს შფოთვას და ნევროზულ მდგომარეობას, ახდენს სპაზმოლიზურ ეფექტს გლუვ კუნთებზე, აუმჯობესებს გულის მუშაობას, ახდენს სედაციურ მოქმედებას. კუნელის ექსტრაქტი შეიცავს ფლავანოიდებს, ქოლინს, აცეტილქოლინს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ფიტოსერინებს და ა.შ. ტრიტერპენული ნაერთების და ფლავანოიდების შემცველობა განაპირობებს მის სპაზმოლიზურ მოქმედებას, შერჩევითად აფართოებს გულისა და თავის ტვინის სისხლძარღვებს, აღენიშნება ჰიპოტენზიური მოქმედება, ხელს უწყობს ვენური წნევის ნორმალიზებას, აუმჯობესებს სისხლძარღვთა კედლების ფუნქციებს. აქვს მსუბუქი სედაციური ეფექტი. მაგნიუმი უჯრედისათვის სასიცოცხლოდ მნიშნელოვანი ელემენტია, მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის პროცესებში, მაგნიუმის იონები ამცირებს ნეირონების აგზნებადობას, მნიშვნელოვან ფიზიოლოგიურ როლს თამაშობენ კუნთებში იონური ბალანსის შენარჩუნებაში, ანელებს ნერვ-კუნთოვან გადაცემას, მონაწილეობენ სხვადასხვა ფერმენტულ რეაქციებში. ორგანიზმში მაგნიუმის დეფიციტს თან ახლავს კუნთების სისუსტე, ტრემორი, ტეტანია, ატაქსია, რეფლექტორული აგზნებადობის მომატება, გაღიზიანებადობა, ძილის დარღვევები, გულის რითმის დარღვევა ექსტრასისტოლიებით და ტაქიკარდიით, საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციის დარღვევა დიარეით. მაგნიუმის დეფიციტი შესაძლოა იყოს პირველადი, მაგნიუმის მეტაბოლიზმის თანდაყოლილი დარღვევის გამო და მეორადი, მაგნიუმის არასაკმარისი მიღების, გასტროინტესტინალური შეწოვის დარღვევის, თირკმელებით ჭარბი გამოყოფის ან მაგნიუმზე ორგანიზმის გაზრდილი მოთხოვნილების (ფიზიკური და გონებრივი დატვირთვის გაზრდა, სტრესი, ორსულობა) გამო. პირიდოქსინი (ვიტამინი B6) კოფერმენტის სახით მონაწილეობს სხვადასხვა მეტაბოლურ პროცესში, ნერვული სისტემის მეტაბოლიზმის რეგულაციაში. ხელს უწყობს მაგნიუმის უფრო სწრაფ ათვისებას საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან, უჯრედებში მაგნიუმის შეღწევასა და შეკავებას. ჩვენებები: მომატებული ნერვული აგზნებადობა, ნერვული დაძაბულობა, გაღიზიანებადობა, შფოთვა, დათრგუნვის შეგრძნება, შფოთვის შეტევების ფუნქციონალური გამოვლენა ჰიპერვენტილაციით, ადვილად დაღლა, ფიზიკური და გონებრივი გადაღლილობა, ასთენია, გახშირებაული გულისცემა, ძილის დარღვევები, უძილობა, კუნთების ტკივილი და სპაზმი, კუჭ-ნაწლავის სპაზმი, ორსულებში ტონუსის მომატება. უკუჩვენება: პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა. ბავშვთა ასაკი 6 წლამდე. გვერდითი მოქმედება:პრეპარატი ნოვარესტი ჩვეულებრივ ადვილად აიტანება ორგანიზმის მიერ. იშვიათად: ალერგიული რეაქციები, სისუსტე. გამოყენების წესი და დოზირება: ნოვარესტი მიიღება პერორულად, წყლის მიყოლებით. პრეპარატი გამოიყენება მოზრდილებში და ბავშვებში 6 წლის ასაკიდან. მომატებული ნერვული აგზნებადობის, ნერვული დაძაბულობის, გაღიზიანებადობის, შფოთვის, დათრგუნვის შეგრძნების დროს ჩვეულებრივ ინიშნება 1 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 3 ტაბლეტს. ძილის დარღვევების, უძილობის დროს ინიშნება 2 ტაბლეტი დაძინებამდე ნახევარი საათით ადრე. ჭარბი დოზირება: სიმპტომები: თავბრუსხვევა, სპაზმური ტკივილები მუცელში, მოჭერის შეგრძნება გულმკერდის არეში, გუგების გაფართოება, გულისრევა, ღებინება. მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, საჭიროების შემთხვევაში სიმპტომური თერაპია. გამოყენების თავისებურებანი: პრეპარატ ნოვარესტის გამოყენების ხანგრძლივობა შეზღუდული არაა. პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ აბსტინენცია არ ვითარდება. პრეპარატის მიღების დროს რეკომენდებულია ალკოჰოლის მიღებისგან თავის შეკავება. გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში: ნოვარესტის გამოყენება შესაძლებელია ორსულობის (II და III ტრიმესტრი) და ლაქტაციის პერიოდში. ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: ნოვარესტი აძლიერებს საგულე გლიკოზიდების, ტრანკვილიზატორების, ცნს-ზედამთრგუნველად მოქმედი ნივთიერებების, ალკოჰოლის მოქმედებას. გამოშვების ფორმა: აბი, №30 მწარმოებელი: GRICAR,იტალიალამზირა შანავა
2024-01-03
ეფექტურია ფასი ნორმალური ხელმისაწვდომია.მადლობა თქვენ.
ფასი
ეფექტურობა
ხელმისაწვდომობა
შეფასების დამატება