ნოვანეფრონი
შემადგენლობა:
1ტაბლეტი შეიცავს: თირკმლის ჩაი - 80მგ დათვის კენკრა ჩვეულებრივი - 80მგ სიმინდის ულვაში - 80მგ მოცვი ჩვეულებრივი - 40მგ სამკურნალო ბაბუაწვერა - 40მგ ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: უროსეპტიური, შარდმდენი, ანთებისსაწინააღმდეგო, ნაღვლმდენი საშუალება. ფარმაკოლოგიური თვისებები: თირკმლის ჩაი (OrthosiphonstamineusBenth) თირკმლის ჩაის ფოთლები შეიცავს გლიკოზიდორთოსიფონინს (0.01%), ალკალოიდებს, ცხიმოვან ზეთებს(2.7%), ღვინისმჟავას (1.5%), ლიმონმჟავას, ეთეროვანზეთებს (0.2-0.66%), საპონინებს, რომელთა გასაპვნის რეაქციების შემდეგ გამოიყოფაα-ამირინი, β-სიტოსტერინი და ტანინი. მედიცინაში ორთოსიფონის პრეპარატები გამოიყენება როგორც შარდმდენი საშუალება თირკმლის მწვავე და ქრონიკული დაავადებების დროს, რომელთაც თან ახლავს შეშუპებები, ალბუმინურია, აზოტემია და თირკმლის კენჭოვანი დაავადების დროს. ავადმყოფებში თავის ტვინის გამოხატული ათეროსკლეროზით და ჰიპერტონული დაავადებით, რომელთაც თან ახლავს ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციების დარღვევა ორთოსიფონის გამოყენებისას აღინიშნება ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესება და დაავადებების რიგი სიმპტომების გაქრობა. შარდმდენ მოქმედებას თან ახლავს ორგანიზმიდან შარდმჟავას, შარდოვანას და ქლორიდების გამოყოფის გაძლიერება. ორთოსიფონი ზრდის კუჭის ჯირკვლების და თავისუფალი მარილმჟავს სეკრეციას. II-III ხარისხის გულის უკმარისობის დროს რეკომენდებულია ორთოსიფონის და საგულე გლიკოზიდების ერთობლივი გამოყენება. ორთოსიფონი ნაკლებად ტოქსიურია, აქვს თერაპიული მოქმედების ფართო სპექტრი და ხანგრძლივი გამოყენებისას გვერდითი მოვლენების განვითარებას არ იწვევს. დათვის კენკრა (Arctostaphylosuvaursi L). დათვის კენკრას ფოთლები შეიცავს ფლავანოიდებს (ქვერცეტინი, იზოკვერციტრინი, მირიციტრინი, ჰიპეროზიდი, მირიცეტინი), ორგანულ მჟავებს (ვაშლის, პროტოკატექონურ და ჭიანჭველასმჟავას), პიროგალური ჯგუფის მთრიმლავ ნივთიერებებს, გლიკოზიდებსარბუთინს და მეთილარბუთინს. ყველა ეს მოქმედი ნივთიერება ახდენს დათვის კენკრის ქიმიური შემადგენლობის ფორმირებას. დათვის კენკრის გალენურ პრეპარატებს გააჩნიათ ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკრობული და შარდმდენი თვისებები. პრეპარატის ანთების საწინააღმდეგო მოქმედება გაპირობებულია მასში დიდი რაოდენობით მთრიმლავი ნივთიერებების არსებობით. ანტიმიკრობულ მოქმედებას უკავშირებენ გლიკოზიდარბუტინს, რომელიც ფოთლებში შემავალი ფერმენტ არბუტაზის მოქმედებით იშლება თავისუფალ ჰიდროქინონად და გლუკოზად. მეორე გლიკოზიდიმეთილარბუთინი ჰიდროლიზის შედეგად მეთილისეთერის ჩამოცილებით ათავისუფლებს ჰიდროქინონს. დათვის კენკრის ფოთლების ანტისეპტიკური მოქმედება გაპირობებულია ჰიდროქინონისანტიმიკრობული და ადგილობრივი გამაღიზიანებელი მოქმედებით, რომელიც გამოიყოფა რა შარდთან ერთად თირკმელების საშუალებით, აღიზიანებს თირკმლის ქსოვილს და აძლიერებს დიურეზს. სიმინდის ულვაში ( Zea mays L). სიმინდის ულვაშში აღმოჩენილია მწარე გლიკოზიდური ნივთიერებები 1.15%, საპონინები 3.18%, ცხიმოვანი ზეთები 2.5%, კრიპტოსანტინი, ასკორბინის და პანტოტენის მჟავა, ვიტამინი K, ინოზიტი, სიტოსტეროლი, სტიგმასტეროლი. სიმინდის მარცვლები შეიცავს სახამებელს (61.2%), სიმინდის ზეთს, დიდი რაოდენობით პენტოზანებს (7.4%), ბიოტინს, ნიკოტინის და პანტოტენის მჟავებს, ქვერცეტინს, იზიკვერციტრინს და სხვ. სიმინდის ულვაში გამოიყენება როგორც შარმდენი, ნაღვლმდენი, სისხლის შემაჩერებელი საშუალება ქოლეცისტიტების, ჰეპატიტების, უროლოგიური დაავადებების, თირკმელკენჭოვანი დაავადების, ნეფრიტის, შეშუპებების დროს. აგრეთვე ჰელმინთებით ინვაზიების დროს. სიმინდის ულვაშის პრეპარატები ზრდის ნაღვლის სეკრეციას, ამცირებს მის სიბლანტეს და შედარებით სიმკვრივეს, ამცირებს ბილირუბინის შემცველობას, ზრდის სისხლში პროთრომბინის შემცველობას და იწვევს სისხლის შედედების დაჩქარებას. უფრო მეტად ეფექტურია ჰიპოპროთრომბინემიის დროს. მოცვი (Vacciniummyrtillus) მოცვის ფოთლები მდიდარია ინულინით, ფლავანოიდებით, ანტოციანებით. ნაყოფი შეიცავს ნახშირწყლებს, ორგანულ მჟავებს, ვიტამინებს(C, B1, B2, P, PP), კაროტინს, დიდი რაოდენობით ფენომჟავებს (ქინის, კოფეინის, ქლოროგენის), მანგანუმისა და რკინის ნაერთებს. მოცვი ცნობილია როგორც ორგანიზმის იმუნიტეტის გამაძლიერებელი საშუალება, ზრდის ორგანიზმისმდგრადობასდატვირთვისმიმართ. გამოიყენება როგორც შაქრის დამწევი, ანთების საწინააღმდეგო, სისხლის შემაჩერებელი, სისხლმბადი, სისხლძარღვთა გამაფართოებელი, შემკვრელი, ნაღვლმდენი და შარდმდენი საშუალება. სამკურნალო ბაბუაწვერა( Taraxácumofficinále). ბაბუაწვერის ფესვები შეიცავს ტარაქსაცინს 10% მდე, ტრიტერპენულნაერთებს (ტარაქსეროლი, ტარაქსასტეროლი), სტერინებს (პ-სიტოსტერინი, სტიგმასტერინი), ფლავანოიდებს (კოსმოზიინი, ლუთეოლინ-7-გლუკოზიდი), ინულინს 24% მდე, ცხიმოვანზეთებს, საქაროზას 20%მდე, ცილებს 15%, კაროტინს, მთრიმლავნივთიერებებს, ეთერზეთებს. ბაბუაწვერას ფესვებში გროვდება თუთია, სპილენძი და სელენი. ბაბუაწვერას მიწისზედა ნაწილი შეიცავს სპირტებს, საპონინებს, მნიშვნელოვანი რაოდენობით პროტეინს, ვიტამინებს C, A, B2, ნიკოტინის მჟავას. ბაბუაწვერის ფოთლებში რკინის, კალციუმის, მანგანუმის და ფოსფორის შემცველობა უფრო მეტია ვიდრე ფოთლოვან ბოსტნეულში. ფესვებს და ფოთლებს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, შარდმდენი, ნაღვლმდენი, ოფლმდენი, ამოსახველებელი, სიცხისდამწევი, საფაღარათო, ალერგიის საწინააღმდეგო და ანტიჰელმინთური მოქმედება, აგრეთვე ახდენენ მადის სტიმულაციას, აუმჯობესებენ კანის და ორგანიზმის ზოგად მდგომარეობას. ჩვენებები: შარდსასქესო სისტემის მწვავე და ქრონიკული ანთებითი დაავადებები (ურეთრიტი, ცისტიტი, პიელონეფრიტი, ვულვიტი, ვაგინიტი). თირკმლის კენჭოვანი დაავადება (ნეფროლითიაზი), შარდის ბუშტის კენჭები, "ნეფროზული სინდრომი", არტერიული ჰიპერტენზია, II-III ხარისხის გულის უკმარისობა (საგულე გლიკოზიდებთან ერთად) ქოლეცისტიტი, ღვიძლის ციროზი, ასციტი, ჰელმინთური ინვაზიები. გვერდითი მოქმედება: ჩვეულებრივ ნოვანეფრონი კარგად აიტანება ორგანიზმის მიერ. იშვიათად: ალერგიული რეაქციები, სისუსტე. უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ. ჰიპერაციდული გასტრიტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება კუჭის წვენის სეკრეციის მომატების ფონზე, სისხლის შედედების მომატება. გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში: ნოვანეფრონის გამოყენება შესაძლებელია ორსულობის (მხოლოდ II და III ტრიმესტრი) და ლაქტაციის პერიოდში. გამოყენების წესი და დოზირება: ნოვანეფრონი ინიშნება 1-2 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში დილა-საღამოს ჭამის შემდეგ. მკურნალობის ხანგრძლივობა 2-8 კვირა. გამოშვების ფორმა: ტაბ. №30 მწარმოებელი: GRICAR, იტალიაზაალი გაბუნია
2021-05-17
კმაყოფილი ვარ მედიკამენტის გამოყენებით, მაქვს მკურნალობის შედეგი
ფასი
ეფექტურობა
ხელმისაწვდომობა
შეფასების დამატება