ნორვასკი
სავაჭრო დასახელება:
ნორვასკი ®/Norvasc®
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ამლოდიპინი სამკურნალწამლო ფორმა: 5 მგ და 10 მგ ტაბლეტები შემადგენლობა ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერება – ამლოდიპინის ბესილატი , შესაბამისად 5 და 10 მგ ამლოდიპინის ექვივალენტური დოზით . დამხმარე ნივთიერებები : მიკროკრისტალური ცელულოზა , უწყლო კალციუმის დიჰიდროფოსფატი , A ტიპისნატრიუმის სახამებელ - გლიკოლატი , მაგნიუმის სტეარატი . აღწერილობა : 5 მგ ტაბლეტები – თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ზურმუხტის ფორმის ( რვაკუთხა უსწორმასწორო გვერდებით )ერთ მხარეს Pfizer ლოგოთი და AML-5 – მეორე მხარეს . 10 მგ ტაბლეტები – თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ზურმუხტის ფორმის ( რვაკუთხა უსწოარმასწორო გვერდებით )ერთ მხარეს Pfizer ლოგოთი და AML-10 – მეორე მხარეს . ფარმაკოთერაპიული ჯგუფი კალციუმის არხების სელექციური ბლოკატორები , დიჰიდროპირიდინის ნაწარმები . ათქ კოდი : C08CA01 ფარმაკოლოგიური თვისებები:ფარმაკოკინეტიკა შეწოვა : თერაპიული დოზებით შიგნით მიღებისას , ამლოდიპინი კარგად აბსორბირდება , სისხლში მაქსიმალურკონცენტრაციას აღწევს მიღებიდან 6-12 საათში . აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს 64-80%- ს . განაწილების მოცულობა არის დაახლოებით 21 ლ / კგ . სისხლის პლაზმის ცილებთან კავშირი დაახლოებით 97.5%. საკვების მიღებაარ მოქმედებს ამლოდიპინის შეწოვაზე . გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს . გამოყოფა : სისხლის პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი ( T 1/2 ) შეადგენს დაახლოებით 35-50 საათს . ესშეესაბამება პრეპარატის დღეში ერთხელ მიღებას . სისხლის პლაზმაში სტაბილური წონასწორული კონცენტრაციამიიღწევა ამლოდიპინის მუდმივი მიღებიდან 7-8 დღის შემდეგ , ის მეტაბოლიზდება ღვიძლში არააქტიურიმეტაბოლიტების წარმოქმნით ; საწყისი პრეპარატის 10% და მეტაბოლიტების 60% გამოიყოფა შარდით . გამოიყოფა თუარა დედის რძეში ცნობილი არ არის ; ჰემოდიალიზის პროცესში არ გამოიყოფა . ფარმაკოდინამიკა ნორვასკი ® არის დიჰიდროპირიდინის ნაწარმი . უკავშირდება დიჰიდროპირიდინის რეცეპტორებს , აბლოკირებსკალციუმის “ ნელ ” არხებს , აინჰიბირებს კალციუმის ტრანსმემბრანულ შეღწევას გულის და სისხლძარღვებისგლუვი კუნთის უჯრედების შიგნით ( დიდი ხარისხით – სისხლძარღვების გლუვკუნთოვან უჯერედებში , ვიდრეკარდიომიოციტებში ). ავლენს ჰიპოტენზიურ და ანტიანგინალურ ეფექტს . ნორვასკის ® ჰიპოტენზიური მოქმედების მექანიზმი განპირობებულია სისხლძაღვების გლუვ კუნთებზე მომადუნებელიმოქმედებით . ნორვასკი მიოკარდიუმის იშემიას ამცირებს ორი გზით: 1. აფართოებს პერიფერიულ არტერიოლებს და ასეთი სახით ამცირებს საერთო პერიფერიულ წინააღმდეგობას (პოსტდატვირთვას ), ამასთან გულის შეკუმშვათა სიხშირე პრაქტიკულად არ იცვლება , რაც იწვევს ენერგიისგამოყენების და მიოკარდიუმის ჟანგბადზე მოთხოვნილების შემცირებას . 2. აფართოებს კორონარულ და პერიფერიულ არტერიებს და არტერიოლებს , მიოკარდიუმის როგორცნორმალურ , ისე იშემიურ ზონებში , რაც ზრდის მიოკარდის ჟანგბადით მომარაგებას ვაზოსპასტიურისტენოკარდიით დაავადებულებში ( პრინცმეტალის სტენოკარდია ) და ხელს უშლის მოწევით განპირობებულიკორონაროსპაზმის განვითარებას . არტერიული ჰიპერტენზიით დაავადებულებში ნორვასკის ერთჯერადი სადღეღამისო დოზა უზრუნველყოფსარტერიული წნევის დაქვეითებას 24 საათის განმავლობაში ( როგორც “ მწოლიარე ,” ისე “ მდგომიარე ”მდგომარეობაში .). მოქმედების ნელი საწყისის მეშვეობით ამლოდიპინი არ იწვევს არტერიული წნევის მკვეთრ დაცემას. სტენოკარდიით დაავადებულებში პრეპარატის სადღეღამისო დოზა ზრდის ტოლერანტობას ფიზიკური დატვირთვისმიმართ , აფერხებს სტენოკარდიის შეტევის განვითარებას და ST სეგმენტის დეპრესიას (1 მმ - ით ) ფიზიკურიდატვირთვის ფონზე , ამცირებს სტენოკარდიის შეტევების განვითარებას და ნიტროგლიცერინის მოხმარებას . პაციენტებში გულ - სისხლძაღვთა დაავადებით ( მათ შორის ერთი სისხლძაღვის და 3 და მეტი არტერიის სტენოზამდედაზიანებით მიმდინარე კორონარული ათეროსკლეროზი და საძილე არტერიების ათეროსკლეროზი ), რომლებმაცგადაიტანეს მიოკარდიუმის ინფარქტი , კორონარული არტერიების კანის ტრანსლუმინალური ანგიოპლასტიკა ანსტენოკარდიით დაავადებულებში , ნორვასკის გამოყენება ხელს უშლის საძილე არტერიების ინტიმა - მედიისგასქელების განვითრებას . ნორვასკის გამოყენება , ასევე მნიშვნელოვნად ამცირებს გულ - სისიხლძარღვთადაავადებით , მიოკარდიუმის ინფარქტით , ინსულტით , კორონარული არტერიების ტრანსლუმინალურიანგიოპლასტიკით , აორტო - კორონარული შუნტირებით გამოწვეულ ლეტალობას , იწვევს არასტაბილურისტენოკარდიით და გულის პროგრესირებადი ქრონიკული უკმარისობით გამოწვეული ჰოსპიტალიზაციის რიცხვისშემცირებას , ამცირებს ჩარევების სიხშირეს , რომელიც მიმართულია კორონარული სისხლის დინების აღდგენისკენ . გამოყენების ჩვენებები:
- არტერიული ჰიპერტენზია ( როგორც მონოთერაპიაში , ასევე სხვა ჰიპოტენზიური საშუალებებთან ერთად )
- სტაბილური სტენოკარდია და ვაზოსპასტიური სტენოკარდია ( პრინცმეტალის სტენოკარდია ) როგოცმონოთერაპიაში , ასევე სხვა ანტიანგინალურ საშუალებებთან ერთად ).
- შიგნით მისაღებად დღეში ერთხელ წყლის საკმარის რაოდენობასთან ერთად (100 მლ ).
- არტერიული ჰიპერტენზიის და სტენოკარდიის დროს ჩვეულებრივი საწყისი დოზა შეადგენს 5 მგ - ს , პაციენტისინდივიდუალური მდგომარეობის მიხედვით შეიძლება მისი გაზრდა 10 მგ - მდე .
- გამოყენება ხანდაზმულებში . რეკომენდებულია ჩვეულებრივი დოზების გამოყენება . დოზის რეგიულირება საჭირო არარის .
- პრეპარატის გამოყენება თირკმლის უკმარისობის დროს . რეკომენდებულია ჩვეული დოზებით მიღება , თუმცააუცილებლად გასათვალისწინებელია T1/2 უმნიშვნელო მატება .
- ნორვასკის დოზირების რეჟიმის შეცვლა თიაზიდურ შარდმდენებთან , ბეტა - ადრენობლოკატორებთან დაანგიოტენზინის გარდამქნელი ფერმენტის ინჰიბიტორებთან ერთად გამოყენებისას არ არის საჭირო .
- მკურნალობის კურსს ადგენს მკურნალი ექიმი .
- პრეპარატის გამოყენება ბავშვებში (6-17 წელი )
- რეკომენდებული ანტიჰიპერტენზიული პერორალური დოზა ბავშვებში შეადგენს 2.5-5 მგ - ს დღეში ერთხელ . 5 მგ /დღე - ზე მაღალი დოზა მოცემულ პოპულაციაში არ არის გამოკვლეული .
- ნორვასკის ეფექტი არტერიულ წნევაზე 6 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის ცნობილი .
- პერიფერიული შეშუპებები ( კოჭი და ტერფი ), გახშირებული გულისცემა , არტერიული წნევის ჭარბიდაქვეითება , გულის რითმის დარღვევა ( მათ შორის ბრადიკარდია , პარკუჭოვანი ტაქიკარდია და წინაგულებისთრთოლვა ), ტკივილი გულმკერდის არეში ;
- შაკიკი , გულის უკმარისობის განვითარება ან გაღრმავება , ორთოსტატული ჰიპოტენზია , ვასკულიტი ,მიოკარდიუმის ინფარქტი ;
- ართრალგია , მიალგია , ართროზი , მიასთენია ;
- კუნთების სპაზმი , ზურგის ტკივილი ;
- სიცხის და “ ალების ” შეგრძნება სახეზე , მომატებული დაღლილობა , თავბრუსხვევა , თავის ტკივილი ,ძილიანობა , სისუსტე , გონების დაკარგვა , მომატებული ოფლდენა , “ ცივი ” ოფლი , შემცივნება ;
- ჰიპოესთეზია , პარესთეზია