newhospitals

ნორმაზიდოლი 25მგ #50ტ

ნორმაზიდოლი 25მგ #50ტ
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
3550ნახვა

 

პრეპარატის საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:
Pirlindolum

 

შემადგენლობა:
თითოეული ტაბლეტი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს 25 მგ ან 50 მგ პირლინდოლს

 

დამხმარე ნივთიერებები:
ლაქტოზა, კარტოფილის სახამებელი, ნატრიუმის კარბოქსიმეთილსახამებელი, კალციუმის სტეარატი.

 

პრეპარატის ფორმა:
ტაბლეტი

 

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტიდეპრესანტი

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ნორმაზიდოლს გააჩნია ანტიდეპრესიული აქტივობა, მისი მოქმედების თავისებურება გამოიხატება თიმოლეფსიური ეფექტის შეთავსებით მის მარეგულირებელ ზემოქმედებასთან ცნს-ზე, რომელიც მანიფესტირდება გამააქტივირებელი ეფექტით ავადმყოფებში აპათიით და ანერგული დეპრესიებით და სედატიური ეფექტით აჟიტირებული მდგომარეობების დროს. ნორმაზიდოლს გააჩნია აგრეთვე ნოოტროპული აქტივობა და იგი აუმჯობესებს შემეცნებით ფუნქციებს.
პრეპარატის მოქმედების ნეიროქიმიურ მექანიზმში ძირითად როლს ასრულებს ცნს-ში მისი მოქმედება ცნს-ის ნეირომედიატორული მონოამინების ცვლასა და შემადგენლობაზე. პირველ რიგში იგი დაკავშირებულია მის მაინჰიბირებელ ზეგავლენასთან მონოამინოოქსიდაზების აქტივობაზე. აქტიური ნივთიერების თავისებურებაა- მაო-ს A ტიპის შერჩევითი ინჰიბირება, რომელიც ატარებს ხანმოკლე და მთლიანად შექცევად ხასიათს, რითაც პრეპარატი არსებითად განსხვავდება მაო-ს შეუქცევად არაშერჩევითი ინჰიბიტორებისაგან. პრეპარატი არ ავლენს არასასურველ ანტიქოლინერგულ მოქმედებას. იგი არ გროვდება ორგანიზმში, არ ხასიათდება შეჩვევის, მისადმი დამოკიდებულობისა და მოხსნის სინდრომის განვითარებით.
პრეპარატი თითქმის სრულად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. იგი ინტენსიურად მეტაბოლიზდება და მისი მეტაბოლიტები ორგანიზმიდან გამოიყოფა შარდითა და ნაღველით.

 

გამოყენების ჩვენება:
ნორმაზიდოლის ტაბლეტები ინიშნება პაციენტებში, რომლებიც შეპყრობილნი არიან: მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზით, შიზოფრენიის დროს აფექტური დარღვევებით და დეპრესიით მიმდინარე ინვოლუციური ფსიქოზებით. აგრეთვე დეპრესიის დროს, რომლის თანმხლებია ფსიქომოტორული შეკავება და იმ დეპრესიების დროს, რომელთაც თან ახლავს განგაში და ბოდვითი კომპონენტები, ანესთეტური, იპოქონდრიული და ნევროზის მაგვარი სიმპტომატიკა.
ნორმაზიდოლი ინიშნება ალკოჰოლური და ნიკოტინური აბსტინენციის, აგრეთვე დეპრესიული და განგაშით მიმდინარე დეპრესიის სინდრომის შესამცირებლად.
ნორმაზიდოლის გამოყენება შესაძლებელია სასარგებლო იყოს ხანდაზმულებში კომპლექსური თერაპიის დროს.
პრეპარატი კარგი ტოლერანტობით ხასიათდება, რაც იძლევა მისი გამოყენების საშუალებას სომატური დაავადებებით შეპყრობილი პაციენტების სამკურნალოდ. იმის გამო, რომ პრეპარატს არ გააჩნია ქოლინოლიზური მოქმედება, მისი გამოყენება დასაშვებია იმ პაციენტებში, რომლებშიც წინააღმდეგნაჩენებია ანტიდეპრესანტების გამოყენება, რომლებიც ავლენენ ქოლინოლიზურ აქტივობას (გლაუკომა, წინამდებარე ჯირკვლის ადენომა და სხვა), როგორიცაა: ამიტრიპტილინი, იმიპრამინი.

 

წინააღმდეგჩვენება:
პრეპარატის ან მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა. ღვიძლის მწვავე ანთებითი, აგრეთვე სისხლის სისტემის დაავადებები. პრეპარატის გამოყენება წინააღმდეგნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, აგრეთვე ბავშვებში.
ნორმაზიდოლის სხვა მაო-ს ინჰიბიტორებთან და ანტიდეპრესანტებთან გამოყენება არ არის რეკომენდებული, აგრეთვე ამ ფერმენტის აქტივობის მაინჰიბირებელ საშუალებებთან (ფურაზოლიდონი, პროკარბაზინი, სელეგილინი და სხვა). ნორმაზიდოლის გამოყენება შესაძლებელია მაო-ს ინჰიბიტორების მიღების შეწყვეტიდან 2 კვირის შემდეგ.

 

გვერდითი მოვლენები:
პრეპარატი კარგი ტოლერანტობით ხასიათდება. იშვიათად აღინიშნება პირის სიმშრალე, ოფლიანობა, ხელების ტრემორი, ტაქიკარდია, გულისრევა, თავბრუსხვევა. ეს მოვლენები სწრაფად ქრება დოზის შემცირებისთანავე.

 

განსაკუთრებული მითითებები:
იმის გამო, რომ პრეპარატს გააჩნია ანტიმონოამინოოქსიდაზური აქტივოვა, შეიძლება ვივარაუდოთ ადრენალინისა და სხვა სიმპატომიმეტური ამინების მიმართ მომატებული მგრძნობელობა ნორმაზიდოლთან მათი კომბინაციის დროს.

 

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი:
არ არის რეკომენდებული. ორსულებში პრეპარატის უსაფრთხოება შესწავლილი არ არის. ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება რეკომენდებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის სარგებელი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე მოსალოდნელ პოტენციურ რისკს.

 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
ნორმაზიდოლისა და მაო-ს ინჰიბიტორების, აგრეთვე სხვა ამ ფერმენტის აქტივობის მაინჰიბირებელი პრეპარატების ერთდროული დანიშვნა არ არის რეკომენდებული (ფურაზოლიდონი, პროკარბაზინი, სელეგილინი და სხვა). ნორმაზიდოლის დანიშვნა დასაშვებია მაო-ს ინჰიბიტორების მიღების შეწყვეტიდან 2 კვირის შემდეგ.
იმის გამო, რომ პრეპარატს გააჩნია ანტიმონოამინოოქსიდაზური აქტივობა, შესაძლებელია ადრენალინისა და სხვა სიმპატომიმეტური ამინების მიმართ მომატებული მგრძნობელობა. ზემოთ აღნიშნული პრეპარატების გამოყენება რეკომენდებულია მხოლოდ სასიცოცხლო აუცილებლობის შემთხვევაში.
აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია ნორმაზიდოლისა და ნეიროლეფსიური, აგრეთვე ტრანკვილიზატორების კომბინაცია.
მკურნალობის პერიოდში ალკოჰოლის გამოყენება დაუშვებელია.

 

მიღების წესი და დოზირება:
დოზა დგინდება ინდივიდუალურად. მკურნალობას იწყებენ 50-75 მგ-ით დღეში 2-ჯერ, კარგი ტოლერანტობის შემთხვევაში დღეში 150 მგ. დოზას თანდათანობით ზრდიან 15-50 მგ-ით, 1 კვირის შემდეგ დოზა აღწევს 300 მგ-ს. იმ შემთხვევაში, როდესაც პრეპარატი დღეში მიიღება დოზით 150-300 მგ, სასურველი შედეგი აღინიშნება 4 კვირის შემდეგ. აუცილებლობისა და ტოლერანტობის შემთხვევაში დოზა შეიძლება გავზარდოთ 400 მგ-მდე დაყოფილი 2-3 მიღებაზე. სასურველი შედეგის მიღებისას მკურნალობა გრძელდება ინდივიდუალურდ დადგენილი დოზის შესაბამისად კიდევ 2-4 კვირის განმავლობაში, შემდეგში დოზას თანდათანობით ამცირებენ.
ნევროზული და რეაქტიული დეპრესიის შემთხვევაში დოზას თანდათანობით ამცირებენ.

 

ჭარბი დოზირება:
პრეპარატი მცირედ ტოქსიკურია. ცხოველებში მისი მაღალი დოზით გამოყენება კონვულსიას იწვევს, რომელიც დიაზეპამით კუპირდება.

 

სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე ზემოქმედება:
სიფრთხილეა საჭირო, ვინაიდან პრეპარატის გამოყენებისას შესაძლებელია ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება.

 

ვარგისიანობის ვადა:
აღნიშნულია შეფუთვაზე. მასზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

 

შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 30° C ტემპერატურაზე.

 

გამოშვების ფორმა:
შეფუთვაში N50 ტაბლეტი
აფთიაქიდან გაცემის პირობები:
გაიცემა რეცეპტით.
მწარმოებელი:
"ოლაინფარმა" ( ლატვია)

 

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.