ნორმაციდი
ნორმაციდი წარმოადგენს ინოვაციურ, ეფექტურ საშუალებას მჟავიანობის სწრაფი ნეიტრალიზაციისათვის და სიმძიმის შეგრძნების მოსახსნელად. ნორმაციდი, განსხვავებით სხვა, ძირითადი ანტაციდური საშუალებებისაგან არ შეიცავს ალუმინის ნაერთებს (Aluminium Hydroxide, Aluminium Phosphate). მისი მიღებისას, ასევე, სხვა ანტაციდური საშუალებებისგან განსხვავებით, არ არსებობს ალუმინის ტოქსიურობით გამოწვეული გართულებების რისკი, (განხილულია ქვემოთ), განსაკუთრებით მათი ხანგრძლივი მოხმარებისას. გააჩნია სასიამოვნო, მარწყვის გემო. ანტაციდური საშუალებების ხანგრძლივი მიღებისას შესაძლებელია განვითარდეს შებერილობა, რაც დაკავშირებულია კუჭში მჟავას განეიტრალების დროს ნახშირბადის დიოსქიდის გამოყოფასთან. ამის თავიდან აცილებისათვის ნორმაციდის შემადგენლობაში შედის კალიუმის ციტრატი.
შემადგენლობა: ნორმაციდის ერთი საღეჭი აბი შეიცავს: • კალციუმის კარბონატი - 234,74 მგ; • მაგნიუმის ჰიდროქსიდი - 50, 79 მგ; • კალიუმის ციტრატი - 22,407 მგ; • დეჰიდრირებული კარტოფილის წვენი; • ბრინჯის სახამებელი; • მიკროკრისტალური ცელულოზა; • მინერალური მარილები. დამხმარე ნივთიერებები • მაგნიუმის სტეარატი; • აცესულფამ K; • მარწყვის მაგემოვნებელი. ჩვენება: • კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება; • გასტრიტი ნორმალური ან მომატებული სეკრეტორული ფუნქციით; • დიაფრაგმის თიაქარი; • რეფლუქს-ეზოფაგიტი; • არაწყლულოვანი დისპეფსიის სინდრომი; • ფუნქციური დიარეა; • ინტოქსიკაციით, სამკურნალო საშუალებების გამაღიზიანებელი ნივთიერებების (მჟავა, ტუტე), ალკოჰოლის მიღებით გამოწვული დარღვევები; • ეზოფაგიტები; მიღების წესი: დაღეჭეთ 1 აბი მჟავიანობის პირველივე შეგრძნებისას ან დანიშნულებით, საკვების მიღების შემდგომ. არ არის რეკომენდირებული დღეში 6 აბზე მეტის მიღება. უპირატესობები: ალუმინის და ნატრიუმის ნაერთების არარსებობა შემადგენლობაში ალუმინის ნაერთების არარსებობა შემადგენლობაში, რითაც აცილებულია შემდეგი რისკები, რაც შეიძლება გამოწვეული იქნეს ალუმინის (ჰიდროქსიდი, ფოსფატი) შემცველი საშუალებების ხარგრძლივი მიღებისას. კერძოდ: • ალუმინი და მისი ნაერთები ხასიათდებიან ნეიროტოქსიურობით; • ალუმინის და მისი ნაერთების ხანგრძლივი მიღება იწვევს ნაწლავების პერისტალტიკის დათრგუნვას; • კველევები ადასტურებენ ალუმინის გავლენას დემენციის (მათ რიცხვში ალცჰეიმერის დაავდება) განვითარებაზე. ნატრიუმის ნაერთების არარსებობა შემადგენლობაში, განსხვავებით ზოგიერთი ანტაციდური საშუალებებისაგან, აბსოლიტურად უსაფრთხოს ხდის ნორმაციდის გამოყენებას ჰიპერტენზიით დაავადებულ პაციენტებში. ასევე დიეტების დროს, როდესაც რაციონიდან ამოღებულია ნატრიუმის მარილები. ურთიერთქმედება სხვა საშუალებებთან: ნორმაციდი, ისევე როგორც ყველა ანტაციდური საშუალებები, ურთიერთქმედებაში შედიან შემდეგ მედიკამენტებთან: ბენზოდიაზეპინები, რანიტიდინი, ინდომეტაცინი, თეოფილინი, რკინის პრეპარატები, თიაზიდები, ტეტრაციკლინები, საგულე გლიკოზიდები. ამიტომ, თუ პარალელურად იღებთ ამ საშუალებებს, რეკომენდირებულია ნორმაციდის მიღება ზემოთ ჩამოთვლილი საშუალებების მიღებამდე 2 საათით ადრე ან შემდგომ. გაფრთხილება: • პაციენტებში, რომლებსაც დადგენილი აქვთ თირკმლის უკმარისობა, თირკმლის კენჭოვანი ან გულის დაავადებები, ისევე როგორც სხვა ანტაციდური საშუალებებისას, მიღება უნდა განხორციელდეს მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობით. • მაღალი დოზებით ხანგრძლივი მიღებისას მაგნიუმის ჰიდროქსიდის მოქმედებით, ისევე როგორც სხვა ამავე ნივთიერების შემცველი ანტაციდური საშუალებების მიღებისას, შესაძლებელია განვითარდეს დიარეა. • 12 წლამდე ასაკის ბავშვებში მიღება უნდა განხორციელდეს მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. უკუჩვენება • თირკმლის მწვავე უკმარისობა; • ჰიპერკალცემია; • ჰიპერპარათირეოიდიზმი; • ფილტვის სარკოიდოზი. ორსულობა და ლაქტაცია: ძირითადად ანტაციდები მიიჩნევა უსაფრთხოდ ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, თუ თავიდან იქნება არიდებული მაღალი დოზებით მიღება და არ არის აკრძალული გინეკოლოგის მიერ. გვერდითი მოქმედება: მითითებული დოზებით, ურთიერთქმედებებით, გაფრთხილებებით და უკუჩვენების გათვალისწინებით გამოყენებისას გვერდითი მოქმედება არ არის დაფიქსირებული. დოზის გადაჭარბებისას შესაძლებელია შარდსადინარებში კალციუმის დაგროვება, ისევე როგორც სხვა საშუალებების გამოყენებისას, რომლებიც შეიცავენ კალციუმის ნაერთებს. დოზის გადაჭარბებამ შესაძლებელია გამოიწვიოს დიარეა, ისევე როგორც სხვა საშუალებებმა, რომლებიც შეიცავენ მაგნიუმს. მითითებული დოზირებით (მაგნიუმის რაოდენობა შემადგენლობაში) გამოყენებისას ეს ეფექტი არ არის დაფიქსირებული. შეფუთვა: 20 აბი შეფუთვაში, თითოეული 1250 მგ. შენახვის ვადა წამოებიდან 24 თვე. მწარმოებელი Soria Natural ესპანეთი