ნოლიპრელი არგინინი 2,5 მგ
პერინდოპრილ არგინინი/ინდაპამიდი
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები პრეპარატის მიღების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ეს ჩანართი ბოლომდე, რადგანაც ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
• შეინახეთ ეს ფურჩელი-ჩანართი. ის შეიძლება თქვენ კიდევ დაგჭირდეთ.
• თუ თქვენ გაგიჩნდათ დამატებითი შეკითხვები მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
• ეს პრეპარატი გამოწერილია პირადად თქვენთვის. არ შეიძლება მისი გადაცემა სხვა პირებისთვის. ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, იმის მიუხედავად, რომ მათი სიმპტომები შეიძლება ჰგავდეს თქვენსას.
• თუ თქვენ აღნიშნავთ რაიმე სახის არასასურველ ეფექტებს, მათ შორის ისეთებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ჩანართში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. იხ. განყოფილება 4.
ეს ჩანართი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:
1. რა არის ნოლიპრელი არგინინი და რა შემთხვევებში გამოიყენება
2. რა უნდა იცოდეთ ნოლიპრელი არგინინის მიღების დაწყებამდე
3. როგორ მიიღება ნოლიპრელი არგინინი
4. შესაძლო გვერდითი მოქმედება
5. როგორ ინახება ნოლიპრელი არგინინი
6. შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია 1. რა არის ნოლიპრელი არგინინი და რა შემთხვევებში გამოიყენება
ნოლიპრელი არგინინი – ეს არის ორი აქტიური კომპონეტის, პერინდროპილის და ინდაპამიდის კომბინაცია. ეს არის ჰიპოტენზიური პრეპარატი, ის გამოიყენება მომატებული არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის) სამკურნალოდ მოზრდილებში. პერინდოპრილი მიეკუთვნება პრეპარატების კლასს, რომელსაც ეწოდება აგფ-ის ინჰიბიტორები. ის ავლენს სისხლძარღვებზე გამაფართოებელ ზეგავლენას რაც ამსუბუქებს სისხლის მოწოლას. ინდაპამიდი წარმოადგენს დიურეზულ საშუალებას. დიურეზული საშუალებები ზრდიან შარდის მოცულობას, რომელიც გამომუშავდება თირკმელებით. თუმცა, ინდაპამიდი განსხვავდება სხვა დიურეზულებისგან, რადგანაც ის მხოლოდ მცირედ ზრდის თირკმელებით გამომუშავებული შარდის მოცულობას. ყოველი აქტიური კომპონენტი ამცირებს არტერიულ წნევას და ისინი ერთად აკონტროლებენ არტერიულ წნევას. 2. რა უნდა იცოდეთ ნოლიპრელი არგინინის მიღების დაწყებამდე
რა შემთხვევებში არ შეიძლება ნოლიპრელი არგინინის გამოყენება:
• თუ თქვენ გაქვთ ალერგია პერინდოპრილზე, აგფ-ის ნებისმიერ სხვა ინჰიბიტორზე, ინდაპამიდზე, რომელიმეE სულფონილამიდზე ან მოცემული პრეპარატის ნებისმიერ კომპონენტზე (ჩამოთვლილია განყოფილებაში 6),
• თუ ადრე ნებისმიერი სხვა აგფ-ის ინჰიბიტორის მიღებისას ან სხვა ვითარებაში, თქვენ ან თქვენს რომელიმე ნათესავს გამოუვლინდა ისეთი სიმპტომები, როგორიც არის მსტვენავი სუნთქვა, სახის ან ენის შეშუპება, ინტენსიური ქავილი ან კანზე ინტენსიური გამონაყარი (ანგიონევროზული შეშუპება),
• თუ თქვენ გაქვთ დიაბეტი ან თირკმლის დარღვეული ფუნქცია და თქვენ ღებულობთ არტერიული წნევის დამწევ პრეპარატს, რომელიც შეიცავს ალისკირენს,
• თუ თქვენ გაქვთ ღვიძლის მძიმე დააავადება ან ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია (ტვინის დეგენერაციული დაავადება),
• თუ თქვენ გაქვთ თირკმლის მძიმე დაავადება რომლის დროსაც შემცირებულია თირკმელებთან სისხლის მიდინება (თირკმლის არტერიის სტენოზი),
• თუ გადიხართ დიალიზს ან ჰემოფილტრაციის სხვა პროცედურებს. Gამოყენებული აპარატიდან გამომდინარე შეიძლება რომ ნოლიპრელი არგინინი აღმოჩნდეს თქვენთვის მიუღებელი,
• თუ თქვენ გაქვთ სისხლში კალიუმის დაბალი დონე,
• თუ თქვენ გაქვთ ეჭვი გულის არანამკურნალებ დეკომპენსირებულ უკმარისობაზე (წყლის სერიოზული შეკავება, გაძნელებული სუნთქვა),
• თუ თქვენ ხართ ორსულად და ვადა აჭარბებს 3 თვეს (სასურველია, რომ ნოლიპრელი არგინინი ასევე არ მიიღოთ ორსულობის ადრეულ სტადიაზე – იხილეთ განყოფილება ,,ორსულობა და ლაქტაცია’’),
• თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს,
• თქვენ ღებულობთ საკუბიტრილს და ვალსარტანს – წამლები გულის უკმარისობის საწინააღმდეგოდ (იხ. განყოფილებები ,,გაფრთხილება და უსაფრთხოების ზომები” და ,,სხვა პრეპარატები და ნოლიპრელი არგინინი”).
განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები
ნოლიპრელი არგინინის მიღებამდე გაიარეთ თქვენი მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია:
• თუ გაქვთ აორტის სტენოზი (გულიდან გამომავალი მთავარი სიხლძარღვის შევიწროვება), ჰიპერტროფული კარდიომიოპათია (გულის კუნთის დაავადება) ან თირკმლის არტერიის სტენოზი (თირკმელების სისხლით მომმარაგებელი არტერიების შევიწროვება),
• თუ გაქვთ გულის უკმარისობა ან გულის სხვა დაავდება,
• თუ გაწუხებთ თირკმლის დაავადება ან გადიხართ დიალიზს,
• თუ თქვენ სისხლში ანომალურად მომატებული გაქვთ ჰორმონ ალდოსტერონის დონე (პირველადი ჰიპერალდოსრონიზმი),
• თუ თქვენ გაწუხებთ თირკმლის დავადება,
• თუ გაგაჩნიათ ღვიძლის ფუნქციის დარღვევა,
• თუ გაწუხებთ კოლაგენოზურ-სისხლძარღვოვანი დაავადება (კანის დაავადება), როგორიც არის სისტემური წითელი მგლურა ან სკლეროდერმია,
• თუ გაქვთ ათეროსკლეროზი (არტერიების კედლის გამაგრება),
• თუ გაწუხებთ ჰიპერპარათირეოზი (ჰიპერაქტიული პარათირეოიდული ჯირკვალი),
• თუ გაწუხებთ პოდაგრა,
• თუ გაქვთ დიაბეტი,
• თუ იცავთ მარილის მცირე შემცველობის დიეტას ან ღებულობთ კალიუმის შემცველ მარილის შემცვლელებს,
• თუ ღებულობთ ლითიუმის ან კალიუმის შემნახველ პრეპარატებს (სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი), ან კალიმის დანამატებს, რადგან ნოლიპრელ არგინინთან ერთად მათი ერთობლივი მიღება არ შეიძლება (იხ. ,,სხვა პრეპარატები და ნოლიპრელი არგინინი”),
• თუ ხართ ხანდაზმული ასაკის,
• თუ აღგენიშნებოდათ ფოტომგრძნობელობის რეაქციები,
• თუ აღგენიშნებოდათ სერიოზული ალერგიული რეაქციები, სახის, ენის, პირის ღრუს, ენის, ყელის შეშუპებით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის ან სუნქვის გაძნელება (ანგიონევროზული შეშუპება). ეს შეიძლება განვითარდეს მკურნალობის ნებისმიერ მომენტში.
• თუ თქვენ გივითარდებათ ასეთი სიმპტომები, პრეპარატის მიღება უნდა შეწყვიტოთ და დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს. თუ თქვენ ღებულობთ არტერიული წნევის შემამცირებელ, ქვემოჩამათვლილ რომელიმე პრეპარატს:
- ანგიოტენზინ II-ის რეცეპტორის ბლოკატორს (არბ) (ასევე ცნობილია როგორც სარტანები, მაგალითად, ვალსარტანი, ტელმისარტანი, ირბესარტანი), განსაკუთრებით თუ თქვენ გაწუხებთ დიაბეტით გამოწვეული, თირკმლის ფუნქციის დარღვევა,
- ალისკირენი.
- თქვენმა ექიმმა შეიძლება ჩაატაროს თირკმლის ფუნქციის, არტერიული წნევის და სისხლში ელექტროლიტების (მაგალითად, კალიუმის) შემცველობის რეგულარული მონიტორინგი.
ასევე იხ. ინფორმაცია, რომელიც მოყვანილია განყოფილებაში ,,რა შემთხვევაში არ შეიძლება ნოლიპრელი არგინინის მიღება”.
• თუ თქვენ ხართ აფრიკული წარმოშობის, რადგანაც შესაძლოა გაგაჩნდეთ ანგიონევროზული შეშუპების უფრო მაღალი რისკი და ეს სამკურნალო პრეპარატი შეიძლება ნაკლებად ეფექტურად სწევდეს თქვენს არტერიულ წნევას, ვიდრე არააფრიკული წარმოშობის პაციენტებში,
• თუ თქვენ გადიხართ დიალიზს მაღალი გამტარობის მემბრანებით,
• თუ თქვენ ღებულობთ ქვემოჩამოთვლილი პრეპარატებიდან რომელიმეს, ანგიონევროზული შეშუპების რისკი მომატებულია:
- რაცეკადოტრილი (გამოიყენება დიარეის სამკურნალოდ),
- სიროლიმუსი, ევეროლიმუსი, ტემსიროლიმუსი და სხვა პრეპარატები, რომლებიც მიეკუთვნება ეგრედწოდებულ, უჯრედებში რაპამიცინის სამიზნის ინჰიბიტორების კლასს (გამოიყენება გადანერგილი ორგანოების მოცილების თავიდან აცილების მიზნით). ანგიონევროზული შეშუპება
არის შეტყობინებები ანგიონევროზული შეშუპების (სერიოზული ალერგიული რეაქციები სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპებით, გაძნელებული ყლაპვით და სუნთქვით) შემთხვევებზე, პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ აგფ-ის ინჰიბიტორებს, ნოლიპრელი არგინინის ჩათვლით. ეს რეაქციები შეიძლება განვითარდეს თერაპიის ნებისმიერ დროს, ნებისმიერ მომენტში. თუ თქვენ გივითარდებათ აღნიშნული სიმპტომები, თქვენ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ ნოლიპრელი არგინინის მიღება და მიმართოთ ექიმს. იხ. ასევე განყოფილება 4. თქვენ უნდა გააფრთხილოთ თქვენი ექიმი თუ ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად (ან გეგმავთ ორსულობას). ნოლიპრელი არგინინის მიღება რეკომენდებული არ არის ორსულობის ადრეულ სტადიაზე. პრეპარატის მიღება არ უნდა მოხდეს 3 თვეზე მეტი ვადის ორსულობისას, რადგანაც ამან შეიძლება სეროზული ზიანი მიაყენოს ბავშვის ჯანმრთელობას (იხ. განყოფილება ,,ორსულობა და ლაქტაცია’’). როდესაც თქვენ ღებულობთ ნოლიპრელ არგინინს თქვენ ასევე უნდა აცნობოთ მკურნალ ექიმს ან სამედიცინო პერსონალს შემდეგი:
• თუ გელოდებათ ანესთეზია ან/და სერიოზული ქირურგიული ოპერაცია,
• თუ თქვენ ბოლო დროს აღგენიშნებოდათ დიარეა, ღებინება ან ორგანიზმის გაუწყლოება,
• თუ თქვენთვის აუცილებელია დიალიზი ან გადიხართ დსლპ აფერეზის კურსს (სისხლიდან ქოლესტერინის აპარატული გამოძევება),
• თუ აპირებთ დესენსიტიზაციას, რომელმაც უნდა შეამციროს ალერგიული რეაქციები ფუტკრებისა და კრაზანების ნაკბენებზე,
• თუ იტარებთ სამედიცინო გამოკვლევას, რომლისთვისაც საჭიროა იოდშემცველი რენტგენოკონტრასტული ნივთიერებების შეყვანა (ნივთიერებები, რომლებიც შესაძლებელს ხდიან შინაგანი ორგანოების, მაგალითად, თირკმელების ან კუჭის გამოკვლევას რენტგენის სხივების დახმარებით).
• თუ თქვენ შეგეცვალათ მხედველობა ან ნოლიპრელი არგინინის მიღების დროს გაგინვითარდეათ ტკივილი ერთ ან ორივე თვალში. ეს შეიძლება იყოს იმის ნიშანი, რომ გივითარდებათ გლაუკომა, მომატებული თვალშიდა წნევა. თქვენ უნდა შეწყვიტოთ მკურნალობა და მიმართოთ ექიმს. სპორტსმენებმა უნდა იცოდნენ, რომ ნოლიპრელი არგინინი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას (ინდაპამიდი), რომელმაც შეიძლება მოგვცეს დადებითი რეაქცია დოპინგ-კონტროლის ჩატარების დროს. ბავშვები და მოზარდები
ნოლიპრელი არგინინის დანიშვნა ბავშვებში და მოზარდებში არ შეიძლება. სხვა პრეპარატები და ნოლიპრელი არგინინი
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ სხვა პრეპარატებს, ღებულობდით უახლოეს წარსულში ან აპირებთ მიღებას. Y
მოერიდეთ ნოლიპრელი არგინინის ერთდროულ გამოყენებას შემდეგ პრეპარატებთან:
• ლითიუმი (გამოიყენება მანიის ან დეპრესიის სამკურნალოდ),
• ალისკირენი (მომატებული არტერიული წნევის სამკურნალო პრეპარატი), თუ თქვენ არ გაქვთ შაქრიანი დიაბეტი ან თირკმლის ფუნქციის დარღვევა,
• კალიუმის შემნახველი დიურეზულები (მაგალითად, ტრიამტერენი, ამილორიდი), კალიუმის მარილები და ორგანიზმში კალიუმის დონის გამზრდელი სხვა პრეპარატები (მაგალითად, ჰეპარინი, კო-ტრიმოქსაზოლი, ასევე ცნობილია, როგორც ტრიმეტოპრიმი/სულფომეტოქსაზოლი),
• ესტრამუსტინი (გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ),
• მომატებული არტერიული წნევის სამკურნალო სხვა პრეპარატები: ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები და ანგიოტენზინის რეცეპტორების ბლოკერები. ნოლიპრელი არგინინის მკურნალობაზე შეიძლება იმოქმედოს სხვა პრეპარატების გამოყენებამ. თქვენმა ექიმმა შეიძლება შეცვალოს დოზა ან/და მიიღოს სხვა უსაფრთხოების ზომები. აუცილებლად აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს თუ ღებულობთ შემდეგ პრეპარატებს, ვინაიდან, მათი მიღებისას აუცილებელია განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვა:
• პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება არტერიული წნევის სამკურნალოდ, მათ შორის ანგიოტენზინ II-ის რეცეპტორის ბლოკატორს (არბ) ან ალისკერინი (ასევე იხ. ინფორმაცია განყოფილებებში ,,რა შემთხვევაში არ შეიძლება ნოლიპრელი არგინინის მიღება’’ და ,,განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები’’) ან დიურეზულები (სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც ზრდიან თირკმელების მიერ გამომუშავებული შარდის რაოდენობას),
• კალიუმის შემნახველი პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება გულის უკმარისობის დროს: ეპლერენონი
და სპირონოლაქტონი, დოზებით 12.5მგ-დან 50მგ-მდე დღეში,
• პრეპარატები, რომლებიც უფრო ხშირად გამოიყენება დიარეის სამკურნალოდ (რაცეკადოტრილი) ან ტრანსპლანტირებული ორგანოების მოცილების საპროფილაქტიკოდ (სიროლიმუსი, ევეროლიმუსი, ტემსიროლიმუსი და სხვა პრეპარატები, რომლებიც მიეკუთვნება ეგრედწოდებულ, უჯრედებში რაპამიცინის სამიზნის ინჰიბიტორების კლასს) იხ. განყოფილება ,,გაფრთხილება და უსაფრთხოების ზომები”,
• საკუბუტრილი და ვალსარტანი (გამოიყენება გულის ქრონიკული უკმარისობის სამკურნალოდ) იხ. განყოფილებები ,,არ მიიღოთ ნოლიპრელი არგინინი” და ,,გაფრთხილება და უსაფრთხოების ზომები”,
• საანესთეზიო პრეპარატები,
• იოდის შემცველი რენტგენოკონტრასტული ნივთიერებები,
• მოქსიფლოქსაცინი, სპარფლოქსაცინი (ანტიბიოტიკები, რომლებიც გამოიყენება ინფექციის სამკურნალოდ),
• მეთადონი (გამოიყენება ნარკომანიის სამკურნალოდ),
• პროკაინამიდი (არარეგულარული გულისცემის რითმის სამკურნალოდ),
• ალოპურინოლი (პოდაგრის სამკურნალოდ),
• მიზოლასტინი, ტერფენადინი ან ასთემიზოლი (ანტიჰისტამინური პრეპარატები თივის ცხელების ან ალერგიის სამკურნალოდ),
• კორტიკოსტეროიდები, რომლებიც გამოიყენება სხვადასხვა მდგომარეობების სამკურნალოდ, მათ შორის მძიმე ასთმის ან რევმატიული ართრიტის დროს,
• იმუნოდეპრესიული პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება აუტოიმუნური დარღვევვების სამკურნალოდ ან ტრანსპლანტაციური ოპერაციების შემდეგ ტრანსპლანტატის მოცილების თავიდან ასაცილებლად (მაგალითად, ციკლოსპორინი, ტაკროლიმუსი),
• ერითრომიცინი (ინექცია) (ანტიბიოტიკი),
• გალოფანტრინი (გამოიყენება მალარიის ზოგიერთი ფორმის სამკურნალოდ),
• პენტამიდინი (გამოიყენება პნევმონიის სამკურნალოდ),
• საინექციო ოქროს პრეპარატები (გამოიყენება რევმატოიდული პოლიართიტის სამკურნალოდ)
• ვინკამინი (გამოიყენება ხანდაზმულებში, კოგნიტური დარღვევების სიმპტომური მკურანალობისთვის, მეხსიერების დაკარგვის ჩათვლით),
• ბეპრიდილი (გამოიყენება სტენოკარდიის სამკურნალოდ),
• სულტოპრიდი (ფსიქოზების სამკურნალოდ),
• გულისცემის რითმის დარღვევის სამკურნალოდ დანიშნული პრეპარატები (მაგალითად, ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დიზოპირამიდი, ამიოდარონი, სოტალოლი),
• ციზაპრიდი, დიფემანილი (გამოიყენება კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევების სამკურნალოდ),
• დიგოქსინი ან სხვა საგულე გლიკოზიდები (გულის დაავადებების სამკურნალოდ),
• ბაკლოფენი (კუნთების რიგიდობის სამკურანალოდ, რომელიც ვითარდება ისეთი დაავადებებისას, როგორიც არის გაფანტული სკლეროზი),
• დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები, როგორიც არის ინსულინი, მეტფორმინი ან გლიპტინები,
• კალციუმი, კალციუმის დანამატების ჩათვლით,
• მასტიმულირებელი საფაღარათე საშუალებები, (მაგალითად, სინამაქი),
• ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები (მაგალითად, იბუპროფენი) და სალიცილატების მაღალი დოზები (მაგალითად, ასპირინი),
• ამფოტერიცინი B (ინექცია) (სერიოზული სოკოვანი დაავადებების სამკურნალოდ),
• ფსიქიკური დარღვევების სამკურნალო პრეპარატები, როგორიც არის დეპრესია, შფოთვა, შიზოფრენია და სხვ. (მაგალითად, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ნეიროლეფსიური საშუალებები, როგორიც არის ამისულპრიდი, სულპირიდი, სულტოპრიდი, ტიაპრიდი, ჰალოპერიდოლი, დროპერიდოლი),
• ტეტრაკოზაკტიდი (კრონის დაავადების სამკურნალოდ),
• ტრიმეტოპრიმი (ინფექციის სამკურნალოდ),
• სისხლძარღვების გამაფართოვებელი პრეპარატები, ნიტრატების ჩათვლით (პრეპარატები, რომლებიც აფართოებენ სისხლძარღვებს),
• პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება შემცირებული არტერიული წნევის, შოკის ან ასთმის სამკურნალოდ (მაგალითად, ეფედრინი, ნორადრენალინი ან ადრენალინი). ნოლიპრელი არგინინის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
ნოლიპრელი არგინინის მიღება უმჯობესია ჭამის წინ. ორსულობა და ლაქტაცია
თუ თქვენ ხართ ორსულად ან კვებავთ ბავშვს ძუძუთი, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღების დაწყებამდე რჩევა ჰკითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ორსულობა
თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად (ან გეგმავთ ორსულობას) თქვენ უნდა გააფრთხილოთ თქვენი ექიმი. როგორც წესი, ექიმი გირჩევთ ნოლიპრელი არგინინის მიღების შეწყვეტას, ჯერ კიდევ ორსულობამდე და ან ორსულობის ფაქტის დადასტურებისთანავე და მის ნაცვლად დაგინიშნავთ სხვა პრეპარატს.
ნოლიპრელი არგინინის მიღება რეკომენდებული არ არის ორსულობის ადრეულ სტადიაზე. ამ პრეპარატის მიღება არ შეიძლება 3 თვეზე მეტი ვადის ორსულობისას, რადგანაც ამან შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ბავშვის ჯანმრთელობას. ლაქტაცია
თუ თქვენ ბავშვს კვებავთ ძუძუთი, თქვენ არ უნდა მიიღოთ ნოლიპრელი არგინინი.
თუ თქვენ ბავშვს კვებავთ ძუძუთი ან გეგმავთ ამას, დაუყოვნებლივ აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს.
დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს მკურნალ ექიმს.
ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვა:
ნოლიპრელი არგინინი არ მოქმედებს ყურადღებაზე, მაგრამ ზოგიერთ პაციენტში დაქვეითებული არტერიული წნევის გამო შეიძლება გამოვლინდეს სხვადასხვა რეაქციები, მაგალითად, თავბრუსხვევა ან სისუსტე. შედეგად, შეიძლება დაირღვეს ავტოტრანსპორტის და სხვა მექანიზმების მართვის უნარი. ნოლიპრელი არგინინი შეიცავს ლაქტოზის მონოჰიდრატს. თუ თქვენ ექიმმა გითხრათ, რომ გაგაჩნიათ ზოგიერთი სახის შაქრის აუტანლობა, მაშინ ამ პრეპარატის მიღებამდე საჭიროა თქვენი ექიმის კონსულტაცია. 3. როგორ მიიღება ნოლიპრელი არგინინი
ნოლიპრელი არგინინის მიღებისას ყოველთვის მკაცრად დაიცავით ექიმის ან ფარმაცევტის მითითებები. თუU თქვენ ეჭვი გეპარებათ პრეპარატის მიღების სისწორეში, უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს. რეკომენდებული საწყისი დოზაა - 1 ტაბლეტი დღეში. თქვენმა ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს დოზის გაზრდა დღეში 2 ტაბლეტამდე ან შეცვალოს მიღების რეჟიმი, თუ თქვენ დარღვეული გაქვთ თირკმლის ფუნქცია. პრეპარატის მიღება უმჯობესია დილით, ჭამამდე. ტაბლეტი გადაყლაპეთ ჭიქა წყლის დაყოლებით. გამყოფი ხაზი განკუთვნილი არ არის ტაბლეტის დასაყოფად. თუ თქვენ მიიღეთ ნოლიპრელი არგინინის რეკომენდებულზე მეტი დოზა:
თუ თქვენ მიიღეთ ტაბლეტების ჭარბი რაოდენობა, დაუკავშირდით სასწრაფო დახმარების უახლოეს პუნქტს ან დაუყოვნებლივ აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს. ჭარბი დოზირების ყველაზე მეტად შესაძლო ეფექტია არტერიული წნევის დაქვეითება. თუ თქვენ დაგივარდათ წნევა (გულისრევის, ღებინების, კრუნჩხვების, თავბრუსხვევის, ძილიანობის, ცნობიერების დაბინდვის, თირკმელების მიერ გამომუშავებული შარდის რაოდენობის შეცვლის თანხლებით), დაწექით და აწიეთ ფეხები, ეს დაგეხმარებათ მდგომარეობის შემსუბუქებაში. თუ თქვენ დაგავიწყდათ ნოლიპრელი არგინინის მიღება
მნიშვენელოვანია პრეპარატის ყოველდღიური მიღება, რამდენადაც მიღების რეგულარულობა მკურნალობას ხდის უფრო ეფექტურს. ამის მიუხედავად, თუ თქვენ დაგავიწყდათ ნოლიპრელი არგინინის დოზის მიღება, შემდეგი დოზა მიიღეთ ჩვეულებრივ დროს. არ გააორმაგოთ მომდევნო დოზა. თუ თქვენ წყვეტთ ნოლიპრელი არგინინის მიღებას
იმის გამო, რომ მაღალი არტერიული წნევის მკურნალობა ჩვეულებრივ გრძელდება მთელი ცხოვრება, თქვენ პრეპარატის მიღების შეწყვეტამდე უნდა გაიაროთ ექიმის კონსულტაცია. თუ თქვენ ამ პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით გაგიჩნდათ დამატებითი კითხვები, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. 4. შესაძლო გვერდითი მოქმედება
ისევე, როგორც ყველა სხვა დანარჩენმა სამკურნალო პრეპარატმა, ნოლიპრელ არგინინმაც, თუმცა, არა ყველა პაციენტში, შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები. დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ სამკურნალო პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ განვითარდა შემდეგი გვერდითი ეფექტებიდან ერთ-ერთი, რომელიც შეიძლება იყოს სერიოზული:
ძლიერი თავბრუსხვევა ან გონების დაკარგვა, დაბალი არტერიული წნევის გამო (გავრცელებული - ვითარდება 10 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში),
• ბრონქოსპაზმი (გულმკერდის არეში შებოჭილობის შეგრძნება, მსტვენავი სუნთქვა და ქოშინი) (არაგავრცელებული - ვითარდება 100 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში), სახის, ტუჩების, პირის ღრუს, ენის ან ყელის შეშუპება, სუნთქვის გაძნელება (ანგიონევროზული შეშუპება) (იხ. განყოფილება 2 ,,გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები’’) (არაგავრცელებული - ვითარდება 100 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში),
• კანის მწვავე რეაქციები, რომელიც მოიცავს კანის ინტენსიურ გამონაყარს, კანის გაწითლებას მთელი სხეულის ზედაპირზე, ძლიერ ქავილს, ბუშტუკების გაჩენას, კანის აქერლვას და შეშუპებას, ლორწოვანი გარსების ანთებას (სტივენ-ჯონსონის სინდრომი) ან სხვა ალერგიულ რეაქციებს (ძალიან იშვიათი – ვითარდება 10000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში),
• გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ დარღვევები (უჩვეულოდ ჩქარი ან არარეგულარული გულისცემა, სტენოკარდია (ტკივილები გულმკერდის, ყბის და ზურგის არეში, გამოწვეული ფიზიკური დატვირთვით), გულის შეტევა) (ძალიან იშვიათი - ვითარდება 10000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში),
• სისუსტე ხელებში ან ფეხებში ან მეტყველების პრობლემები, რაც შეიძლება იყოს შესაძლო ინსულტის ნიშანი (ძალიან იშვიათი - ვითარდება 10000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში),
• კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი ტკივილი მუცლის და ზურგის არეში, შეუძლოდ ყოფნის თანხლებით (ძალიან იშვიათი - ვითარდება 10000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში),
• კანის და თვალის სკლერების გაყვითლება (სიყვითლე), რაც შეიძლება იყოს ჰეპატიტის ნიშანი (ძალიან იშვიათი - ვითარდება 10000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში),
• სიცოცხლისთვის საშიში არითმია (სიხშირე უცნობია),
• თავის ტვინის დავადება, გამოწვეული ღვიძლის ფუნქციის დარღვევით (ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია) (სიხშირე უცნობია). გამოვლენის სიხშირით, სიხშირის კლების მიხედვით, გვერდითი ეფექტები შეიძლება მოიცავდეს: • გავრცელებული (ვითარდება 10 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში): კანის რეაქციები, ალერგიული და ასთმური რეაქციების მიმართ წინასწარგანწყობილ პაციენტებში, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ვერტიგო, კიდურებში ჩხვლეტის შეგრძნება, მხედველობის დარღვევა, ტინიტუსი (შუილი ყურებში), ხველა, ქოშინი (დისპნოე), საჭმლის მონელების დარღვევა (გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, გემოვნების შეგრძნების დარღვევა, დისპეფსია ან მონელების გაძნელება, დიარეა, ყაბზობა), ალერგიული რეაქციები (როგორიც არის პირის სიმშრალე, დისპეფსია ან საჭმლის მონელების გაძნელება, დიარეა, ყაბზობა), ალერგიული რეაქციები (როგორიც არის კანის გამონაყარი, ქავილი), კუნთების კრუნჩხვები, დაღლილობის შეგრძნება.
• არაგავრცელებული (ვითარდება 100 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში): განწყობის ცვალებადობა, ძილის დარღვევა, ჭინჭრის ციება, პურპურა (კანზე წითელი წერტილები), კანზე კეროვანი ბუშტუკების გაჩენა, თირკმლის ფუნქციის დარღვევა, იმპოტენცია, ოფლიანობა, ეოზინოფილების შემცველობის მომატება რაოდენობა (სისხლის თეთრი სხეულების ერთ-ერთი ტიპი), ლაბორატორუიული პარამეტრების ცვლილება: სისხლში კალიუმის მაღალი დონე, რომელიც უკუქცევადია თერაპიის შეწყვეტის შემდეგ, ნატრიუმის დაბალი დონე, ძილიანობა, გონების დაკარგვა, გახშირებული გულისცემა, ტაქიკარდია (გულისცემის გახშირება), ჰიპოგლიკემია (სისხლში შაქრის ძალიან დაბალი დონე), დიაბეტის მქონე პაციენტებში, ვასკულიტი (სისხლძარღვების ანთება), პირის ღრუს სიმშრალე, ფოტომგრძნობელობის რეაქციები (კანის მომატებული მგრძნობელობა მზეზე), ართრალგია (ტკივილები სახსრებში), მაიალგია (ტკივილები კუნთებში), ტკივილი გულმკერდის არეში, შეუძლოდ ყოფნა (ზოგადი დისკომფორტის შეგრძნება), პერიფერიული შეშუპება, ცხელება, სისხლში შარდოვანას და კრეატინინის მომატებული დონე, დაცემა.
• იშვიათი (ვითარდება 1000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში): მდგომარეობის გაუარესება ფსორიაზის დროს, ლაბორატორიული მაჩვენებლების შეცვლა: ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება, სისხლში ბილირუბინის მაღალი დონე, დაღლილობის შეგრძნება,
• ძალიან იშვიათი (ვითარდება 1000 ადამიანიდან 1-ზე ნაკლებში): ცნობიერების აღრევა, ეოზინოფილური პნევმონია (პნევმონიის იშვიათი ტიპი), რინიტი (გაგუდული ცხვირი ან ცხვირიდან გამონადენი), თირკმელების მძიმე დაავადება, სისხლის შემადგენლობის დარღვევები, როგორიც არის ლეიკოციტების და ერითროციტების რაოდენობის შემცირება, შემცირებული ჰემოგლობინი, თრომბოციტების შემცირებული რაოდენობა, სისხლში კალციუმის მაღალი დონე, ღვიძლის ფუნქციებში გადახრა.
• სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე შეფასება შეუძლებელია): ნორმიდან გადახრა ელექტროკარდიოგრამაზე (ეკგ), ზოგიერთი ლაბორატორიული პარამეტრის ცვლილება: სისხლში კალიუმის შემცველობის შემცირება, შარდმჟავას რაოდენობის მომატება და სისხლში გლუკოზის შემცველობის მომატება, ახლომხედველობა (მიოპია), არამკაფიო მხედველობა, მხედველობის დარღვევა. თუ თქვენ გაწუხებთ სისტემური წითელი მგლურა (კოლაგენური დაავადების ტიპი), თქვენი მდგომარეობა შესაძლოა გაუარესდეს. შეიძლება განვითარდეს დარღვევები სისხლის, თირკმელების, ღვიძლის, კუჭქვეშა ჯირკვლის მხრივ და ლაბორატორიული პარამეტრების (სისხლის ანალიზებში) დარღვევები. თქვენი მდგომარეობის საკონტოლოდ ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სისხლის ანალიზი. შარდის კონცენტრაციის მომატება (გამუქება), გულისრევა ან ღებინება, კუნთური სპაზმები, ცნობიერების დაბინდვა და კრუნჩხვები, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს ადჰ (ანტიდიურეზული ჰორმონის) არაადეკვატური სეკრეციით. ასეთი სიმპტომების განვითარებისას დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. შეტყობინებები გვერდითი ეფექტების შესახებ
თუ თქვენ გაგინვითარდებათ რაიმე სახის გვერდითი ეფექტები, შეატყობინეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც ჩამოთვლილი არ არის ან ჩანართში. გვერდით ეფექტებზე შეტყობინებით, თქვენ ეხმარებით ამ სამკურნალო საშუალების უსაფრთხოების პროფილზე მეტი ინფორმაციის შეგროვებას. 5. როგორ ინახება ნოლიპრელი არგინინი
ინახება ბავშვებისთვის უხილავ და მიუწვდომელ ადგილზე. Pრეპარატი ინახება არა უმეტეს 30◦ჩ ტემპერატურაზე.
შენახვის ვადა: 36 თვე არ გამოიყენოთ ნოლიპრელი არგინინი მუყაოს კოლოფზე და კონტეინერზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის მითითებისას იგულისხმება მითითებული თვის ბოლო დღე.
შეფუთვა შეინახეთ მჭიდროდ დახურული, არ დაუშვათ ნესტის მოხვედრა. არ შეიძლება წამლების ჩაგდება გამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. შეეკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ განთავისუფლდეთ წამლებისგან, რომელთა მიღებაც დასრულებულია. ეს ზომები მიმართულია გარემოს დაცვისკენ. 6. დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს ნოლიპრელი არგინინი
• აქტიური ნივთიერებები: პერინდოპრილ არგინინი და ინდაპამიდი. აპკიანი გარსით დაფარული ერთი ტაბლეტი შეიცავს 2.5მგ პერინდოპრილ არგინინს (რაც შეესაბამება 1.6975მგ პერინდოპრილს) და 0.625მგ ინდაპამიდს.
• ტაბლეტის ცენტრალურ ნაწილში შემავალი სხვა კომპონენტები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი (E470B), მალტოდექსტრინი, სილიციუმის კოლოიდური უწყლო დიოქსიდი (E551), ნატრიუმის სახამებელგლიკოლატი (A ტიპი); აპკიანი გარსი: გლიცერინი (E422), ჰიპრომელოზა (E464), მაკროგოლი 6000, მაგნიუმის სტეარატი (E470B), ტიტანის დიოქსიდი (E171). როგორ გამოიყურება ნოლიპრელი არგინინი და შეფუთვის შემცველობა
ნოლიპრელი არგინინი – თეთრი, წაგრძელებული ფორმის ტაბლეტი ორივე მხარეზე გამყოფი ხაზით. აპკიანი გარსით დაფარული ერთი ტაბლეტი შეიცავს 2.5მგ პერინდოპრილ არგინინს და 0.625მგ ინდაპამიდს.
ტაბლეტები გამოდის კონტეინერებში, რომელიც შეიცავს 30 ტაბლეტს. გაცემის პირობები:
გაიცემა ექიმის რეცეპტით. სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
Les Laboratoires Servier (le laboratuar servie)
50, rue Carnot
92284 Suresnes cedex
France (საფრანგეთი) მწარმოებელი:
Les Laboratoires Servier Industrie (le laboratuar servie industri)
905 route de Saran
45520 Gidy - France (საფრანგეთი)
ჩანართის ბოლო გადახედვის თარიღი:
ივნისი, 2018 წ.