ნოგრიპინი
საერთაშორისო დასახელება: - paracetamol, oxolamine citrate, chloropheniramine maleate
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: - გაციების დროს გამოსაყენებელი საშუალებები
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
30ც კაფსულა ერთი კაფსულა შეიცავს:
პარაცეტამოლი ------------------------- 250 მგ;
ოქსალამინის ციტრატი ------------ 100 მგ;
ქლორფენირამინის მალეატი ----- 2 მგ.
დამხმარე ნივთიერებები:
კაფსულის საღებავი: დიოქსიდის ტიტანი და ინდიგოტინი. ფარმაკოლოგიური თვისებები:
ნოგრიპინი - კომბინირებული პრეპარატია, რომელსაც გააჩნია ანალგეზიური, ხველისა და სეკრეციის საწინააღმდეგო თვისებები. ნოგრიპინი განკუთვნილია გაციების დაავადებების, სურდოს, გრიპის, ზედა სასუნთქი გზების არასპეციფიური ინფექციურ-ანთებითი დავადებების სამკურნალოდ.
პარაცეტამოლი ახდენს ანტიპირექსიულ და ანალგეზიურ მოქმედებას. აინჰიბირებს რა პროსტაგლანდინების სინთეზს აქვეითებს ტკივილის რეცეპტორების მგრძნობელობას. ანალგეზიური ეფექტი ვლინდება 30 წუთში. მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 1-2 საათში და შენარჩუნდება 3-4 საათის განვალობაში. 90 - 95% პარაცეტამოლი კონიუგირდება ღვიძლში და გამოიყოფა თირკმელებით.
ოქსალამინის ციტრატი - ხველის საწინააღმდეგო სინთეზური საშუალებაა. ახდენს ხველის საწინააღმდეგო პერიფერიულ მოქმედებას სასუნთქ გზებში აფერენტული ნერვული დაბოლოებების დაქვეითებასა და ხველის ცენტრში იმპულსების გადაცემის შემცირების გზით.
ქლორფენირამინის მალეატს ანტიჰისტამინური და ქოლინომაბლოკირებელი მოქმედება გააჩნია. ქოლინომაბლოკირებელი თვისების წყალობით ამცირებს ცხვირის შეგუბებას, აუმჯობესებს სასუნთქი გზების გამტარობას, აღმოფხვრავს ხველის გამომწვევ მიზეზებს. ზედა სასუნთქი გზების ალერგიული დაავადებების დროს იგი ახდენს სიმპტომურ მოქმედებას ჰისტამინური H1-რეცეპტორების ბლოკადის ხარჯზე. შიგნით მიღებისას კარგად შეიწოვება. მოქმედება 15-60 წუთში იწყება. მაქსიმალური კონცენტრაცია 3-6 საათში მიიღწევა. ორგანიზმიდან გამოიყოფა თირკმლებით მეტაბოლიტების სახით 24 სთ-ის განმავლობაში. ჩვენებები:
ზედა სასუნთქი გზების ინფექციური დაავადებების სიმპტომური მკურნალობა: სურდო, გრიპი, გაციებით გამოწვეული დაავადებები, რინიტები, ფარინგიტები, სინუსიტები, ბრონქიტები, ლარინგიტები. სასუნთქი გზების ალერგიული დაავადებები: ცხელება, მთელი წლის განმავლობაში ალერგიული რინიტი, ვაზომოტორული რინიტი. მიღების წესები და დოზები:
რეკომენდებული დოზა მოზრდილებისათვის 1-2 კაფსულა დღეში 3-ჯერ. 6 -12 წლის ბავსვებში : 1 კაფსულა 3-ჯერ დღეში ( 8-საათიანი ინტერვალით).
6 წლამდე ასაკის ბავშვებში რეკომენდებულია დაინიშნოს სიროფის სახით. გვერდითი მოვლენები:
ძილიანობა, მხედველობის დაბინდვა, შარდვის გაძნელება, პირის სიმშრალე, კანის ალერგიული რეაქციები, ტაქიკარდია, შუილი ყურებში, გულძმარვა, ფოტოსენსიბილიზაცია. უკუჩვენება:
პროსტატის ჰიპერპლაზია, პროსტატიტი, შარდვის გაძნელება, დახურულკუთხოვანი გლაუკომა, ბრონქული ასთმა გამწვავების პერიოდში, ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, ორსულობის I ტრიმესტრი, ლაქტაციის პერიოდი. განსაკუთრებული მითითებები:
სიფრთხილით ინიშნება ხანდაზმულებში და პაციენტებში თირკმლის უკმარისობით. 1-6 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოიყენება ექიმის დანიშნულებით, ვინაიდან ქლორფენირამინმა ბავშვებში შეიძლება პარადოქსული აგზნება გამოიწვიოს. ჭარბი დოზირება:
რეკომენდებულია კუჭის ამორეცხვა მოწამვლის აღმოჩენის ადრეულ ეტაპზე. მცირეწლოვან ბავშვებში გამოყენებული უნდა იყოს ასპირაციის საწინააღმდეგო ზომები. მიზანშეწონოლია მაგნიუმის ოქსიდის წყლიანი სუსპენზიის დანიშვნა. შემდგომში ავადმყოფის მდგომარეობის მიხედვით ტარდება შემანარჩუნებელი და სიმპტომური მკურნალობა (ვენაში - სითხეები, ჟანგბადი).
ჰიპოტენზიისას ინიშნება სისხლძარღვების შემავიწროვებელი პრეპარატები (ადრენალინის გარდა). ვინაიდან ანალეფსიური საშუალებები შეიძლება კრუნჩხვების მიზეზად მოგვევლინოს, მათი გამოყენება არ შეიძლება. ორალური N აცეტილცისტეინი პარაცეტამოლის სპეციფიური ანტიდოტია. სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
ქლორფენირამინი აძლიერებს ალკოჰოლის, ფენოთიაზინების, ტრიციკლური ანტიდეპრესანტების სედაციურ მოქმედებას ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. ატროპინი, ამანტადინი, ჰალოპერიდოლი, ფენოთიაზინები, პროკაინამიდი, ქინიდინი აძლიერებენ ქლორფენირამინის ქოლინომაბლოკირებელ მოქმედებას. მაო-ს ინჰიბიტორები აპოტენცირებენ ქლორეფენირამინის ანტიქოლინერგიულ და სედაციურ მოქმედებას. ქლორფენირამინს შეუძლია შენიღბოს ცისპლატინის, პარამომიცინის, სალიცილატებისა და ვანკომიცინის ოტოტოქსიურობა. ქრონიკული ალკოჰოლიზმით დაავადებულებში და პაციენტებში, რომლებიც იღებენ ჰეპატოტოქსიურ პრეპარატებს, პარაცეტამოლის ჰეპატოტოქსიურობის გამოვლინების რისკი შეიძლება გაიზარდოს. ღვიძლის ენზიმების ინდუქტორები (ბარბიტურატები, პირიმიდონი) პარაცეტამოლის მეტაბოლიზმის გაძლიერებით ამცირებს მის ეფექტურობას.
ზეგავლენა დიაგნოსტიკურ ტესტებზე: გლუკოზა სისხლში: ავადმყოფებში, რომლებიც იღებენ პარაცეტამოლს, სისხლში გლუკოზის განსაზღვრისას გლუკოზოოქსიდაზა/პეროქსიდაზასა და ჰექსოკინაზა/გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას მეთოდით გლუკოზის დონე შეიძლება დაბალი იყოს. სისხლის პლაზმაში შარდმჟავა: ფოსფოფუნგოსტატური მეთოდით სისხლის პლაზმაში შარდმჟავას დონე შეიძლება დაბალი იყოს. ბენტირომიდული ტესტების შედეგები არასწორია, ვინაიდან პარაცეტამოლიც და ბენტირომიდიც არილამინის მონაწილეობით მეტაბოლიზირდება, რაც ზეგავლენას ახდენს პარაამინობენზოის მჟავას დონეზე. 5-ჰიდროქსიინდოლაცეტილმჟავას დონის განსაზღვრამ შარდში
ნიტროზონაფტოლის რეაქტივის დახმარებით განსაზღვრამ შესაძლოა ცრუ-დადებითი შედეგი აჩვენოს. კანის ალერგიული ტესტების დროს ქლორფენირამინს შეუძლია ცრუ-უარყოფითი პასუხის ჩვენება. ტესტების ჩატარებამდე 72 საათით ადრე ნოგრიპინის მიღება უნდა შეწყდეს. შენახვის პირობები და ვადები:
ინახება მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი. აფთიაქში გაცემის წესი:
ურეცეპტოდ მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა:
ბიოფარმა ილაჩ სანაი ვე თიჯარეთ
თურქეთი