ნიზორალი 200მგ #10ტ
საერთაშორისო არაპატენტური დასახელება: კეტოკონაზოლი
ქიმიური ფორმულა:აცეტილ-4-4[-[[(2RS.4SR)-2-(2,4-დიქლორფენილ)-2-(1H-იმიდიზოლ-1-ილმეთილ)-1,3-დიოქსოლან-4-ილ]მეთოქსი] ფენილ] პიპერაზინი
სამკურნალწამლო ფორმა: ტაბლეტები
შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება: კეტოკონაზოლი 200 მგ
დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, ლაქტოზა, პოლივიდონი, მიკროკრისტალური ცელულოზა, სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი და მაგნიუმის სტეარატი. აღწერილობა:
თეთრი მრგვალი ბრტყელი ტაბლეტები ჩაზნექილი ნაწიბურიანი ნაჭდევით, ცალ მხარეს წარწერით "Janssen" და მეორე მხარეს K/200 წარწერით. ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკა
კეტოკონაზოლი - იმიდაზოლდიოქსოლანის სინთეტური ნაწარმია, რომელსაც ფუნგიციდური და მიკოსტატიური მოქმედება ახასიათებს დერმატოფიტების, საფუარას (Candida, Pityrosporum, Torulopsis, Cryptococcus), დიმორფული სოკოებისა და უმაღლესი სოკოების (ეუმიცეტები) წინააღმდეგ. კეტოკონაზოლის მოქმედებისადმი ნაკლებად მგრძნობიარენი არიან: Aspergillus spp., Sporothrix schenckii, ზოგიერთი Dermatiaceae, Mucor spp. და სხვა ფიკომიცეტები, Enomophthorales გარდა.
კეტოკონაზოლი სოკოებში ერგოსტეროლის ბიოსინთეზის ინჰიბირებას ახდენს, რასაც მემბრანებში ლიპიდური კომპონენტების შემადგენლობის ცვლილებისაკენ მივყავართ.
ფარმაკოკინეტიკა
კეტოკონაზოლის მაქსიმალური კონცენტრაცია 3,5 მგ/მლ პლაზმაში მიიღწევა 200მგ პრეპარატის ერთჯერადად ჭამის დროს პერორალურად მიღებიდან 1-2სთ-ის შემდეგ. პლაზმიდან გამოყოფა ორფაზიანია: პირველი 10სთ-ის განმავლობაში ნახევრადგამოყოფის პერიოდი 2 სთ შეადგენს, შემდგომი_ 8სთ. აბსორბციის შემდეგ კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან კეტოკონაზოლი მეტაბოლიზირდება ღვიძლში დიდი რაოდენობით არააქტიურ მეტაბოლიტებად. მეტაბოლიზმის მთავარ გზებს წარმოადგენს დაჟანგვა და იმიდაზოლური და პიპერაზინული რგოლების გახლეჩვა, ჟანგვითი 0-დეალკილირება და არომატული ჰიდროქსილირება. დოზის დაახლოებით 13% გამოიყოფა შარდთან ერთად, რომლისგანაც 2-დან 4%-ს შეადგენს უცვლელი სამკურნალწამლო საშუალება. პრეპარატი ძირითადად ნაღველთან ერთად გამოიყოფა კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. In vitro პლაზმის ცილებთან დაკავშირება, ძირითადად ალბუმინური ფრაქციის, 99% შეადგენს. პრეპარატის მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი აღწევს თავისა და ზურგის ტვინის სითხეს. კეტოკონაზოლი წარმოადგენს სუსტ ორფუძიან ნივთიერებას, რომელსაც გახსნისა და აბსორბციისათვის მჟავე გარემო სჭირდება. გამოყენების ჩვენებები:
• კანის, თავის თმიანი ნაწილის, ფრჩხილების ინფექციები, გამოწვეული დერმატოფიტებითა და/ან საფუარათი (დერმატოფიტია, ონიქომიკოზი, პარონიქია, გამოწვეული ჩანდიდა ჯგუფის სოკოებით, სირსველი, ქერტლი, ფოლიკულიტი, გამოწვეული Pityrosporum ჯგუფის სოკოებით, კანისა და ლორწოვანი გარსების ქრონიკული კანდიდოზი) იმ შემთხვევებში, როცა დაზიანებული უბნის დიდი ფართობის, დაზიანებული კანის მნიშვნელოვანი სიღრმის გამო არ შეიძლება ადგილობრივი მკურნალობის ჩატარება, აგრეთვე ადრე ჩატარებული ადგილობრივი მკურნალობის ეფექტის არ არსებობის გამო;
• საფუარა სოკოებით გამოწვეული კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციები;
• ქრონიკული რეციდივული ვაგინალური კანდიდოზი, როდესაც ადგილობრივ თერაპიას შედეგი არ მოჰყოლია;
• სისტემური სოკოვანი დაავადებები, მათ შორის: სისტემური კანდიდოზი, პარაკოკციდიოდომიკოზი,, ჰისტოპლაზმოზი, კოკციდიოდომიკოზი, ბლასტომიკოზი;
• პროფილაქტიკური გამოყენება იმუნიტეტდაქვეითებულ პაციენტებში (თანდაყოლილი ან დაავადებით ან მედიკამენტების მოქმედებით გამოწვეული), რადგანაც ამ შემთხვევებში სოკოვანი ინფექციების წარმოქმნის რისკი იზრდება. უკუჩვენებები:
ღვიძლის მწვავე ან ქრონიკული დაავადებები, პრეპარატისადმი დადგენილი ჰიპერმგრძნობელობა. ერთდროული მიღება ისეთ პრეპარატებთან, როგორიცაა: ტერფენადინი, ასთემიზოლი, მიზოლასტინი, ციზაპრიდი, ტრიაზოლამი, პერორალური მიდაზოლამი, დოფეტილიდი, ქინიდინი, პიმოზიდი, ფერმენტ CYP3A4 გახლეჩილი გმგ-KoA რედუქტაზას ინჰიბიტორები, როგორიცაა სიმვასტატინი და ლოვასტატინი.
გამოყენება ორსულობისას და ლაქტაციის დროს
ნიზორალი დოზით 80მგ/კგ სხეულის მასაზე გაანგარიშებით ვირთხებში სინდაქტილიას იწვევს. პრეპარატის ორსულ ქალებში გამოყენების მონაცემები არ არსებობს. ამ მიზეზით ორსულ ქალებში ნიზორალის გამოყენება არ შეიძლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მკურნალობის პოტენციურ უპირატესობებს შეუძლია გაამართლოს ნაყოფისათვის შესაძლო რისკი.
რადგანაც ნიზორალი ქალის რძეში აღწევს, ამიტომაც არ არის რეკომენდირებული ნიზორალის მიღებისას ძუძუთი კვება. დოზირება და გამოყენების წესები:
შიგნით, ჭამის დროს უკეთ შეწოვისათვის.
თერაპიული გამოყენება;
ზრდასრულები;
- კანის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სოკოვანი დაზიანება და სისტემური მიკოზები:
1 ტაბლეტი (200მგ) ერთხელ დღეში ჭამის დროს.
თუკი აღნიშნული დოზის მიღებისას მდგომარეობის გაუმჯობესება არ ხდება, მაშინ საჭიროა დოზის გაორმაგება (400მგ ერთხელ დღეში).
- ვაგინალური კანდიდოზი: 2 ტაბლეტი (400მგ) ერთხელ დღეში ჭამის დროს. ბავშვები:
- ბავშვებს სხეულის მასით 15-დან 30კგ-მდე: ½ ტაბლეტი (100მგ) ერთხელ დღეში.
- ბავშვებს 30კგ-ზე მეტი სხეულის მასით; დოზები, რომლებიც მითითებულია ზრდასრულებისათვის. მკურნალობა მოცემული სქემის მიხედვით უნდა ჩატარდეს არანაკლებ 7 დღისა ყველა სიმპტომის გაქრობის შემდეგ მანამდე, სანამ არ იქნება მიღებული მიკრობიოლოგიური გამოკვლევების უარყოფითი შედეგები.
პროფილაქტიკური გამოყენება პაციენტებში იმუნოდეფიციტით:
- ზრდასრულებში: 2 ტაბლეტი დღეში (400მგ);
- ბავშვებში: 4-8 მგ სხეულის მასაზე გადანგარიშებით დღეში. მკურნალობის საშუალო ხანგრძლივობა:
- ვაგინალური კანდიდოზი_ 5დღე;
- დერმატოფიტებით გამოწვეული კანის მიკოზები_ დაახლოებით 4 კვირა;
- სირსველი_ 10 დღე;
- კანისა და პირის ღრუს კანდიდოზი_ 2-3 კვირა;
- თავის თმიანი ნაწილის სოკოვანი დაზიანება_ 1-2თვე;
- ფრჩხილების სოკოვანი დაზიანება_ 6-12 თვე; ასევე დამოკიდებულია ფრჩხილების ზრდის სისწრაფეზე: დაზიანებული ფრჩხილი მთლიანად უნდა აღდგეს
- სისტემური კანდიდოზი_ 1-2 თვე;
- პარაკოკციდიოდომიკოზი,, ჰისტოპლაზმოზი, კოკციდიოდომიკოზი_ მკურნალობის ოპტიმალური ხანგრძლივობა_ 3-6 თვე. გვერდითი მოვლენები:
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრიდან; დისპეპსია, გულისრევა, მუცლის ტკივილი, დიარეა, "ღვიძლის" ფერმენტების დონის შექცევადი მომატება;
ნერვული სისტემის მხრიდან: იშვიათად_ თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა, პარესთეზია, სინათლის შიში,; ძალიან იშვიათად_ ქალასშიდა წნევის შექცევადი მომატება (მაგალითად, მხედველობის ნერვის დისკების შეშუპება, ყიფლიბანდის შესიება ბავშვებში);
შარდ-სასქესო სისტემის მხრიდან: იშვიათად_ შექცევადი გინეკომასტია და ოლიგოსპერმია ( პრეპარატის იმ დოზებით გამოყენებისას, რომელიც რეკომენდირებულ თერაპიულ დოზას აღემატება), დისმენორეა, ლიბიდოს შემცირება მამაკაცებში, ძალიან იშვიათ შემთხვევებში - იმპოტენცია;
სისხლწარმომქმნელი ორგანოების მხრიდან: ძალიან იშვიათ შემთხვევებში_ ტრომბოციტოპენია.
ალერგიული რეაქციები: ჭინჭრის გამონაყარი, კანზე გამონაყარი, ციება;
სხვა: ძალიან იშვიათ შემთხვევებში_ ალოპეცია.
200 მგ თერაპიული დოზის ერთხელ დღეში მიღებისას შეიძლება პლაზმაში ტესტოსტერონის კონცენტრაციის დროებითი შემცირება მოხდეს. ტესტოსტერონის დონის ნორმალიზება ნიზორალის მიღებიდან 24 სთ-ზე ნაკლებ დროში ხდება. ნიზორალის ასეთი დოზებით ხანგრძლივი მკურნალობისას ტესტოსტერონის კონცენტრაცია ჩვეულებრივ უმნიშვნელოდ განსხვავდება ანალოგიურისგან საკონტროლო ჯგუფის პაციენტებში.
აღინიშნებოდა ტოქსიკური ჰეპატიტის წარმოქმნა ( "ღვიძლის" ტრანსამინაზის აქტიურობის მომატება, ჰიპერკრეატინინემია) ნიზორალის მიღების პერიოდში, საჭიროა პრეპარატის მიღების დაუყოვნებლივ შეწყვეტა ამ მოვლენების დროს.
დოზის სიჭარბე
დოზის სიჭარბისას პირველი საათის განმავლობაში შეიძლება კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის დანიშვნა. აუცილებელია პაციენტის მდგომარეობის საგულდაგულო კონტროლი და სიმპტომატური მკურნალობა.
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
1. სამკურნალწამლო საშუალებები, რომლებიც ახდენენ გავლენას კეტოკონაზოლის მეტაბოლიზმზე: ა) კეტოკონაზოლის ბიომისაწვდომობას ამცირებენ ისეთი პრეპარატები, როგორიცაა რიფამპიცინი, რიფაბუტინი, კარბამაზეპინი, იზონიაზიდი და ფენიტოინი.
ბ) კეტოკონაზოლის ბიომისაწვდომობას ზრდიან ისეთი პრეპარატი, როგორიცაა რიტონავირი, (ამიტომაც ერთობლივად მიღებისას აუცილებელია კეტოკონაზოლის დოზის შემცირება)
2. კეტოკონაზოლის გავლენა სხვა სამკურნალწამლო საშუალებების მეტაბოლიზმზე. კეტოკონაზოლს შეუძლია ჩაახშოს მეტაბოლიზმი სამკურნალო საშუალებების, რომლებიც იხლიჩებიან ზოგიერთი ღვიძლის ფერმენტებით P450, განსაკუთრებით CYP 3A ჯგუფიდან. ამის შედეგი შეიძლება იყოს გაძლიერება ან პროლონგირება მათი მოქმედების, მათ შორის შესაძლო გვერდითი მოვლენების.
ასეთ სამკურნალო საშუალებებს წარმოადგენენ:
• პრეპარატები, რომელთა დანიშვნაც არ შეიძლება იტრაკონაზოლით მკურნალობის დროს: ტერფენადინი, ასთემიზოლი, მიზალასტინი, ციზაპრიდი, ტრიაზოლამი, მიდაზოლამის პერორალური ფორმები, დოფეტილიდი, ქინიდინი, პიმოზიდი, ფერმენტ CYP3A4 გახლეჩილი გმგ-KoA რედუქტაზას ინჰიბიტორები, როგორიცაა სიმვასტატინი და ლოვასტატინი.
• პრეპარატები, რომელთა დანიშვნის დროსაც აუცილებელია პლაზმაში მათ დონეზე, მოქმედებაზე, გვერდით მოვლენებზე კონტროლის გაწევა. მათი დოზირება აუცილებლობის შემთხვევაში კეტოკონაზოლთან ერთობლივი მიღებისას უნდა შემცირდეს:
- პერორალური ანტიკოაგულანტები;
- აივ- ინჰიბიტორები პროტეაზები, როგორიცაა ინდინავირი, საკვინავირი;
- ზოგიერთი სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატები, როგორიცაა ვარდისფერი სუროს ალკალოიდები, ბისულფანი და დოცეტაქსელი;
- ფერმენტ CYP3A4 გახლეჩილი კალციუმის არხის ბლოკატორები, როგორიცაა დიჰიდროპირიდინი და შესაძლოა ვერაპამილი;
- ზოგიერთი იმუნოსუპრესიული საშუალება: ციკლოსპორინი, ტაკროლიმუსი, სიროლიმუსი;
- სხვა პრეპარატები: დიგოქსინი, კარბამაზეპინი, ბუსპირონი, ალფენტალინი, სილდენაფილი, ალპრაზოლამი, ბროტიზოლამი, ინტრავენური მიდაზოლამი, რიფაბუტინი, მეთილპრედნიზოლონი, ტრიმეტრექსატი, ებასტინი, რებოქსეტინი. 3. სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც კუჭის წვენის მჟავიანობაზე ახდენენ გავლენას: იხ. თავი "განსაკუთრებული მითითებები". ალკოჰოლთან ერთდროული მიღებისას შეიძლება წარმოიქმნას დისულფირამ-მსგავსი რეაქცია, რომელიც ხასიათდება გაწითლებით, გამონაყარით, შეშუპებით, გულისრევითა და თავის ტკივილით.
ზეგავლენა ავტომობილის მართვაზე და ტექნიკასთან მუშაობაზე
არ ახდენს გავლენას. განსაკუთრებული მითითებები:
ნიზორალს აქვს უნარი კლინიკურად მნიშვნელოვან ურთიერთქმედებაში შევიდეს სხვა სამკურნალწამლო საშუალებებთან (იხ. თავი სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ურთიერთქმედება).
კუჭის მჟავიანობის დაქვეითება: ამ მდგომარეობაში პრეპარატის აბსორბცია უარესდება. პაციენტები, რომლებიც ანტაციდურ პრეპარატებს იღებენ (მაგ, ალუმინის ჰიდროქსიდი), მმართებთ მიიღონ არაადრეულ ნიზორალის მიღებიდან 2 საათის შემდეგ. პაციენტებმა, რომელთაც აქლორჰიდრია აქვთ (მაგ, ზოგიერთი შიდსით დაავადებული) ან პაციენტები, რომლებიც იღებდნენ სამკურნალო საშუალებებს, რაც კუჭში მარილმჟავას სეკრეციას თრგუნავდა, (მაგ, H2- ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორები ან "პროტონული ტუმბოს" ინჰიბიტორები) სასურველია ნიზორალი კოლასთან ერთად მიირონ. ზოგიერთ შემთხვევაში შეიმჩნევა ტრანსამინაზისა და ტუტე ფოსფატაზის აქტიურობის უმნიშვნელო გარდამავალი უსიმპტომო მომატება, რაც სულაც არ საჭიროებს მკურნალობის აუცილებელ შეწყვეტას, თუმცა, ასეთი პაციენტები განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყვნენ. თუ ნიზორალით მკურნალობის ხანგრძლივობა 2 კვირას აღემატება, აუცილებელია ღვიძლის ფუნქციის კონტროლი: მკურნალობის დაწყებამდე, მკურნალობიდან ორი კვირის შემდეგ შემდგომ ყოველთვიურად. ღვიძლის ფუნქციის დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მკურნალობას წყვეტენ.
ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტები, რომლებიც ნიზორალით ხანგრძლივ მკურნალობას საჭიროებენ გაეცნონ ღვიძლის დაავადების სიმპტომებს (ადვილი დაღლა, სისუსტე, სხეულის ტემპერატურის მომატება, შარდის გამუქება, განავლის გაუფერულება, სიყვითლე). ჰეპატიტის წარმოქმნის რისკი იზრდება შემდეგ შემთხვევებში: 50 წელს გადაცილებულ ქალებში, ანამნეზში ღვიძლის დაავადების არსებობისას, წამლის აუტანლობისას, ნიზორალით ხანგრძლივი მკურნალობისას, აგრეთვე ჰეპატოტოქსიური სამკურნალო საშუალებების მიღებისას.
ჰეპატიტის სიმპტომების გამოვლენისას ან თუ ღვიძლის ფუნქციური ტესტები ღვიძლის დაავადებას ადასტურებენ, მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
აუცილებელია შეფასდეს მოსალოდნელი სარგებელისა და შესაძლებელი რისკის თანაფარდობა სიცოცხლისათვის არასაშიშ შემთხვევებში, როდესაც საჭიროა ხანგრძლივი მკურნალობა.
ნიზორალის 400მგ ან მეტი დოზით გამოყენებისას აღმოჩენილ იქნა "კორტიზოლური პასუხის" დაქვეითება აკტჰ სტიმულაციის მეშვეობით. ამ მიზეზით საჭიროა თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის კონტროლი პაციენტებში, რომელთაც თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა ან მოსაზღვრე მგომარეობა აქვთ, აგრეთვე იმ პაციენტების კონტროლი, რომელთაც მნიშვნელოვანი სტრესული ზემოქმედება განიცადეს ( დიდი ქირურგიული ჩარევა, ინტენსიური მკურნალობა და სხვა) გამოშვების ფორმა:
ბლისტერში 10 ტაბლეტია. 1 ან 3 ბლისტერი ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფშია. ვარგისიანობის ვადა:
5 წელი. არ გამოიყენოთ ვადის ამოწურვის შემდეგ. შენახვის პირობები:
შენახვა 15-30 გრადუსი, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. გამოშვების პირობები:
რეცეპტით. მწარმოებელი:
იანსენ_ სილაგ ნ.ვ (ბელგია) წარმოებული
იანსენ_ სილაგ, იტალია