ნიტროგლიცერინი 0.5მგ #40ტ
ზოგადი დახასიათება:
საერთაშორისო და ქიმიური დასახელება: ნიტროგლიცერინი.1,2,3-პროპანტრიოლ ტრინიტრატ-ნიტროგლიცერინი; ძირითადი ფიზიკო-ქიმიური თვისებები:
თეთრი ფერის ან თეთრი კრემისფერი ელფერით აბები, ბრტყელი ზედაპირით, ნაჭდევით და ნაზოლით. შემადგენლობა:
ერთი აბი შეიცავს 0.0005 გრ ნიტროგლიცერინს;
დამხმარე ნივთიერებები: რძის შაქარი, კოლიდონი CL, პოლივინილ-პიროლიდონი დაბალმოლეკულური სამედიცინო, მაკროგოლო 6000. გამოშვების ფორმა. ენისქვეშა აბები. ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ვაზოდილატატორები, რომლებიც გამოიყენება კარდიოლოგიაში, ნიტროგლიცერინი. C01DA02. ფარმაკოლოგიური თვისებები:
ანტიანგინალური პრეპარატი, ხელს უწყობს გლუვ კუნთებში აზოტის ოქსიდის წარმოქმნას. პერიფერიული ვენების გაფართოვების ხარჯზე ამცირებს გულზე პრედატვირთვას. მარჯვენა წინაგულთან სისხლის მიდინების შემცირება ხელს უწყობს წნევის შემცირებას სისხლის მიმოქცევის მცირე წრეში. არტერიების გაფართოვების ხარჯზე პრეპარატი ამცირებს გულზე პოსტ-დატვირთვას. ამცირებს მიოკარდიუმის ჟანგბადის მოთხოვნილებას, რითაც აქვეითებს პრე და პოსტ-დატვირთვას. გარდა ამისა, პრეპარატი ხელს უწყობს კორონარული დინების გადანაწილებას არეში დაქვეითებული სისხლის მიმოქცევით. ავადმყოფებში გულის იშემიური დაავადებით და სტენოკარდიით ზრდის ფიზიკური დატვირთვისადმი ტოლერანტობას. ფარმაკოკინეტიკა.
სუბლინგვალური გამოყენებისას სისხლის პლაზმაში თერაპიული კონცენტრაცია მიიღწევა რამდენიმე წუთის განმავლობაში. ბიოამთვისებლობა შეადგენს 100%-ს. მეტაბოლიზდება ღვიძლში ნიტრატრედუქტაზას მონაწილეობით.
პლაზმის ცილებთან შეკავშირება შეადგენს 60%-ს. ნახევრად დაშლის პერიოდი სუბლინგვალური გამოყენების დროს - 2 წუთი. უპირატესად თირკმლებით გამოიყოფა. ჩვენებები:
- სტენოკარდიის შეტევების კუპირება;
- მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი (კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში);
- მარცხენა პარკუჭის მწვავე უკმარისობა (კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში). გამოყენების მეთოდები და დოზები:
გამოიყენება სუბლინგვალურად. მკურნალობის სქემა და დოზირება დგინდება ინდივიდუალურად, კონკრეტული კლინიკური სიტუაციის ჩვენებების გათვალისწინებით.
სტენოკარდიის შეტევების მოხსნის დროს: ტკივილის აღმოცენებისთანავე ერთ აბს მოათავსებენ ენის ქვეშ და აჩერებენ პირში მის საბოლოო გახსნამდე, გადაყლაპვის გარეშე. ჩვეულებრივად ანტიანგინალური ეფექტი 0.5-2 წუთის შემდეგ ვითარდევა. 3-5 წუთის განმავლობაში ანტიანგინალური მოქმედების არ არსებობისას, უნდა მივიღოთ კიდევ ერთი აბი. თუ თერაპიული ეფექტი 2-3 აბის მიღების შემდეგადაც არ არის, დაუყოვნებლივ უნდა მივმართოთ ექიმს. გვერდითი მოვლენები:
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: თავბრუსხევა, თავის ტკივილი, ტაქიკარდია, კანის საფარის ჰიპერემია, ცხელების შეგრძნება, არტერიული ჰიპოტენზია; იშვიათად (ჭარბი დოზირების დროს) კოლაპსი, ციანოზი.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება.
ალერგიული რეაქციები: იშვიათ შემთხვევებში - გამონაყარი კანზე, ქავილი. უკუჩვენებები:
შოკი, კოლაპსი, არტერიული ჰიპოტენზია (სისტოლური არტერიული წნევა 100 მმ ვერც.წყ. სვ.-ზე დაბალი, დიასტოლური არტერიული წნევა 60 მმ ვერც.წყ. სვ.-ზე დაბალი,) მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი მარცხენა პარკუჭის ავსების დაბალი წნევით, ჰიპერტროფიული ობსტრუქციული კარდიომიოპათია, ქალაშიდა წნევის მომატება (მათ შორის ჰემორაგიული ინსულტის დროს, ახლად გადატანილი თავის ტრავმის შემდეგ), დახურულკუთხოვანი გლაუკომა მაღალი თვალშიდა წნევით, მომატებული მგრძნობელობა ნიტრატების მიმართ, ერთდროული გამოყენება ვიაგრასთან (სილდენაფილთან). ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გულისცემა, გულისრევა და ღებინება, ჰიპოტენზია, ცხელების შეგრძნება ან შემცივნება, მომატებული ოფლიანობა, დისპნოე, ქალაშიდა წნევის მომატება (თავის ტვინის სიმტომები კრუნჩხვებისა და კომის განვითარებაც კი), მეტჰემოგლობინემია (ციანოზი და ტაქიპნოე).
მკურნალობა: ავადმყოფის ჰორიზონტალურ მდგომარეობაში გადაყვანა (ფეხები უნდა ავწიოთ თავის დონის ზემოთ), პლაზმის ჩანაცვლება, სიმპატომიმეტები, ჯანგბადი. მეტჰემოგლობინემიის ლიკვიდაციისათვის არჩევის პრეპარატად ითვლება მეთილენ ლურჯი. გამოყენების თავისებურებანი:
სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში გამოხატული ცერებრული ათეროსკლეროზით, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევების, ორთოსტატული ჰიპოტენზიებისადმი მიდრეკილების, მძიმე ანემიების დროს, ხანდაზმულებში და ასევე ჰიპოვოლემიისა და ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციების გამოხატული დარღვევების დროს. მკურნალობის მსვლელობისას არ დაიშვება ალკოჰოლის მიღება. ნიტროგლიცერინს შეუძლია ფსიქომოტორული რეაქციების დაქვეითება, რაც გასათვალისწინებელია სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან სხვა პოტენციურად სახიფათო საქმიანობების დროს.
ორსულობა და ლაქტაცია. ნიტროგლიცერინის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს დაშვებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატევა ნაყოფისათვის ან ჩვილისათვის მიყენებულ პოტენციურ საფრთხეს. ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
სხვა ვაზოდილატატორებთან, აგფ ინიჰიბიტორებთან, კალციუმის არხების ბლოკატორებთან, ბეტა-ადრენობლოკატორებთან, დიურეტიკებთან, ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან, მაო ინჰიბიტორებთან, ვიაგრასთან (სილდენაფილი), ეთანოლთან და ეთანოლ შემცველ პრეპარატებთან ერთდოული გამოყენება აძლიერებს ნიტროგლიცერინის ჰიპოტენზიურ მოქმედებას. ბეტა-ადრენოლოკატორებთან, კალციუმის არხების ბლოკატორებთან - ანტიანგინალური მოქმედების გაძლიერება, დიჰიდროერგოტამინთან - შესაძლოა პლაზმაში მისი კონცენტრაციის მომატება. ნიტროგლიცერინის გამოყენებამ ქინიდინის ან ნოვოკაინამიდის ფონზე შეიძლება გამოიწვიოს ორთოსტატული კოლაპსი. შენახვის პირობები და ვადები:
ინახება მშრალ, გრილ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. ვარგისიანობა - 2 წელი. აფთიაქიდან გაცემის პირობები:
რეცეპტის გარეშე. შეფუთვა:
40 აბი მინის ქილებში ან პოლიმერულ ქილებში. მწარმოებელი:
დსს "ტექნოლოგი".
მისამართი. 20300, ქ. უმანი, ჩერკასკის მხარე. ზალიზნიაკის ქ. 3.