ნიტიფორი სითხე 60მლ ფლ
საერთაშორისო დასახელება:
permethrin
permethrin
ათქ.კლასიფიკაციის კოდი:
P03AC04
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:P03AC04
პედიკულოზის სამკურნალო საშუალებები შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
0,5% 60 მლ ხსნარი ხსნარი: ფლაკონში 60 მლ
1 ფლ.
პერმეტრინი . . . . . . . . 300 მგ ფარმაკოლოგიური თვისებები:
ნიტიფორი წარმოადგენს 0.5%-იან წყალ-სპირტიან ხსნარს, რომელიც მოქმედი ნივთიერების სახით შეიცავს პერმეთრინს და მიეკუთვნება სინთეზურ პირეტროიდების ჯგუფს. პრეპარატი ავლენს პედიკულოციდურ მოქმედებას. იგი სპობს წილებს, ტილებს, განსაკუთრებით თავისა და ბოქვენის ტილებს.
ფარმაკოკინეტიკა
ნიტიფორის ხსნარი გამოიყენება მხოლოდ გარეგანად. იგი მოქმედებს ადგილობრივად. გამოყენებისას ნიტიფორი არ შეიწოვება და არ ხვდება სისტემურ სისხლისმიმოქცევაში. ჩვენებები:
ნიტიფორი გამოიყენება თავისა და ბოქვენის პედიკულოზის აღმოსაფხვრელად. მიღების წესები და დოზები:
ტილების დაუყოვნებლივი განადგურება:
თმების დაბანისა და გაშრობის შემდეგ თმები კარგად უნდა დასველდეს განზავებული ხსნარით, თმების ძირებში პრეპარატის შეზელვით. ამის შემდეგ თმები უნდა გაშრეს. (გაშრობის დრო დამოკიდებულია თმების სიხშირესა და სიგრძეზე). ხსნარის გაშრობის დროს პრეპარატი ავლენს ტილებისა და წილების გამანადგურებელ მოქმედებას. ამას მოსდევს თმების ჩვეულებრივი ჩამობანა და მოვლა.
გაფრთხილება:
იმ შემთხვევაში, თუ არსებობს კოლექტივში განმეორებითი გადადების საშიშროება (მაგ., სკოლაში, ბაღში და ა.შ.), მიზანშეწონილია პრეპარატის გამოყენება თმების დაბანის და გაშრობის შემდეგ თმებზე მისი დატოვება. თმებზე წასმული პრეპარატი თავის აქტივობას ინარჩუნებს დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში, და ამგვარად სპობს ტილებს და მათ შემდგომ გამრავლებას. ასეთ შემთხვევაში დამუშავება შეიძლება განმეორდეს თმების ყოველი დაბანის შემდეგ.
მოკლული წილების თმებიდან მოშორება ხდება ხშირი სავარცხლით ან სათითაოდ, ვინაიდან ისინი მაგრად არიან მიმაგრებული თმებზე ცემენტისმაგვარი მასალით.
ნიტიფორი წაისმევა გაანგარიშებით 10-60 მლ ერთ ადამიანზე თმების სიხშირისა და სიგრძის მიხედვით.
ბოქვენის ტილის გადადებისას:
ბოქვენის თმები კარგად იჟღინთება განუზავებელი პრეპარატით. ამის შემდეგ თმები უნდა გაშრეს. გაშრობის დროს, კვდება როგორც ბოქვენის ტილი, ასევე წილები. ამის შემდეგ ხდება დაბანვით პრეპარატის მოშორება. გვერდითი მოვლენები:
იშვიათად ალერგიული რეაქციები კანზე გამონაყარის სახით (ურტიკარია). უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ. განსაკუთრებული მითითებები:
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატით დამუშავების წინ აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
ნიტიფორით დამუშავება ტარდება კარგად გასანიავებელ შენობაში ან ღია ჰაერზე.
დამუშავების პროცესში არ დაიშვება პრეპარატის მოხვედრა თვალების, ცხვირის, პირის ღრუს ლორწოვან გარსებზე. პრეპარატით დამუშავებისას აუცილებელია თვალების, ხოლო ანუსის და სასქესო ორგანოების ბამბის ტამპონით დაცვა. პრეპარატის ლორწოვან გარსებზე მოხვედრის შემთხვევაში, საჭიროა მათი გამორეცხვა გამდინარე წყლით. დამუშავების შემდეგ აუცილებელია ხელების დაბანა. ჭარბი დოზირება:
უცნობია. სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
უცნობია. შენახვის პირობები და ვადები:
პრეპარატი ინახება 5-15°C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა - 3 წელი. მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა:
TEVA Pharmaceutical works CO LTD
უნგრეთი