ნიმოტას CD 100მგ #10ტ
საერთაშორისო არადაპატენტებული სახელწოდება: ნიმესულიდი გასახსნელი აბები
100მგსამკურნალო პროდუქტის ზოგადი ინფორმაცია: ნიმესულიდი-CD წარმოადგენს ნიმესულიდს დისპერსიულ ფორმაში. ის აადვილებს მიღებას და ამდენად მოსახერხებელია პაციენტისათვის. ნიმესულიდი-CD არის სულფონამიდეს კლასის არასტდეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატი. ნაჩვენებია ოსტეოართრიტის, პოსტოპერაციული ტრავმის, სპორტული დაზნიანებების, დენტალური ქირურგიის, ბურსიტის, ტენდინიტის, თრომბოფლებიტის და გინეკოლოგიური დარღვევების სამკურნალოდ. მას ასევე გააჩნია ანალგეზიური და ანტიპირეტული მოქმედება, ასევე ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. შემადგენლობა:თითოეული დისპერსიული აბი შეიცავს:
ნიმესულიდი BP --------------- 100მგ კლინიკური ფარმაკოლოგია:
ნიმესულიდი არის პროსტაგლანდინის სინთეზის სელექციური ინჰიბიტორი. გარდა ამისა, მას გააჩნია თერაპევტული ეფექტები სხვადასხვა მექანიზმების საშუალებით როგორიცაა, თრომბოციტული გამააქტივებელი ფაქტორის, სიმსივნის ნეკროზის ფაქტორის - ალფა (სნფ-ალფა), პროტეინაზის, ჰისტამინის და სხვ. ინჰიბირება. ნიმესულიდის პერორალური მიღებისას ჯანმრთელ მოხალისეებში, 2-9 მგ/ლ უმაღლესი შრატის კონცენტრაცია მიიღწევა 1-3 საათში. ნიმესულიდი სრულად აბსორბირდება პერორალური მიღების შემდეგ. საკვებთან ერთად მიღებამ შეიძლება შეამციროს ნიმესულიდის აბსორბციის სიჩქარე, მაგრამ არა მოცულობა. ის 99.0%-ით ეკვრის პლაზმის პროტეინებს. ის მეტაბოლიზდება რამდენიმე მეტაბილტად, რომლებიც ძირითადად გამოიყოფა შარდში (70%) და განავალში (20%). საშუალო თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი 1.8-4.8 ლ/სთ.) ბავშვებსა და მოხალისე ხანდაზმულებში, ნიმესულიდის ფარმაკოკინეტიკური პროფილე მნიშვნელოვნად არ იცვლება. ჩვენებები:
ნიმოტას-CD ნაჩვენებია სხვადასხვა მტკივნეული ანთებითი მდგომარეობის სამკურნალოდ მათ შორის, ოსტეოართრიტის, პოსტოპერაციული ტრავმის, სპორტული დაზნიანებების, დენტალური ქირურგიის, ბურსიტის, ტენდინიტის, თრომბოფლებიტის, ფარინგიტის და გინეკოლოგიური დარღვევების, როგორიცაა დისმენორეა სამკურნალოდ. დოზირება და მიღების წესი:
ჩვეულებრივი პერორალური დოზა მოზრდილებში შეადგენს 100მგ დღეში ორჯერ, მაქსიმუმ 200მგ. ბავშვებში გამოიყენება 1.5მგ/კგ/დღეში დოზა 3-ჯერ დღეში. უკუჩვენებები და გაფრთხილებები:
პრეპარატი უკუნაჩვენებია პრეპარატის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში. სიფრთხილის გამოჩენა არის საჭირო ჰეპატური დაავადების ან აქტიური პეპტიური წყლულის დროს. სიფრთხილე არის საჭირო, როდესაც ნიმოტას-CD გამოიყენება იმ პრეპარატებთან კომბინაციაში, რომლებიც უარყოფითად მოქმედებენ თირკმლის ჰემოდინამიკაზე. პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს:
პრეპარატი არ გამოიყენება ორსულებში. ის გამოიყოფა დედის რძეში, ამდენად ის არ გამოიყენება ლაქტაციის დროს. ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან:
ნიმოტას-CD ამცირებს ფუროსემიდისპერორალურ ბიოხელმისაწვდომობას. ის გადაადგილებს სალიცილის მჟავას. ზრდის გილბენკლამიდის ჰიპოგლიცერინულ ეფექტს. ამცირებს პლაზმის თეოფილინის დონეებს. გვერდითი ეფექტები:
პრეპარატი საერთოდ კარგად გადაიტანება. ყველაზე ხშირად ვლინდება თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ეპიგასტრიული დისტრესი, გულძმარვა, გულისრევა, დიარეა, პირღებინება და გამონაყარი კანზე. ჭარბი დოზირება:
პერორალური ნიმოტას-CD კარგად გადაიტანება დოზით 300 მგ დღეში ორჯერ. თუმცა, ნიმოტას-CD მკურნალობისას 400მგ დღეში ორჯერ იწვევს ტკივილს მუცლის არეში, ტკივილს, გულძმარვას და საჭმლის მოუნელებლობას. ასევე აღინიშნება გაზების დაგროვება. ჭარბი დოზირების მკურნალობა სიმპტომატურია და მათ საკონტროლოდ გამოიყენება დამხმარე ღონისძიებები. შეფუთვა:
ნიმოტას-CD აბები წარმოდგენილია 10 აბიან ბლისტერებში და HDPE - მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის კონტეინერებში 100&1000 აბით.