ნიდოლი გელი 2%
1.რას წარმოადგენს ნიდოლ გელი და რისთვის გამოიყენება: მოქმედი ნივთიერების სახით ნიდოლი შეიცავს ნიმესულიდს რომელიც არის არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება ტკივილგამაყუჩებელი ეფექტით. ნიდოლი გელი გამოიყენება ტკივილის სიმპტომის მოსახსნელად,რომელიც გამოწვეულია დაჭიმულობით და მყესების ანთებით.
2. რა უნდა გავითვალისწინოთ ნიდოლი გელის გამოყენებისას ნიდოლი გელი არ უნდა გამოვიყენოთ: -თუ ხართ ალერგიული ნიმესულიდის ან ნიდოლის შემადგენელი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ. -თუ ხართ ალერგიული აცეტისალიცილის მჟავას ან სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების მიმართ. -დაზიანებულ ან გაშიშვლებულ კანზე, ან ლოკალური ინფექციის არსებობისას. - სხვა კრემებთან და გელებთან ერთდროულად. ნიმესულიდი არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში. ნიდოლი გელი გამოიყენება სიფრთხილით: - ნიდოლი გელი არ გამოიყენება კანის ღია ჭრილობების შემთხვევაში. -მოერიდეთ ნიდოლის მოხვედრას თვალში და ლორწოვან გარსში. ამ შემთხვევაში დაუყოვნებილივ მოიბანეთ წყლით. - ნიდოლი გელი არ არის განკუთვნილი შიგნით მიღებისათვის. - დაუშვებელია გელით დამუშავებული კანის ნაწილის შეხვევა. - ნიდოლი გელი სიფრთხილით გამიყებნება თირკმელების და ღვიძლის უკმარისობის დროს, სისხლის მიმოქცევის მძიმე დარღვევების და Mმძიმე გულის უკმარისობის დროს. - ნიდოლი გელი სიფრთხილით გამიყებნება ჰიპერმგრძნობელობის დროს. - სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული გელებთან და კრემებთან ერთად გამოყენებისას შეიძლება განვთარდეს წვის შეგრძნება ან კანის ანთება, გამოწვეული დღის შუქით(ფოტოდერმატიტი).ფოტომგრძნობელობის თავიდან ასაცილებლად უნდა მოერიდოთ მზის სხივებს და სოლარიუმს. - ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების წარმოშობისას მიმართეთ მკურნალ ექიმს. სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედებები: ურთიერთქმედებები სხვა მედიკამენტებთან უცნობია. ორსულობა და ლაქტაცია გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. არა არის მონაცემები ნიდოლი გელის გამოყენებისას ორსულობის და ლაქტაციის დროს. მიუხედავად ამისა ნიდოლი გელი არ გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს მკურნალ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. ზემოქმედება მექანიზმების მართვაზე: არ არის ცნობილი ნიდოლი გელის ზემოქმედება ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვაზე.
საჭირო ინფორმაცია ნიდოლი გელის ზოგიერთ კომპონენტზე: ნიდოლი გელი შეიცავს პროპილენგლიკოლს რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება.
3.როგორ გამოვიყენოთ ნიდოლი გელი: ნიდოლი გელი ყოველთვის გამოიყენება ექიმის დანიშნულებით. მოზრდილები ნიდოლი გელი დააქვთ დაზიანებულ კანზე 2-3ჯერ დღეში. გელის რაოდენობა დამოკიდებულია დაზიანებულ კანის ფართობზე. გელი შეეზილება გაქრობამდე. ბავშვები 12 წლამდე. ნიმესულიდი არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში. ნიდოლი გელის გამოყენების შემდეგ დაიბანეთ ხელები.
თუ იყენებთ საჭიროზე მეტი რაოდენობის ნიდოლ გელს: ნიდოლი გელის დიდი დოზა, რომელიც დაიტანება კანზე არ იწვწვს რაიმე სახის გართულებას. თუ ნიდოლი გელი მოხვდა პირის ლორწოვან გარსში დაუყოვნებილივ მოიბანეთ წყლით და გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.
თუ დაგავიწყდათ ნიდოლი გელის გამოყენება: თუ დაგავიწყდათ ნიდოლი გელის გამოყენება გამოიყენეთ რეკომენდირებული დოზა, როგორც კი გაიხსენებთ ამის შესახებ, თუ არ დამდგარა შემდეგი დოზირების დრო. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის სანაცვლოდ.
4.სარწმუნო გვერდითი მოვლენები: სხვა საშუალებების მსგავსად ნიდოლი გელმა კანის მხრივ შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი გვერდითი მოვლენები:ქავილი, კანის შეწითლება(ერითრემა). თუ გვერდითი მოვლენები იწვევს თქვენს მოუსვენრობას ან აღმოაჩინეთ გვერდითი მოვლენები რომელიც მითითებული არ არის ინსტრუქციაში ამ შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
5. როგორ ინახება ნიდოლი გელი: ინახება მშრალ, გრილ , ბავშვებისთვი მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე. დაუშვებელია ნიდოლი გელის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის ამოწურვის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა იწურება მითითებული თვის ბოლო დღეს. არ გადააგდოთ პრეპარატი გამდინარე წყალში ან სახლის ნაგავში. კითხეტ თქვენს ფარმაცევტს თუ როგორ უნდა მოვიცილოთ არასაჭირო პრეპარატი. ეს ქმედებები განკუთვნილია ბუნების დაცვისათვის.
6. დამატებითი ინფორმაცია: რას შეიცავს ნიდოლი გელი - აქტიური ნივთიერება- ნიმესულიდი დამხმარე ნივთიერება: პროპილენ გლიკოლი, ტრიეთანოლამინი, კარბომერი,პოლიეთილენგლიკოლი,მეთილპარაბენი, პროპილპარაბენი, ტრილონ ბ , გასუფთავებული წყალი.
შეფუთვის შემცველობა: ნიდოლი გელი მოყვითალო-მოთეთრო ფერის ტუბში 30გ-ის ოდენობით.
საწარმოო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი: საწარმოო ლიცენზიის მფლობელი: ევროდრაგ ლაბორატორიეს ს.ა ტერნატ,ბელგია. მწარმოებელი: პოლიფარმ კო შპს სამუტპრაკან, ტაილანდი.