newhospitals

ნიახურის თესლის კაფსულები

ნიახურის თესლის კაფსულები
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
2979ნახვა
აღწერა

ტრადიციული მცენარეული სამკურნალო საშუალება რევმატიული ტკივილების შესამსუბუქებლად.

 

დამატებითი ინფორმაცია


გამოყენება

მხოლოდ პერორალური გამოყენებისათვის.

ზრდასრულები დ ხანში შესულები: 1 კაფსულა 3-ჯერ დღეში. გადაყლაპეთ მთლიანი კაფსულა წყალთან ერთად.

 

შემადგენლობა

თითო მყარი კაფსულა შეიცავს ნიახურის თესლის (Apium graveolens L.) 112მგ ექსტრაქტს (მშრალი ექსტრაქტის სახით) (ნიახურის თესლის 449მგ-674მგ ექვივალენტი). საექსტრაქციო ხსნარი: ეთანოლი 50% მოცულობითი შეფარდება.

 

სარეკომენდაციო ინფორმაცია

გამოყენების ხანგრძლივობა: თუ პროდუქტის გამოყენებიდან 4 კვირის შემდეგ მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, ხოლო სიმპთომები გაუარესდა ან გამოვლინდა ანოტაციაში ჩამოთვლილი რომელიმე გვერდითი ეფექტი ან სხვა უცნობი გვერდითი ეფექტები, მიმართეთ მედიცინის კვალიფიციურ მუშაკს ან ექიმს.

არ გადააჭარბოთ მითითებულ დოზას.

 

არ მიიღოთ ეს პროდუქტი თუ თქვენ

- ხართ 18 წლამდე ასაკის პირი

- ხართ ფეხმძიმედ ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს

- გაქვთ ალერგია პროდუქტში შემავალ რომელიმე ინგრედიენტზე.

- გაქვთ ალერგია გარკვეულ მცენარეებსა და მათ სახეობებზე, სტაფილოს, მამულას, არყისა და ბაბუაწვერას ჩათვლით.

 

მიმართეთ ექიმს ან მედიცინის კვალიფიციურ მუშაკს, თუ თქვენ

- გაწუხებთ სახსრების ტკივილი მათი თანმდევი შესიებითა და შეწითლებით ან გაქვთ სიცხე.

- გაქვთ კანის მგრძნობელობა მზის სხივების მიმართ, განსაკუთრებით ღია კანის ფერის მქონე ადამიანებში.

 

პროდუქტის გამოყენებამდე საგულდაგულოდ წაიკითხეთ ანოტაცია.

 

ინფორმაცია კვებითი ღირებულების შესახებ

თითო მყარი კაფსულა შეიცავს

ნიახურის თესლის 112მგ ექსტრატს (მშრალი ექსტრაქტის სახით)

 

 

 

 

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.