newhospitals

ნეუროლექსი (ვიტB1+B6)1მლ #5ა

ნეუროლექსი (ვიტB1+B6)1მლ #5ა
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
9783ნახვა

აქტიური ნივთიერებები შეიცავს:

თიამინის ჰიდროქლორიდს (ვიტამინი B1)
პირიდოქსინის ჰიდროქლორიდს (ვიტამინი B6)

 

შემადგენლობა:
1 ამპულა E ნევროლექსის 1 მლ საინექციო სითხე შეიცავს 100 მგ თიამინის ჰიდროქლორიდს (ვიტამინი B1) და 100 მგ პირიდოქსინის ჰიდროქლორიდს (ვიტამინი B6)

 

დამხმარე ნივთიერებები:
ნატრიუმის ქლორიდი: საინექციო წყალი

 

გამოშვების ფორმა და შემცველობა:
საინექციო ხსნარი
ერთი შეკვრა შეიცავს შეფუთვაზე აღნიშნული რაოდენობის ამპულებს.

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ვიტამინური პრეპარატი ნევროლოგიური დაავადებებისათვის.

 

ჩვენება:
გამოიყენება ნევროლოგიური სისტემური დაავადებების დროს, რომლებიც გამოწვეულია B1 და B6 ვიტამინების ნაკლებობით..
მითითება:
ნევროლექსი ამპულა გათვალისწინებულია მკურნალობის საწყისი ეტაპისთვის . ასევე იმ პაციენტებისთვის , რომლებიც ორალურ პრეპარატებს ნაკლებად ან საერთოდ არ იყენებენ.

 

უკუჩვენება:
ნევროლექსი ამპულა არ გამოიყენება თიამინის ჰიდროქლორიდის (ვიტამინი B1), ასევე პირიდოქსინის ჰიდროქლორიდის (ვიტამინი B6) ან ნევროლექსის შემადგენლობაში შემავალი სხვა ნივთიერებების მიმართ ალერგიის შემთხვევაში.

 

ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდი:
არ აღინიშნება თვისებები , რომელიც ნაყოფის დაზიანებას იწვევს. მოცემული დოზირებით
მათი გამოყენება არ ქმნის საფრთხეს ძუძუთი კვების პერიოდშიც.

 

მითითებები და გაფრთხილებები გამოყენების შესახებ:
დეპრესიული და შოკური მდგომარეობა ვიტამინი B ინექციის შემდეგ ძალზე იშვიათად ვითარდება , მაგრამ შესაძლებელია.
ჰაერის უკმარისობის, გულის არითმიის, წყლულებისა გაჩენისა და სისხლმიმოქცევის დარღვევის დროს საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

ახალშობილებში და ბუნებრივ კვებაზე მყოფ ბავშვებში შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი სედაცია
(მოთენთილობა) , ჰიპერტონია და რესპირაციული მოშლილობა.

 

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:
ვიტამინი B1 ინაქტივირდება 5-ფტორურაცილთან ერთად მიღებისას.
შარდმდენი საშუალების - ფუროსემიდის ხანგრძლივი გამოყენება იწვევს ვიტამინი B1 ნაკლებობას, მისი შარდთან ერთად გამოყოფის გამო.
ე. წ. პირიდოქსინანტაგონისტების (პრეპარატები, რომლებიც ვიტამინ B6 - ის აქტივობას თრგუნავენ) მაგ: ჰიდრალაზინი, იზონიაზიდი, ციკლოსერინი, D- პენიცილამინი)
ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გაზარდოს მოთხოვნილება ვიტამინ B6 - ის მიმართ.
ვიტამინი B6 ამცირებს L-დოფას მოქმედებას.
ნეუროლექსი ამპულა შეუთავსებადია სულფატის შემცველ საინექციო და საინფუზიო ხსნარებთან (იშლება ვიტამინი B6)

 

დოზირება და მიღების წესი:
მოზრდილებში გამოიყენება 1 ამპულა ნევროლექსი Dდღეში ერთხელ. ინექცია კეთდება კუნთებში ან კანქვეშ. ნევროლექსი ამპულის გამოყენების ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სახეზე და მისი გამოყენების ვადა ისაზღვრება ექიმის მიერ.

შეცდომით გამოყენება ან დოზის გადაჭარბება:
ნეუროლექსი ამპულის დიდი დოზით მიღების შემთხვევაში პრეპარატის მიღება წყდება, სხვა პროცედურები საჭირო არ არის.

გვერდითი მოვლენები:
იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები, გამონაყარი კანზე და შოკური მდგომარეობა.

ახალშობილებში და ბუნებრივ კვებაზე მყოფ ბავშვებში შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი სედაცია
(მოთენთილობა) , ჰიპერტონია და რესპირაციული მოშლილობა.

 

ვარგისიანობა:
ვარგისიანობის ვადა აღნიშნულია შეფუთვაზე და ასევე ამპულებზე. არ გამოიყენოთ
პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

 

შენახვის პირობები:
ინახება სინათლისგან დაცულ, გრილ ადგილას. ნუ შეინახავთ 25 ° C-ზე მაღალ ტემპერატურაზე.
პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

 

გაცემის წესი:
რეცეპტით

 

მწარმოებლის სახელწოდება/მისამართი თანამწარმოებელი საწარმო:
ხეფაზაარი შ.პ.ს. როზენ ფარმა
შ.პ.ს. ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხანა კირკელერის ქ.41
მიულის ქ. 50 66440 ბლიესკასტელი
66386 ინგბერგი
ტელ:068 94/971-0
ფაქსი:068 94/971-199

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.