ნერმო #30კაფს
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სედატიური პრეპარატები
ქვეყანა: საქართველო
მწარმოებელი: ავერსი-რაციონალი
ჯენერიკი: Valerian+Melissa+Mentha piperita*
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
ზოგადი დახასიათება:
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: კატაბალახა, პიტნა, ბარამბო;
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: გაუმჭვირვალე მყარი ბორდოსფერი ჟელატინის კაფსულები, შევსებული მოყვითალო-ყავისფერი კრისტალური ფხვნილით;
შემადგენლობა:
1 კაფსულა შეიცავს:
კატაბალახას მშრალ ექსტრაქტს - 125 მგ;
პიტნის ზეთს - 25 მგ;
ბარამბოს მშრალ ექსტრაქტს - 25 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, პოვიდონი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, გასუფთავებული ტალკი, მაგნიუმის სტეარატი.
კაფსულის გარსის შემადგენლობა: ჟელატინი, გასუფთავებული წყალი, მეთილჰიდროქსიბენზოატი, პროპილჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, საღებავები: Carmoisine (E 122), Ponceau 4R (E 124), ტიტანის დიოქსიდი (E 171).
გამოშვების ფორმა:
კაფსულები.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ნერვული სისტემის დაავადების სამკურნალო პრეპარატები. საძილე და სედაციური საშუალება.
ათქ-კოდი: N05CM.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ქალმი კომბინირებული პრეპარატია, რომელსაც გააჩნია სედაციური მოქმედება. მის შემადგენლობაში შედის სამი კომპონენტი: კატაბალახას ექსტრაქტი, პიტნის ზეთი, ბარამბოს ექსტრაქტი.
კატაბალახას ექსტრაქტს გააჩნია სედაციური თვისებები, ამცირებს დაძაბულობას და გაღიზიანებადობას ფსიქიკური გადაღლილობის და ნევრასთენიის დროს. უძილობისას აღადგენს ნორმალურ ძილს. ასევე გააჩნია სპაზმოლიზური და ნაღვლმდენი მოქმედება, აფართოებს კორონარულ სისხლძარღვებს.
ეთერზეთების წყალობით, ბარამბოს ექსტრაქტს გააჩნია სპეციფიკური, სასიამოვნო სუნი და გემო. ბარამბოს ეთერზეთები ხსნიან ტკივილსა და კრუნჩხვებს. სწორედ ამ თვისების გამო, ფართოდ გამოიყენება როგორც სპაზმოლიზური და ტკივილგამაყუჩებელი საშუალება. ბარამბოს ეთერზეთებს ასევე გააჩნიათ დამამშვიდებელი მოქმედება, ხელს უწყობენ მადის მომატებას უმადობის მქონე ნევრასთენიულ პაციენტებში.
პიტნის ზეთს გააჩნია სპაზმოლიზური მოქმედება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გლუვ კუნთებზე, ასევე გააჩნია ნაღვლმდენი მოქმედება. ეფექტურია უძილობის დროს.
ფარმაკოკინეტიკა:
ვალერიანის ექსტრაქტის პერორალურად მიღების შემდეგ მისი აქტიური მეტაბოლიტის მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში მიიღწევა 1-2 სთ-ის შემდეგ. მისი ნახევარგამოყოფის პერიოდი – 1.1±0.6 სთ.±მრავალჯერადი მიღებისას მისი ფარმაკოკინეტიკა არ იცვლება.
პიტნის ზეთი შედარებით სწრაფად შეიწოვება პერორალურად მიღების შემდეგ და გამოიყოფა ძირითადად ნაღველთან ერთად.
ბარამბოს ექსტრაქტი სრულად შეიწოვება პერორალურად მიღების შემდეგ. მისი აქტიური მეტაბოლიტები გამოიყოფა ძირითადად ნაღველთან და შარდთან ერთად.
ჩვენება:
როგორც დამამშვიდებელი საშუალება, ქალმი ინიშნება შემდეგი მდგომარეობების დროს:
- მომატებული ნერვული აგზნებადობა;
- ნერვული გადაძაბვა;
- გაღიზიანებადობა;
- შფოთვა, დეპრესია;
- ძილის დარღვევები, უძილობა.
მიღების წესი და დოზირება:
მოზრდილებში და 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებში ინიშნება 1-2 კაფსულა 2-3 _ ჯერ დღეში. უძილობის დროს პრეპარატის დოზა შეადგენს 1-2 კაფსულას ძილის წინ 1-2 სთ-ით ადრე.
გვერდითი მოვლენები:
იშვიათად: ალერგიული რეაქციები, სისუსტე.
ხანგრძლივი გამოყენებისას: ყაბზობა.
იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
უკუჩვენება:
- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
- 12 წლამდე ასაკი.
ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება:
ერთდროული გამოყენებისას ქალმი აძლიერებს ისეთი პრეპარატების მოქმედებას, რომლებიც ახდენენ დამთრგუნველ ზემოქმედებას ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.
ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: გულისრევა, თავბრუ, მოჭერის შეგრძნება გულმკერდის არეში, სპასტიური ტკივილები მუცლის არეში, გუგების გაფართოება.
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, საჭიროების შემთხვევაში – სიმპტომური თერაპია.
ორსულობა და ლაქტაცია:
პრეპარატის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში შეიძლება ექიმის დანიშნულებით და მეთვალყურეობით.
განსაკუთრებული მითითებები:
ქალმის გამოყენების ხანგრძლივობა არ არის შეზღუდული. პრეპარატის მოხსნის შემდეგ აბსტინენციის სინდრომი არ ვითარდება.
პრეპარატი გამოიყენება ძილის დარღვევების და ნერვული აღგზნების მსუბუქი ფორმების დროს.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
მკურნალობის პერიოდში საჭიროა სიფრთხილის დაცვა ავტოტრანსპორტის მართვისას და სხვა პოტენციურად საშიში საქმიანობის დროს, რაც მოითხოვს ყურადღების კონცენტრაციას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.
შეფუთვა:
10 კაფსულა ბლისტერში, 3 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები:
ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.
ვარგისობის ვადა:
2 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
აფთიაქიდან გაცემის პირობა:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III – გამოიყენება ექიმის დანიშნულების გარეშე.
მწარმოებელი:
შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).
მისამართი:
საქართველო 0198, თბილისი,
ჭირნახულის ქ. 14.
www.aversi.ge