ნეოტროპი 400მგ #20ტ
შემადგენლობა:
ერთი ტაბლეტი შეიცავს:პირაცეტამი 400მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ლაქტოზის მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, K30 პოვიდონი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი. ფარმაკოლოგიური თვისებები:
ნეოტროპი წარმოადგენს ნოოტროპულ საშუალებას, რომელიც დადებით გავლენას ახდენს ტვინში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესებზე. ის ზრდის ტვინის ქსოვილში ატფ-ის კონცენტრაციას, აძლიერებს რიბონუკლეინის მჟავისა და ფოსფოლიპიდების სინთეზს, ასტიმულირებს გლიკოლიზურ ფუნქციას, ზრდის გლუკოზის მოხმარებას. ნეოტროპი აუმჯობესებს ტვინის ინტეგრაციულ ფუნქციას, მეხსიერებას, იცავს ტვინს ჰიპოქსიისაგან და აადვილებს სწავლის პროცესს. ნეოტროპი აუმჯობესებს ნახევარსფეროთა შორის კავშირს და სინაფსურ გადაცემას ნეოკორტიკალურ სტრუქტურებში, აღადგენს და ასტაბილურებს ცერებრულ ფუნქციებს, გონებას, მეხსიერებას და მეტყველებას, გონებრივ შრომისუნარიანობას, აუმჯობესებს ტვინში სისხლის მიმოქცევას. ნეოტროპი კარგად შეიწოვება პერორალური მიღებისას. ორგანიზმში მოხვედრისას სწრაფად აღწევს სხვადასხვა ორგანოებში, მათ შორის ტვინში. პრაქტიკულად არ განიცდის მეტაბოლიზმს. გამოიყოფა თირკმელების მეშვეობით. ჩვენებები:
ნეოტროპი გამოიყენება ფსიქიატრიულ, ნევროლოგიურ და ნარკოლოგიურ პრაქტიკაში.
ნევროლოგიურ პრაქტიკაში ნეოტროპი გამოიყენება ძირითადად თავის ტვინის სისხლძარღვოვანი დაავადებების დროს (ათეროსკლეროზი, ჰიპერტონია, სისხლძარღვოვანი უკმარისობით გამოწვეული პარკინსონის დაავადება) ქრონიკული ცერებრო-ვასკულარული უკმარისობის მოვლენებისას. მეხსიერების, ყურადღების, მეტყველების დარღვევისას, თავბრუსხვევისას და თავის ტკივილისას; ტრავმით ან ინტოქსიკაციით გამოწვეული კომატოზური და სუბკომატოზური ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვეეისას, აგრეთვე რეაბილიტაციის პერიოდში პაციენტთა ფსიქიური და ფიზიკური აქტიურობის აღსადგენად. ნეოტროპი აგრეთვე გამოიყენება დაავადებებში რომელსაც თან ახლავს ინტელექტუალურ-აღქმითი, ემოციური და ნებისყოფის სფეროების დაქვეითება. ფსიქიატრიულ პრაქტიკაში ნეოტროპი გამოიყენება სხვადასხვა გენეზის ნევროტულ-დეპრესიული მდგომაორებების დროს, ადინამიის, ასთენიური და სენესტო-იპოქონდრიული დარღვევების, იდიომოტორული დაქვეითების, მდუნე-აპათიური დეფექტური მდგომარეობისას, სენილური და ატროფიული პროცესებისას, "ორგანულ ნიადაგზე მიმდინარე" ფსიქიური დაავადებების კომპლექსური თერაპიისას. გარდა მაგისა, ნეოტროპი გამოიყენება როგორც დამხმარე საშუალება ანტიდეპრესანტებისადმი მედეგი დეპრესიული დაავადებების მკურნალობისას ნეიროლეპტიკური და სხვა ფსიქოტროპული საშუალებების მიერ გამოწვეული სომატო-ვეგეტატიური, ნევროლოგიური და ფსიქიური გართულებებისას. ნეოტროპი გამოიყენება ეპილეფსიის დროს, როგორც დამხმარე საშუალება. ნარკოლოგიურ პრაქტიკაში ნეოტროპი გამოიყენება აბსტინეტური, პრე- და დელირიოზული მდგომარეობის კუპირებისას ალკოჰოლიზმის და ნარკომანიის დროს. აგრეთვე ალკოჰოლით, მორფინით, ბარბიტურატებით, ფენამინით მწვავე მოწამვლისას. გარდა ამისა ქრონიკული ალკოჰოლიზმის მკურნალობისას, ფსიქიური ფუნქციის მდგრადი დაქვეითების დროს (ასთენია, ინტელექტუალურ-აღქმითი დარღვევები და ა. შ.) გამოყენების ჩვენება ბავშვებში:
სწავლის პროცესის გაუმჯობესება და მუცლადყოფნის პერიოდის ინფექციებით, ჰიპოქსიით, სამშობიარო ტრავმით, გამოწვეული ტვინის პერინატალური დაზიანების აღდგენა. ოლიგოფრენიის, გონებრივი ჩამორჩენისას და ბავშვთა ცერებრული დამბლის დროს. წინააღმდეგ ჩვენებები:
პრეპარატის მიმართ ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა; თირკმლის მწვავე უკმარისობა, შფოთვითი (აჟიტირებული) დეპრესია, ხანტინგტონის დაავედება, 1 წლამდე ასაკი, ორსულობა და ლაქტაცია. გვერდითი მოვლენები:
ნეოტროპის გამოყენებისას შესაძლოა მომატებული აღზნებადობა, გაღიზიანება, ძილის დარღვევა, თავის ტკივილი, დისპეპსია, მომატებული აქტიურობა, სექსუალური აღზნება, ხანდაზმულ პაციენტებში იშვიათად აღინიშნება კორონარული უკმარისობის გამწვავება. ამ შემთხვებში აუცილებელია დოზის შემცირება ან პრეპარატის მიღების შეწყვეტა.
ნეოტროპის მიღებისას დაიცავით სიფრთხილე მექნიზმებთან მუშაობისას. სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ურთიერთქმედება:
ნეოტროპისა და ცენტრალური ნერვული სისტემის მასტიმულირებელი საშუალებების ერთდროული გამოყენება აძლიერებს ამ უკანასკნელთა ეფექტებს, ნეიროლეპტიურ პრეპარატებთან ერთად კი მათ ცენტრალურ მოქმედებას (ტრემორი, შფოთვა და ა. შ.) ნეოტროპი აძლიერებს პერორალური ანტიკოაგულანტების მოქმედებას. გამოყენების წესი და დოზები:
მოზრდილებში:
ქრონიკული მდგომერეობების სამკურნალოდ ნეოტროპის დღე-ღამური დოზა როგოც წესი შეადგენს 1,2 გრამს (400მგ დღე-ღამეში სამჯერ) თავდაპირველად და იზრდება 2.4 გრამამდე, შესაძლოა 3,2 დაინიშნოს გრამი და მეტი. თერაპიული ეფექტი აღინიშნება, როგორც წესი მკურნალობის დაწყებიდან 2-3 კვირაში. შემდგომში ხდება დოზის დაკლება 1,2-1.6 გრამამდე (400მგ დღეღამეში 3-4 ჯერ). მკურნალობის კურსი გრძელდება 2-3 კვირიდან 2-6 თვემდე. საჭიროების შემთხვევაში მკურნალობის კურსს იმეორებენ. ნეოტროპით მკურნალობას შესაძლოა თან ახლდეს ფსიქოტროპული, გულსისხლძარღვთა სისტემაზე მოქმედი და სხვა პრეპარატებით მკურნალობა.
ბავშვებში:
ნეოტროპი ინიშნება 50მგ/კგ დოზით დღეში სამჯერ. უსაფრთხოების ზომები:
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე ქარხნულ შეფუთვაში. ნუ გამოიყენებთ შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. ნუ გადაამეტებთ რეკომენდირებულ დღიურ დოზას. შენახვის ვადა
3 წელი. გაცემის წესი
ექიმის რეცეპტით. გამოშვების ფორმა:
შეფუთვა შეიცავს 2 ბლისტერს, თითოში 10 ტაბლეტი. მწარმოებელი:
SC FABIOL S.A., Romania
სც ფაბიოლ ს.ა., რუმინეთი