ნეოსპირინი+ვიტ C #10ტ

ნეოსპირინი+ვიტ C #10ტ
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
1845ნახვა
ერთი ტაბლეტის შემადგენლობა:
აცეტილსალიცილმჟავა - 400 მგ;
ასკორბინის მჟავა - 240 მგ;
ფორთოხლის არომატიზატორი - 30 მგ;

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, ლაქტოზა, ლიმონმჟავა, ნატრიუმის ბენზოატი, სვიტლი, პეგი - საჭირო რაოდენობა 2,0გ მასის ტაბლეტის მისაღებად.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
აცეტილსალიცილის მჟავა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა, აქვს ანალგეტიკური, სიცხის დამწევი მოქმედება. ასკორბინის მჟავას აქვს ანტიოქსიდანტური, ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. აძლიერებს ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს ინფექციური დაავადებების მიმართ.

ჩვენება:
გრიპი, მწვავე რესპირატორული და სხვა ცხელებით მიმდინარე დაავადებები (ტემპერატურისა და ტკივილის მოსახსნელად, ორგანიზმის სტატუსის გასაძლიერებლად).

გვერდითი მოვლენები:
იშვიათ შემთხვევაში აღინიშნება ჰიპერერგული რეაქციები (ბრონქოსპაზმი, კანის რეაქციები). ძალიან იშვიათ შემთხვევებში - კუჭ_ნაწლავის მხრიდან სისხლდენები, სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია).

უკუჩვენება:
ალერგიული რეაქციები, ფეხმძიმობის ბოლო ტრიმესტრი, ლაქტაცია, კუჭის და თორმეტგოჯას ქრონიკული დაავადებები, სისხლდენისადმი მომეტებული მიდრეკილება, ანტიკოაგულანტებთან ერთდროული დანიშვნა.

შენიშვნა:
პრეპარატი არ ინიშნება ბავშვებში და 15 წლამდე ასაკის მოზარდებში.
"ნეოსპირინი+C"_ს ტაბლეტების გამოყენება არ შეიძლება ბავშვებში რეის სინდრომის განვითარების საშიშროების გამო.

მიღების წესი და დოზირება:
შუშხუნა ტაბლეტი მიღების წინ უნდა გაიხსნას 100მლ თბილ წყალში.
მოზრდილებში რეკომენდებული დოზაა: პერორალურად 1-2 ტაბლეტი 3_ჯერ დღეში. მოზარდებში 15 წლიდან: 3/4-1 ტაბლეტი 3_ჯერ დღეში.

გამოშვების ფორმა:
10 შუშხუნა ტაბლეტი პოლიმერული მასალისგან დამზადებულ ტუბში მჭიდროდ მორგებული თავსახურით. ტუბზე ეკვრება ეტიკეტი და თავსდება მუყაოს კოლოფში ინსტრუქციასთან ერთად.

ვარგისიანობის ვადა:
3 წელი.

შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, გრილ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

გაცემის წესი:
ურეცეპტოდ.

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.