newhospitals

ნეოსილი 100მგ #20ტ

ნეოსილი 100მგ #20ტ
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
3740ნახვა
შემადგენლობა:
ნეოსილის ერთი ტაბლეტი შეიცავს 100მგ ნიმესულიდს.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ნეოსილი არის ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალება სულფონანილიდების ჯგუფიდან. ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი მოქმედება, რაც გამოწვეულია ფერმენტ ციკლოოქსიგენაზა-2-ის შერჩევითი კონკურენტული ინჰიბირებით, რომელიც თრგუნავს პროსტაგლანდინების - შეშუპების, ანთების და ტკივილის მედიატორების სინთეზს. გარდა ამისა, პრეპარატი თრგუნავს ხრტილოვანი ქსოვილის დამშლელი ფერმენტების (კოლაგენაზა, სტრომელიზინი, ელასტაზა) სინთეზს, რითაც აფერხებს ხრტილოვანი ქსოვილის დაზიანებას და ხელს უწყობს მისი სინთეზის რეგულირებას.
შიგნით მიღების შემდეგ ნიმესულიდი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. საკვების მიღება ამცირებს აბსორბციის სიჩქარეს შეწოვის ხარისხის შეუცვლელად. სისხლის პლაზმაში ნიმესულიდის მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა მიღებიდან 1,5-2,5 სთ-ის შემდეგ, ხოლო მისი მოქმედება გრძელდება დაახლოებით 6 საათის მანძილზე. ნიმესულიდის 99% უკავშირდება პლაზმის ცილებს, აქტიურად მეტაბოლიზირდება ღვიძლში, მეტაბოლიტების 80% გამოიდევნება შარდის მეშვეობით, ხოლო 20% - ფეკალურ მასებთან ერთად.

ჩვენება:
> სახსრებისა და კუნთების დაავადებების დროს (სხვადასხვა გენეზის ოსტეოართრიტები, მათ შორის რევმატოიდული ართრიტი, ოსტეოართროზი, მაანკილოზებელი სპონდილიტი, ბურსიტი, ტენდენიტი);
> ტკივილების შესამსუბუქებლად პოსტოპერაციულ და პოსტტრავმულ პერიოდში, ოსტეოართრიტის, დაჭიმვისა და ღრძობის დროს განვითარებული ტკივილისა და ანთების სამკურნალოდ (ართრალგია, მიალგია);
> ინფექციურ-ანთებითი დაავადებებისას ოტოლარინგოლოგიაში;
> კბილის, თავის ტკივილისა და დისმენორეის (მტკივნეული მენსტრუაციის დროს).
> ცხელებით მიმდინარე დაავადებებისას (კომბინირებულ თერაპიაში ჩართვის სახით);

უკუჩვენება:
> ნიმესულიდისა და პრეპარატის სხვა კომპონენტებისადმი მაღალი მგრძნობელობა.
> აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებებისადმი მაღალი მგრძნობელობა.
> კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში.
> ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციის ზომიერი ან გამოხატული დარღვევები.
> ორსულობა.
> ლაქტაცია.
> ბავშვებში 12 წლამდე.

უსაფრთხოების ზომები:
ნეოსილი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში სისხლის შემადედებელი სისტემის დარღვევით და კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადებებით, ასევე პაციენტებში, რომლებიც იღებენ ანტიკოაგულანტებს ან ანტიაგრეგანტებს.
თირკმელების დარღვეული ფუნქციის მქონე ავადმყოფებში საჭიროა ნიმესულიდის დოზა შემცირდეს გორგლოვანი ფილტრაციის მაჩვენებლის გათვალისწინებით.
პრეპარატმა შესაძლოა ქსოვილებში სითხის შეკავება გამოიწვიოს, ამიტომ პაციენტებში გულის უკმარისობით ნიმესულიდის დანიშვნა სიფრთხილით უნდა მოხდეს.
ნეოსილი სიფრთხილით ინიშნება ხანდაზმულ პაციენტებში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გამოხატულია ასაკობრივი სისუსტე.
სიფრთხილის დაცვაა საჭირო ნეოსილისა და ანტიკოაგულანტების, დიურეზული საშუალებების, ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების, ჰიპოგლიკემიური პრეპარატების, დიგოქსინის, ფენიტოინის, ლითიუმის პრეპარატების, სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების, ციკლოსპორინის, მეთოტრექსატის ერთდროული დანიშვნისას.
დოზის გადაჭარბებისას რეკომენდებულია სიმპტომური თერაპია (კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის მიღება).

მიღების წესი და დოზირება:
ნეოსილი გამოიყენება მხოლოდ მოზრდილთა ასაკში.
ჩვეულებრივ ინიშნება 1 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში. პაციენტის მდგომარეობისა და მკურნალობის ეფექტურობის გათვალისწინებით შესაძლებელია დოზა გაიზარდოს 200 მგ 2-ჯერ დღეში. ტაბლეტი მიიღება ჭამის შემდეგ საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად.
ასაკოვან პაციენტებში დოზის შერჩევა-შემცირება ხდება ექიმის მიერ პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით.
12 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებში ნეოსილის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.

გვერდითი მოვლენები:
ჩვეულებრივ ნეოსილი კარგად ამტანობით ხასიათდება, თუმცა შესაძლებელია განვითარდეს:
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: დისკომფორტი ეპიგასტრიუმში, გულისრევა, დიარეა.
ცნს-ის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, უძილობა.
დერმატოლოგიური რეაქციები: გამონაყარი კანზე, ერითემა, ჭინჭრის ციება, ქავილი.
იშვიათად შეიძლება განვითარდეს შარდვის შემცირება (ოლიგურია) სითხის შეკავებითა და ქსოვილების ადგილობრივი ან დიფუზური შეშუპებით.
ნეოსილმა, სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების მსგავსად შეიძლება გამოიწვიოს სტივენს-ჯონსონის, ლაიელის სინდრომი, ასევე ანაფილაქსური რეაქციები.

გამოშვების ფორმა:
10 ტაბლეტი ბლისტერზე; 2 ბლისტერი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

ვარგისიანობის ვადა:
2 წელი.

შენახვის პირობები:
ინახება 15-25°C ტემპერატურის პირობებში, მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

გაცემის წესი:
ექიმის რეცეპტის გარეშე.

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.