newhospitals

ნეობეიბი 25მლ ფლ (ნეოფ)

ნეობეიბი 25მლ ფლ (ნეოფ)
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
3710ნახვა
გვირილას ყვავილები; პიტნის ფოთლები; კვლიავის ნაყოფები; კატაბალახას ფესურა ფესვებით; კამის ნაყოფები; 70% ეთილის სპირტი; გამოხდილი წყალი.
პრეპარატში გამოყენებული მცენარეები შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსს: ეთერზეთებს, ფლავონოიდებს, კუმარინებს, ვალეპოტრიატებს.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
აქვს სედატიური, სპაზმოლიზური, ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკრობული მოქმედება. ნაწლავის ლორწოვანი გარსის პერიფერიული ნეირორეცეპტორების სტიმულაციის გზით აძლიერებს კაპილარულ სისხლმომარაგებას და ნაწლავების პერისტალტიკას. ამცირებს დუღილის პროცესებს, ასტიმულირებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ჯირკვლების სეკრეციას, აქვს ნაღვლმდენი და ღებინების საწინააღმდეგო მოქმედება, ამცირებს დისპეფსიურ მოვლენებს, აუმჯობესებს მადას.

ჩვენება:
> მარტივი დისპეფსია (მეტეორიზმი);;
> კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სეკრეციული და მოტორული ფუქციის მოშლა (სპასტიური კოლიტი, ნაწლავის კოლიკები);
> ანთებითი პროცესები (ენტეროკოლიტი, კოლიტი);
> ნაწლავთა დისბაქტერიოზი.

უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.

გვერდითი მოვლენები:
პრეპარატის ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ძილიანობა.

მიღების წესი და დოზირება:
პერორულად: მოზრდილებში: 25_30 წვეთი 3_ჯერ დღეში.
ბავშვებში: 0-დან 3 თვემდე 4_5 წვეთი, 3-დან 6 თვემდე 6_8 წვეთი, 6-დან 12 თვემდე 9_11 წვეთი, 1_დან 6 წლამდე - 12_15 წვეთი, 6_დან 15 წლამდე 16_20 წვეთი 3-ჯერ დღეში.
პრეპარატი მიღების წინ უნდა გაიხსნას მცირე რაოდენობის წყალში.

შენიშვნა:
პრეპარატი ხმარების წინ შეანჯღრიეთ!

გამოშვების ფორმა:
25მლ ნარინჯისფერ მინის ან პოლიმერული მასალის ფლაკონებში პოლიეთილენის საწვეთურით და მიხრახნილი სახურავით, ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

გაცემის წესი:
ურეცეპტოდ.

ვარგისიანობის ვადა:
2 წელი.

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.