newhospitals

ნეო პეკეს სუერო +

ნეო პეკეს სუერო +
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
7293ნახვა
კლინიკურ - ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ელექტროლიტურ ცვლაზე მოქმედი საშუალებები / გასტროენტეროლოგიაში გამოსაყენებელი საშუალებები

 

შემადგენლობა:

1 პაკეტი (50 მლ)

ენერგეტიკული ღირებულება 3,20 კკალ/ 13,60 კჯ

კარბონჰიდრატი 0,8 გ

გლუკოზა 0,8 გ

ცილები 0 გ

ცხიმები 0 გ

K+ 39,10 მგ

Na+ 65,52 მგ

Cl- 88,63 მგ

მარილები 0,09 გ

შემადგენლობა მოსმ/ლ

გლუკოზა 80

ნატრიუმი (Na+) 60

ქლორი (Cl-) 50

კალიუმი (K+) 20

ციტრატი 10

საერთო ოსმოლარობა 220 მოსმ/ლ

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი თავისი საუკეთესო შემადგენლობით აკმაყოფილებს ESPGHAN მოთხოვნილებას.

გლუკოზის დაბალი შემცველობის გამო პრეპარატი ხასიათდება ჰიპოოსმოლარული თვისებით

დამატკბობელად შემადგენლობაში შეიცავს სუკრალოზას - ყველაზე ტკბილ შაქარს და ამიტომ პრეპარატის გამოყენება დიაბეტიან პაციენტებში დასაშვებია

გელისებური კონსისტენციიდან გამომდინარე ღრმად ჩადის კუჭში და ღებინების დროს არ არის საშიშროება მისი უკუამოღების, ამიტომ არ საჭიროებს ყლუპ-ყლუპ მიღებას

სწრაფად აღადგენს დეჰიდრატაციის დროს დაკარგული ელექტროლიტების რაოდენობას, გააჩნია სასიამოვნო ხილის არომატი და მისაღებად კომფორტულია

 

ჩვენება:

• წყალ-ელექტროლიტური წონასწორობის დარღვევის კორექცია, ღებინების ან დიარეის შედეგად განვითარებული მსუბუქი ან საშუალო ხარისხის დეჰიდრატაციის დროს

• აციდოზის კორექცია ღებინების ან დიარეის შედეგად განვითარებული მსუბუქი ან საშუალო ხარისხის დეჰიდრატაციის დროს

• ტემპერატურული რეაქცია

 

მიღების წესი და დოზირების მეთოდი:

• ასაკის მიუხედავად სიმძიმის მიხედვით 1-3 პაკეტი დღეში

 

მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის გადაწყვეტილების მიხედვით

 

გამოყენების წესი:

- პაკეტი არ საჭიროებს წყალში ან რაიმე სითხეში განზავებას

- პაკეტის პირდაპირ გამოყენება შესაძლებელია.

- პაკეტის შიგთავსი მიიღება როგორც ყლუპ - ყლუპად ასევე მთლიანი პაკეტი ერთიანად პაციენტის

სურვილის მიხედვით

 

გამოშვების ფორმა:

50 მლ პაკეტი გელის კონსისტენციის შიგთავსით № 5 (250 მლ)

მრავალი ხილის არომატით

 

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატის მიღების შემთხვევაში ორგანიზმი ივსება ელექტროლიტებით, ხოლო წყლის დეფიციტის შესავსებად შესაძლებელია ნებისმიერი სითხის გამოყენება ( სასმელი წყლის ჩათვლით)

 

შენახვის პირობები და ვადები:

პაკეტი ინახება გახსნილ მდგომარეობაში 250C ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

გახსნილი პაკეტი ვარგისია 24 საათის მანძილზე.

 

მწარმოებელი:

NEOVITAL DISTRIBUCION SL, ბარსელონა, ესპანეთი

 

კომპანია:

ფარდიმედიქალსი, გაერთიანებული სამეფო, დიდი ბრიტანეთი.

 

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.