ნეო პეკეს ომეგა 3

ნეო პეკეს ომეგა 3
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
30073ნახვა
კლინიკურ - ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ლიპიდური ცვლის მაკორეგირებელი საშუალებები /ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი


შემადგენლობა: თევზის ქონი, ვიტამინი A, D3, B6, C, E,  მარწყვის წვენის კონცენტრატი, აჰავას სიროფი 

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ცენტრალური ნერვული სისტემისა და მხედველობის აპარატის განვითარებაში მონაწილეობა, ანტიანთებითი, იმუნომოდულარული და ანტიალერგიული მოქმედების უნარი, რომელიც ომეგა-3 ნახევრადუჯერ ცხიმოვან მჟავებს გააჩნია, მის შემადგელობაში ეიკოზანოიდების სისტემის (DHA –დოკოზაჰექსაენური და  EPA – ეიკოზაპენტაენური ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავის) არსებობითაა განპირობებული. 

DHA და EPA მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ტვინისა და მხედველობის აპარატის განვითარებაში, რადგან წარმოადგენენ ტვინის უჯრედული მემბრანისა და თვალის ბადურის საშენ მასალას

• მნიშვნელოვანი კომპონენტებია  ყურადღების კონცენტრაციის ზრდისა და მეხსიერების გაუმჯობესებისთვის,  რაც გამყარებულია მრავალრიცხოვანი სამეცნიერო კვლევებით

• კონკურენტული ანტაგონისტია არაქიდონის მჟავისა ციკლოოქსიგენაზურ–ლიპოოქსიგენაზურ დონეზე, რაც ვლინდება პროსტაგლანდინების და ლეიკოტრიენების სპექტრის მოდიფიკაციით

• პასუხს აგებენ კანის თვითდატენიანებაზე და ძირითად როლს ასრულებენ თმისა და ფრჩხილების სტრუქტურის აღდგენაში. ააქტიურებენ კანის, თმისა და ფრჩხილების გამაჯანსაღებელ პროცესებს

ომეგა-3 - ის გარკვეული რაოდენობა ორგანიზმში აუცილებელია მოზარდის კბილების ნორმალური განვითარებისთვის, ასევე კანისა და თმის ჯანმრთელობისთვის

ვიტამინი A (რეტინოლი) - ხელს უწყობს მხედველობის აპარატის სწორ ფუნქციონირებას, ამცირებს მხედველობითი დატვირთვის შემდგომ დაღლილობას, მონაწილეობს ჟანგვა–აღდგენით და ნივთიერებათა ცვლის პროცესებში

ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) – არეგულირებს ფოსფორ–კალციუმისა და ძვლების მინერალიზაციის პროცესებს კუჭნაწლავის ტრაქტში კალციუმის ადსორბციის მომატების ხარჯზე, აქვეითებს თირკმელებიდან ფოსფატების გამოყოფას; განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოზარდი ორგანიზმის ძვალ-სახსროვანი სისტემისა და კბილების ფორმირებისთვის

ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი) –მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნეიროქიმიკატების სინთეზში, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ტვინის ნორმალურ ფუნქციონირებაზე

ვიტამინი E (ტოკოფეროლი) –მოქმედებს თავისუფალი რადიკალების რეაქციათა შემაკავებლად, ანტიოქსიდანტურად, თრგუნავს წყალბადის ზეჟანგის წარმოქმნას, რომელიც აზიანებს ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის უმნიშვნელოვანეს უჯრედოვან და სუბუჯრედოვან მემბრანებს. ხელს უწყობს ნერვული და კუნთოვანი სისტემების ნორმალურ ფუნქციონირებას.

ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) –იცავს ნახევრადუჯერ ცხიმოვან მჟავებს დაჟანგვისგან


ჩვენება: 

• თავის ტვინისა და მხედველობის აპარატის სწორი განვითარება და ფუნქციონირება

• კოგნიტური და წერა–კითხვის უნარების გაუმჯობესება

• მხედველობის, მეხსიერებისა და ყურადღების კონცენტრაციის გაუმჯობესება

• კომპლექსურ თერაპიაში  კანის დაავადების დროს

მიღების წესი და დოზირების მეთოდი:

• 0-2  წელი: 5 მლ 1X დღეში; 

• 2-5  წელი: 5 მლ 2X დღეში ან 10 მლ  1X დღეში; 

• 5 წლის ზემოთ ბავშვები- 10 მლ 2X დღეში.             

მიიღება კვებისგან დამოუკიდებლად. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა 15-20 დღე.  კურსის განმეორებას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი            

 

უკუჩვენება:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ

 

გამოშვების ფორმა:

150 მლ სიროფი მზომი ჭიქით, მარწყვის არომატით №1

 

შენახვის პირობები და ვადები:

პრეპარატი ინახება თავდახურულ მდგომარეობაში 250C ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ფლაკონი გამოიყენება გახსნიდან 1 თვის მანძილზე

პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც აღნიშნულია  ფლაკონზე და კოლოფზე

 

მწარმოებელი:
NEOVITAL DISTRIBUCION SL, ბარსელონა, ესპანეთი       

 

კომპანია:
ფარდიმედიქალსი, გაერთიანებული სამეფო, დიდი ბრიტანეთი.

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.