newhospitals

ნეო პეკეს აპეტიტო

ნეო პეკეს აპეტიტო
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
9541ნახვა
კლინიკურ - ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მადის მასტიმულირებელი საშუალებები / ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი

 

შემადგენლობა:

ვარდკაჭაჭა (Cichorium intybus), წყლის წიწმატი (Nasturtium officinale),  სპირულინა  (Spirulina maxima), შვრია (Avena sativa), ულუმბო (Trigonella foenum graecum), წითელი ქინინი (Cinchona pubescens),   ჟოლოს კონცენტრირებული ექსტრაქტი, აჰავას სიროფი

 

ფარმაკოლოგიური თვისებები: 

ნეო პეკეს აპეტიტო -  კუჭის წვენის სეკრეციის გაძლიერების, ნაწლავების პერისტალტიკის გააქტიურების  და საჭმლის მონელების გაუმჯობესების ხარჯზე  უმატებს მადას, რომელიც   მკურნალობის კურსის დამთავრების შემდეგაც გრძელდება ხანგრძლივად 

ვარდკაჭაჭა, წყლის წიწმატი - ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტებია ფიზიოლოგიურ დონეზე  მადის მოსამატებლად. აძლიერებენ კუჭის წვენის სეკრეციას, ააქტიურებენ  ნაწლავების პერისტალტიკას, არეგულირებენ დეფეკაციის პროცესს და ამ ყველაფრის ხარჯზე ფიზიოლოგიური გზით უმატებს მადას

სპირულინა - - ბუნებრივად დაბალანსებული ვიტამინები, მინერალები და ამინომჟავებია. სპირულინაში შემავალი მინერალური მარილები არ იშლება  5 წლის მანძილზე. მდიდარია ვიტამინებით და მინერალებით:  A, B1, B2, B6, B12, B5, B9, E, H, Fe, Mn, Cu, Zn, Mo, Se

შვრია, ულუმბო, წითელი ქინინი - მნიშვნელოვნად ზრდიან ლაქტობაქტერიებისა და ბიფიდობაქტერიების პოპულაციებს ნაწლავში და ხელს უწყობენ მონელების პროცესს, ულუმბო წარმოადგენს ცილების ფასეულ წყაროს ორგანიზმში

 

ჩვენება:

მადის დაქვეითება

საჭმლის მომნელებელი წვენების არასაკმარისი სეკრეცია

მწვავე და ქრონიკული ინფექციური დაავადებების შემდგომი პერიოდი

წონის დეფიციტი 

 

მიღების წესი და დოზირების მეთოდი:

0-2  წელი: 5 მლ 1X დღეში; 

 2-5  წელი: 5 მლ 2X დღეში ან 10 მლ  1X დღეში ; 

 5 წლის ზემოთ ბავშვები- 10 მლ 2X დღეში.   

მიიღება კვებისგან დამოუკიდებლად. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა 1 თვე. კურსის განმეორებას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი.                  

 

უკუჩვენება:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ

ცელიაკიით დაავადებულ პაციენტებში უკუნაჩვენებია გლუტეინის მაღალი შემცველობის გამო

გამოშვების ფორმა:

150 მლ სიროფი მზომი ჭიქით, ჟოლოს არომატით №1

 

შენახვის პირობები და ვადები:

პრეპარატი ინახება თავდახურულ მდგომარეობაში 250C ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ფლაკონი გამოიყენება გახსნიდან 1 თვის მანძილზე

პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც აღნიშნულია  ფლაკონზე და კოლოფზე

 

მწარმოებელი: NEOVITAL DISTRIBUCION SL,  ბარსელონა, ესპანეთი       

 

კომპანია: ფარდიმედიქალსი, გაერთიანებული სამეფო, დიდი ბრიტანეთი.

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.