newhospitals

ნეო-ენტეროსეპტოლი 2მგ #18კაფს

ნეო-ენტეროსეპტოლი 2მგ #18კაფს
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
4035ნახვა
[code]

ნეო-ენტეროსეპტოლი
Neo-Enteroseptol

შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება: ლოპერამიდის ჰიდროქლორიდი 2 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, მაგნიუმის სტეარატი.

აღწერა:
თეთრი-წითელი კაფსულები.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
დიარეის საწინააღმდეგო საშუალება.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ლოპერამიდი – ალოპერიდოლის წარმოებულია და ქიმიური თვალსაზრისით ჰგავს მეპერიდინს. მას გაჩნია ანტიდიარეული მოქმედება. მოქმედებს ნაწლავებზე განლაგებულ ოპოიდურ რეცეპტორებზე, იწვევს აცეტილქოლინისა და პროსტაგლანდინების გამონთავისუფლების ინჰიბირებას. აქვეითებს ნაწლავების გლუვ კუნთთა ტონუსს და ამცირებს პერისტალტიკას, რის შედეგადაც მცირდება წყლის დანაკარგი და ფეკალური მასის მოცულობა. პრეპარატი აგრეთვე ზრდის ანალური სფინქტერის ტონუსს და ამცირებს დეფეკაციის სიხშირეს.

ფარმაკოკინეტიკა:
ლოპერამიდის მოქმედება იწყება სწრაფად და გრძელდება 4-6 სთ-ის განმავლობაში. იგი არ მოქმედებს ნაწლავის მიკროფლორაზე. პერორალურად მიღებისას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან აბსორბირდება მიღებული დოზის 65%. პრეპარატის ბიოშეღწევადობა 17%-ს შეადგენს. კონცენტრაციის პიკს (Cmax) აღწევს 4-სთ-ში. პლაზმის ცილებს უკავშირება 95%-ით. ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადგენს 7-14 საათს. ლოპერამიდი არ გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს. პრეპარატის დოზის დაახლოებით 40% გამოიყოფა ნაწლავებიდან ფეკალური მასებით.

ჩვენება:
-სხვადასხვა გენეზის მწვავე და ქრონიკული დიარეა;
-წყლულოვანი კოლიტის და კრონის დაავადების დროს გამოხატული დიარეა;
-ვაგოტომიის და კოლოსტომიის შემდგომ გამოხატული დიარეა.

წინააღმდეგჩვენება:
პრეპარატში შემავალ კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა; 4 წლამდე ასაკის ბავშვები; მწვავე დიზენტერია (მონოთერაპიის სახით), მწვავე წყლულოვანი კოლიტი; ფართო სპექტრის ანტიბიოტიკების მიღების შემდეგ განვითარებული ფსევდომემბრანული კოლიტი; შეკრულობა; მეტეორიზმი; ნაწლავთა გაუვალობა; ორსულობა (შესაძლებელია ექიმის დანიშნულებით, თუ შესაძლო თერაპიული ეფექტი ამართლებს მოსალოდნელ რისკს); არ არის რეკომენდებული ლაქტაციის პერიოდში.

მიღების წესი და დოზირება:
მწვავე დიარეა:
მოზრდილებში: საწყისი დოზა 4 მგ (2 კაფსულა); მკურნალობა გრძელდება დეფეკაციის ყოველი აქტის შემდგომ 2 მგ-ის (1 კაფსულა) მიცემით; მაქსიმალური დოზა – 16 მგ (8 კაფსულა).
ბავშვებში: დაავადების პირველ დღეს პრეპარატის რაოდენობა:

ასაკი

წონა

რაოდენობა

4-5

13-20

1 მგ

5-8

20-30

2 მგ

8-12

30-ს ზემოთ

2 მგ


მკურნალობა გრძელდება დეფეკაციის ყოველი აქტის შემდგომ 1 მგ/10 კგ წონაზე პრეაპარატის მიცემით.
ქრონიკული დიარეა:
მოზრდილებში: საწყისი დოზა 4 მგ (2 კაფსულა); მკურნალობა გრძელდება დეფეკაციის ყოველი აქტის შემდგომ 2 მგ-ის (1 კაფსულა) მიცემით; ეფექტის მიღწევის შემდეგ პრეპარატი ინიშნება ინდივიდუალურად შერჩეული შემანარჩუნებელი დოზით 4-8 მგ.

ჭარბი დოზირება:
დოზის გადაჭარბებისას აუცილებელია კუჭის ამორეცხვა და გააქტივებული ნახშირის გამოყენება. მის ანტიდოტს ნალოქსოლი წარმოადგენს.

გვერდითი მოვლენები:
პირის სიმშრალე, ღებინება, გულისრევა, მუცლის ტკივილი, მეტეორიზმი, შეკრულობა, ნაწლავური გაუვალობა, თავბრუსხვევა, ძილიანობა, კანის ალერგიული რეაქციები.

განსაკუთრებული მითითებანი:
თუ მწვავე დიარეის დროს პრეპარატის მიღებიდან 2 დღის და ქრონიკული დიარეის დროს პრეპარატის მიღებიდან 10 დღის შემდეგ არ იქნა გამოხატული წამლის ეფექტი, აუცილებელია პრეპარატის მიღების შეწყვეტა და დიაგნოზის დაზუსტება, პრეპარატის მიღება დაუშვებელია ნაწლავის ლორწოვანის გზით შეღწეული მიკროორგანიზმებით გამოწვეული მწვავე დიარეის დროს.

გამოშვების ფორმა:
#6 ან #18 კაფსულა შეფუთვაში.

შენახვის პირობები:
ინახება მშრალ და გრილ ადგილას.

მწარმოებელი და ლიცენზიის მფლობელი:
SPECIFAR S.A.
1, 28 ოქტოვრიუს ქ. 12351 აგ. ვარვარა, ათენი, საბერძნეთი
ტელ: +210 54 01 500
ელ-ფოსტა: info@specifar.gr

ლიცენზიის მფლობელი:
Alet Pharmaceuticals SA, საბერძნეთი

[/code]
ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.