ნეო-ანგინი #24ტ
პრეპარატის შემადგენლობა: 1 საწუწნი ტაბლეტი შეიცავს: მოქმედ ნივთიერებებს: 2,4-დიქლორბენზილის სპირტი 1,20 მგ
ამილ-მეტა-კრეზოლი 0,60 მგ
ლევომენთოლი 5,90 მგ დამხმარე ნივთიერებებს:
ბადიანის ეთერზეთი, პიტნის ეთერზეთი, საქაროზა, გლუკოზის სიროფი, ღვინის მჟავა, კოშენილის წითელი A (E 124). გამოყენების ჩვენება:
ნეო-ანგინი - ანტისეპტიური თერაპიული საშუალებაა პირის ღრუსა და ყელისათვის.
ნეო-ანგინს იყენებენ პირის ღრუს, ყელისა და ხორხის ინფექციური და ანთებითი დაავადებების საწყისი სტადიის ეფექტური მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის, პირის ღრუსა და ყელის სადეზინფექციოდ ისეთი სიმპტომების დროს, როგორებიცაა ყელის ტკივილი, გაციება, ხმის ჩახლეჩა და ყლაპვის გაძნელება, ნუშურების ანთება, პირის ღრუს ლორწოვანი გარსისა (სტომატიტი, რძიანა, აფთები) და ღრძილების ანთება (გინგივიტი), ხახის კატარი (ფარინგიტი), ხორხის კატარი (ლარინგიტი), ასევე გრიპოზული ინფექციის პროფილაქტიკისთვის. წინააღმდეგჩვენება:
პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა: ნეო-ანგინი არ არის განკუთვნილი მცირე ასაკის ბავშვებისათვის.
სიფრთხილის ზომები:
ზოგიერთი საქარიდების აუტანლობის შემთხვევაში, პრეპარატის გამოყენებამდე მიიღეთ ექიმის კონსულტაცია. გვერდითი მოვლენები:
ნეო-ანგინი შეიცავს საღებავს - კოშენილის წითელი A, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია. ინფორმაცია დიაბეტით დაავადებულთათვის:
ნეო-ანგინის ერთი საწუწნი ტაბლეტი შეიცავს 1,42 გ საქაროზას და 1,14 გ გლუკოზას. სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება:
სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედების შემთხვევები არ არის ცნობილი. დოზირება და მიღების წესი:
მოზრდილებსა და 6 წლის ასაკის ზევით ბავშვებში რეკომენდებულია ნელა გაიწუწნოს თითო ტაბლეტი ყოველ 2-3 საათში ერთხელ. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 6 ტაბლეტს. შენახვის პირობები:
შეინახეთ ბევშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენოთ ნეო-ანგინი კოლოფზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ. შეინახეთ არა უმეტეს 25 °C ტემპერატურისა. შეფუთვა:
12 ტაბლეტი ბლისტერზე. 2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში. გაცემის პირობა:
ურეცეპტო. მწარმოებლის დასახელება და მისამართი:
დივაფარმა-კნუფინკე არცნაიმითელვერქ გმბჰ მოტცენერ შტრასე 41, D -12274 ბერლინი