ნელადექსი 5მლ თვ/ყურის წვ.
შემადგენლობა: ერთი მლ თვალის წვეთები შეიცავს: დექსამეტაზონი 1 მგ, ნეომიცინის სულფატი 3,5 მგ და პოლიმიქსინ B სულფატს 6000 სე.
კონსერვანტები: ბენზალკონიუმის ქლორიდი 0.004%.დამხმარე ნივთიერებები: მეთილცელულოზას ჰიდროქსიპროპილი, ნატრიუმის მეტაბისულფიტი, პოლისორბატ ნატრიუმი 80, საინექციო წყალი. ფარმაკოლოგიური მოქმედება: თვალის/ყურის წვეთებს გააჩნია ადგილობრივი ანტიბაქტერიული, ანთებისსაწინააღმდეგო, ანტიალერგიული მოქმედება. ჩვენებები: თვალის ანთებითი და ინფექციურ-ალერგიული დაავადებები;
მწვავე და ქრონიკული გარე ოტიტები; სმენის ორგანოზე ჩატარებული ქირურგიული ჩარევით გამოწვეული ინფექციური გართულებები. უკუჩვენებები: ნელადექსის თვალის/ყურის წვეთები უკუნაჩვენებია პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობისას; აგრეთვე თვალის ტუბერკულოზის, სოკოვანი და ვირუსული ინფექციების დროს. გვერდითი ეფექტები: ნელადექსის თვალის/ ყურის წვეთებს შეუძლია გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები. გამოყენების წესი და დოზირების რეჟიმი:
თვალი: წვეთები კონიუნქტივალურად 1-2 წვეთი 4-6 ჯერ დღეღამეში (მსუბუქი ინფექციებისას) ან ყოველ საათში (მძიმე ინფექციისას); სიმპტომების შესუსტების მიხედვით შესაძლოა შევამციროთ მიღების ჯერადობა..
ყური: გარეთა ყურის ინფექციების დროს 4 წვეთი 3-4 ჯერ დღეღამეში; შუა ყურის ანთების, ყურზე ქირურგიული ჩარევით გამოწვეული ინფექციური გართულებების და ინფექციური ოტიტების დროს 4-10 წვეთი 3-4 ჯერ დღეში. გაფრთხილება: სიფრთხილით გამოიყენება გლაუკომით ან კატარაქტით დაავადებულ პაციენტების მკურნალობისას. შენახვის პირობები: ინახება 10°C-დან 25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას. ფლაკონის გახსნის შემდეგ გამოიყენება ერთი თვის განმავლობაში. გამოშვების ფორმა: 5მლ-ანი ფლაკონი საწვეთურით. დამზადებულია:
,,E.I.P.CO" ეგვიპტე ტენტ A.R.E.
,,ვორლდ მედიცინი ლ.ლ.ც.' (აშშ)
თამარ
2017-12-12
კარგი და ეფეწქტური წამალია ოღონდ ძალიან ძვირია.
ფასი
ეფექტურობა
ხელმისაწვდომობა
შეფასების დამატება