ნებილეტი 5მგ #14ტ
საერთაშორისო დასახელება - nebivolol
ACT კლასიფიკაციის კოდი - C07AB12
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - ადრენომაბლოკირებელი საშუალებები; ბეტა1 ადრენომაბლოკირებელი საშუალებები
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ტაბ. 5 მგ.: 14 ც. ნებილეტი შეიცავს ნებივოლოლს - გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალო საშუალებას, რომელიც მიეკუთვნება სელექციურ ბეტა-ადრენობლოკატორების ჯგუფს (ე.ი. იმ საშუალებების, რომლებიც სელეციურად მოქმედებენ გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე). იგი ამცირებს გულისცემის სიხშირეს და სისხლძარღვთ გამაფართოვებელი ეფექტით ხელს უწყობს სისხლის წნევის დაქვეითებას.
ნებილეტი გამოიყენება: სისხლის მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტონიის) და მსუბუქი და საშუალო სიმძიმის გულის ქრონიკული უკმარისობის სტანდარტული მკურნალობის დანამატის სახით 70 წლისა და მეტი ასაკის ხანდაზმულ პაციენტებში. ჩვენებები:
ნებილეტი შეიცავს ნებივოლოლს - გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალო საშუალებას, რომელიც მიეკუთვნება სელექციურ ბეტა-ადრენობლოკატორების ჯგუფს (ე.ი. იმ საშუალებების, რომლებიც სელეციურად მოქმედებენ გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე). იგი ამცირებს გულისცემის სიხშირეს და სისხლძარღვთ გამაფართოვებელი ეფექტით ხელს უწყობს სისხლის წნევის დაქვეითებას.
ნებილეტი გამოიყენება: სისხლის მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტონიის) და მსუბუქი და საშუალო სიმძიმის გულის ქრონიკული უკმარისობის სტანდარტული მკურნალობის დანამატის სახით 70 წლისა და მეტი ასაკის ხანდაზმულ პაციენტებში მიღების წესები და დოზები:
მნიშვნელოვანი ინფორმაცია პრეპარატ ნებილეტის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას. თუ გაწუხებთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს. როგორ გამოიყენება ნებილეტი? ნებილეტი ყოველთვის ექიმის დანიშნულებით მიიღება. რაიმე ეჭვის შემთხვევაში საჭიროა ექიმის კონსულტაცია.
ნებილეტის მიღება შეიძლება ჭამამდე, ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ. მისი მიღება ასევე შესაძლებელია საკვების მიღების მიუხედავად. პრეპარატი გამოიყენება საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად. სისხლის მაღალი წნევის (ჰიპერტონიის) მკურნალობა:
- ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 1 ტაბლეტს დღეში. პრეპარატის მიღება სასურველია დღის ერთსა და იმავე დროს.
- ხანდაზმული პაციენტებისათვის და პაციენტებისათვის თირკმელების დაავადებებით საწყისი დოზა, ჩვეულებრივ, შეადგენს 1/2 (ნახევარ) ტაბლეტს დღეში.
- ჰიპოტენზიური ეფექტი ვლინდება მკურნალობის დაწყებიდან 1-2 კვირაში. ზოგჯერ ოპტიმალური ეფექტი მხოლოდ 4 კვირაში მიიღწევა. გულის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობა
- მკურნალობა ტარდება გამოცდილი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ
- მკურნალობას იწყება დღეში 1/4 (მეოთხედი) ტაბლეტის დანიშვნით. 1-2 კვირაში დოზის გაზრდა შეიძლება დღეში 1/2 (ნახევარ) ტაბლეტამდე, ხოლო შემდეგ თანმიმდევრულად დღეში ერთ ან ორ ტაბლეტამდე სასურველი დოზის მიღწევამდე. მკაცრად უნდა იყოს დაცული მითითებული დოზა და ექიმის ინსტრუქციები.
- მაქსიმალური რეკომენდებული დოზა შეადგენს 2 ტაბლეტს (10 მგ) დღეში.
- პრეპარატის პირველი მიღების შემდეგ მკურნალობის დასაწყისში და პრეპარატის მიღებისას დოზის ყოველი გაზრდის შემდეგ საჭიროა ექიმის მეთვალყურეობა 2 საათის განმავლობაში.
- საჭიროების შემთხვევაში ექიმს შეუძლია დოზის შემცირება.
- მკურნალობის უეცარი შეწყვეტა არ შეიძლება, ვინაიდან ამან შესაძლოა გამოიწვიოს გულის უკმარისობის გაუარესება.
- პაციენტებმა თირკმელების მძიმე დაავადებებით ეს პრეპარატი არ უნდა გამოიყენონ.
- პრეპარატი მიიღება დღეში ერთხელ, სასურველია დღის ერთსა და იმავე დროს. თუ დანიშნულია დღეში 1/4 (მეოთხედი) ან 1/2 (ნახევარი) ტაბლეტი, საჭიროა ქვემოთ მოყვანილი ინსტრუქციის დაცვა ნებილეტი 5 მგ ტაბლეტის გაყოფის შესახებ.
• ტაბლეტი დადეთ სწორ მაგარ ზედაპირზე (მაგალითად, მაგიდაზე) ჯვრის ფორმის გამყოფი ტიხრით ზევით.
• ტაბლეტს დააწექით ორივე საჩვენებელი თითით; ამ დროს ტაბლეტი ტყდება გამყოფი ტიხარის გასწვრივ
• ტაბლეტის მეოთხედის მისაღებად იგივე გაიმეორეთ მის ნახევარზე
- შესაძლებელია ნებილეტის და სხვა დაავადების სამკურნალო პრეპარატების კომბინირება - პრეპარატის გამოყენება ბავშვებსა და მოზრდილებში არ შეიძლება. გვერდითი მოვლენები:
ყველა სხვა სამკურნალო საშუალების მსგავსად ნებილეტს შესაძლოა გააჩნდეს გვერდითი მოვლენები, რაც ყველა პატიენტს არ უვითარდება. სისხლის მაღალი წნევის სამკურნალოდ პრეპარატ ნებილეტის გამოყენებისას შესაძლებელია შემდეგი გვერდითი ეფექტები:
ჩვეულებრივი გვერდითი ეფექტები (ყოველ 100 პაციენტზე 1-ზე მეტი შემთხვევა, მაგრამ პრეპარატით ნამკურნალებ ყოველ 10 პაციენტზე ერთზე ნაკლები შემთხვევა):
- თავის ტკივილი;
- თავბრუსხვევა;
- დაღლილობის შეგრძნება;
- ქავილისა და ჩხვლეტის უჩვეულო შეგრძნებები;
- დიარეა;
- ყაბზობა;
- ღებინება;
- ქოშინი;
- ხელების ან ფეხების ოფლიანობა იშვიათი გვერდითი ეფექტები (ყოველ 1000 ნამკურნალებ პაციენტზე 1-ზე მეტი შემთხვევა, მაგრამ პრეპარატით ნამკურნალებ ყოველ 100 პაციენტზე ერთზე ნაკლები შემთხვევა):
- შენელებული გულისცემა ან სხვა ჩივილი გულის მხრივ;
- სისხლის დაბალი წნევა;
- სიარულისას შეტევისმაგვარი ტკივილი ქვედა კიდურებში;
- მხედველობის დარღვევა;
- იმპოტენცია;
- დათრგუნვის შეგრძნება;
- საჭმლის მონელების გაძნელება (დისპეფსია), გაზები კუჭში ან ნაწლავებში, გულისრევა;
- გამონაყარი კანზე, ქავილი;
- სუნთქვის გაძნელება, რაც მოგვაგონებს სასუნთქი კუნთების მკვეთრი სპაზმით გამოწვეულ ასთმის შეტევას (ბრონქოსპაზმს);
- კოშმარული სიზმრები. ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები (პრეპარატით ნამკურნალებ ყოველ 10000 პაციენტზე ერთზე ნაკლები შემთხვევა):
- გულყრა;
- ფსორიაზის (კანის დაავადება, რომელსაც თან ახლავს კანის ძლიერი აქერცლილი კერების წარმოქმნა). პრეპარატ ნებილეტის მიღებისას უკიდურესად იშვიათ, ცალკეულ შემთხვევაში გამოვლინდა ქვემოთაღნიშნული გვერდითი ეფექტები:
- ძლიერი ალერგიული რეაქციები კანის გენერალიზებული დაზიანებით (ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები);
- სწრაფად განვითარებადი შეშუპება, განსაკუთრებით ტუჩების, თვალების ან ენის გარშემო, სუნთქვის მკვთრი გაძნელებით (კვინკეს შეშუპება). გულის ქრონიკული უკმარისობის სამკურნალოდ პრეპარატის გამოყენების კლინიკური კვლევისას აღინიშნა შემდეგი გვერდითი ეფექტები: ძალიან ხშირი გვერდითი ეფექტები (პრეპარატით ნამკურნალებ ყოველ 10 პაციენტზე ერთზე მეტი შემთხვევა):
- გულისცემის შენელება;
- თავბრუსხვევა.
ხშირი გვერდითი ეფექტები (ყოველ 100 ნამკურნალებ პაციენტზე 1-ზე მეტი შემთხვევა, მაგრამ პრეპარატით ნამკურნალებ ყოველ 10 პაციენტზე ერთზე ნაკლები შემთხვევა): - გულის უკმარისობის მიმდინარეობის გაუარესება;
- სისხლის დაბალი წნევა (რომელიც შეიგრძნობა როგორც სისუსტე წნევის სწრაფად დაწევისას);
- ამ სამკურნალო პრეპარატის აუტანლობა;
- გულის მუშაობის სუსტი დარღვევა, რომელიც მოქმედებს გულის რითმზე (ატრიოვენტრიკულური ბლოკადის I ხარისხი);
- ქვედა კიდურების შეშუპება (მაგალითად, ფეხის გულების შეშუპება). თუ რომელიმე გვერდითი მოვლენების სიმძიმე იზრდება, ან ვითარდება გვერდითი მოვლენა, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილი არ არის, აუცილებელია ექიმთან მიმართვა. უკუჩვენება:
ნებილეტის გამოყენება არ შეიძლება შემდეგ შემთხვევებში:
იპერმგრძნობელობა (ალერგია) ნებივოლოლის ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ;
• ჩამოთვლილი დარღვევებიდან ერთ-ერთი ან რამოდენიმე:
- დაბალი არტერიული წნევა;
- კიდურებში სისხლის მიმოქცევის მძიმე დარღვვები;
- ბრადიკარდია (წუთში 60-ზე ნაკლები);
- გულის რითმის სხვადასხვა დარღვევები (მაგალითად II და III ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, გულის გამტარობის დარღვევა);
- გულის უკმარისობის გვიან სტადიაში ან კარდიოგენული შოკის დროს;
- ბრონქოსპაზმი და ბრონქული ასთმა (ამჟამად ან წარსულში);
- არანამკურნალები ფეოქრომოციტომა (თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე);
- ღვიძლის ფუნქციის დარღვევა ან დაქვეითება;
- ნივთიერებათა ცვლის დარღვევა (მეტაბოლური აციდოზი), მაგ. დიაბეტური კეტოაციდოზი. პრეპარატ ნებილეტის გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები:
ქვემოთ ჩამოთვლილი დარღვევებიდან ერთის ან რამოდენიმეს განვითარების შესახებ უნდა ეცნობოს ექიმს:
- გულისცემის ძალიან დაბალი სიხშირე;
- ტკივილი მკერდის არეში, გამოწვეული კორონარული სპაზმით (პრინცმეტალის სტენოკარდია);
- გულის არანამკურნალები ქრონიკული უკმარისობა;
- გულის I ხარისხის ბლოკადა (გულის სუსტი გამტარობა, რომელიც არღვევს გულის რითმს);
- კიდურებში სისხლის მიმოქცევის დარღვევა, მაგალითად რეინოს დაავადება ან სინდრომი, სპაზმისმაგვარი ტკივილი სიარულისას;
- სუნთქვის მხრივ ხანგრძლივი პრობლემები;
- შაქრიანი დიაბეტი: პრეპარატი არ მოქმედებს სისხლში შაქრის შემცველობაზე, თუმცა შეუძლია სისხლში შაქრის შემცველობის შემცირების (ნევროზულობა, კანკალი, გახშირებული პულსი) სიმპტომების შენიღბვა;
- ფარისებრი ჯირკვლის გაძლიერებული ფუნქცია: პრეპარატს შეუძლია ამ მდგომარეობით გამოწვეული ტაქიკარდიის შენიღბვა;
- ალერგია: პრეპარატს შეუძლია მტვერზე ან სხვა ნივთიერებებზე რეაქციის გაძლიერება, რომლებზეც პაციენტს ალერგია გააჩნია;
- ფსორიაზი (კანის დაავადება ქერცლიანი სირსველის კერებით), ან თუ უკვე გააჩნია ფსორიაზი;
- ქირურგიული ოპერაციის ჩატარების წინ ანესთეზიამდე აუცილებლად უნდა ეცნობოს ექიმს, რომ პაციენტი იღებს ნებილეტს. თუ თირკმელების სერიოზული პრობლემები გაწუხებთ, უარი თქვით გულის უკმარისობისათვის პრეპარატ ნებილეტის გამოყენებაზე და მიმართეთ ექიმს. ამ სამკურნალო საშუალების გამოყენებისას აუცილებელია ექიმის მეთვალყურეობა.
გულის ქრონიკული უკმარისობის მკურნალობის დასაწყისში აუცილებელია ექიმთან რეგულარული ვიზიტები მდგომარეობის კონტროლისათვის (იხ. ნაწილი 3).
პრეპარატით მკურნალობის უეცარი შეწყვეტა არ შეიძლება ექიმის მითითებებისა და შეფასების გარეშე (იხ. ნაწილი 3). ბავშვები და მოზარდები:
ბავშვებისა და მოზარდების კონტიგენტში პრეპარატის გამოკვლევის შესახებ მონაცემები არ არსებობს, ამიტომ პრეპარატ ნებილეტის გამოყენება ამ ასაკობრივ ჯგუფში რეკომენდებული არ არის. ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობის დროს პრეპარატ ნებილეტის გამოყენება შეიძლება მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს აუცილებელია. ასევე არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში.
ნებისმიერი სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია. ჭარბი დოზირება:
პრეპარატის ჭარბი დოზის შემთხვევით მიღებისას დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. პრეპარატ ნებილეტის ჭარბი დოზის ყველაზე ხშირი სიმპტომებია პულსის ძალიან დაბალი სიხშირე (ბრადიკარდია), სისხლის წნევის დაწევა (ჰიპოტენზია) შესაძლო გონების დაკარგვით, ქოშინი, რომელიც მოგვაგონებს ასთმის შეტევას (ბრონქოსპაზმი) და გულის მწვავე უკმარისობა.
ექიმის მოსვლამდე საჭიროა აქტივირებული ნახშირის მიღება. თუ დაგავიწყდათ პრეპარატ ნებილეტის მიღება ან ძალიან ცოტა მიიღეთ:
თუ პრეპარატ ნებილეტის დოზის მიღება თავის დროზე დაგავიწყდათ, დღის ჩვეულებრივი დოზის მიღება მოგვიანებით შეგიძლიათ. თუმცა ხანგრძლივი დაგვიანებისას (მაგალითად, რამოდენიმე საათი), როდესაც მოახლოებულია შემდეგი მიღების დრო, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა და მიიღეთ შემდეგი ჩვეულებრივი დოზა ჩვეულებრივ დროს. პრეპარატის ორმაგი დოზის მიღება არ შეიძლება. შემდეგში მოერიდეთ მიღების დროის ხელახლა გამოტოვებას. ნებილეტის გამოყენების შეწყვეტისას:
ყოველთვის დაეკითხეთ ექიმს პრეპარატ ნებილეტით მკურნალობის შეწყვეტის თაობაზე, მიუხედავად იმისა, თუ რა მიზნით გამოიყენებთ მას: სისხლის მაღალი წნევის თუ გულის ქრონიკული უკმარისობის სამკურნალოდ.
მკურნალობის უეცარი შეწყვეტა არ შეიძლება, ვინაიდან ამან შიძლება დროებით გამოიწვიოს გულის უკმარისობის მიმდინარეობის გაუარესება. თუ გულის ქრონიკული უკმარისობის სამკურნალოდ გამოყენებადი პრეპარატის მიღების შეწყვეტა აუცილებელია, მაშინ დოზა თანდათან უნდა შემცირდეს, ერთკვირიანი ინტერვალით დოზის განახევრებით.
ამ პრეპარატის გამოყენების შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
თუ პაციენტი იღებს ან ცოტა ხნის წინ იღებდა სხვა სამკურნალო საშუალებებს, იმ პრეპარატების ჩათვლით, რომლებიც გაიცემა ურეცეპტოდ, ამის შესახებ უნდა, აცნობოს ექიმს ან ფარმაცევტს. გარკვეული სამკურნალო საშუალებების ერთად გამოყენება არ შეიძლება, ხოლო სხვა პრეპარატები საჭიროებენ გარკვეულ ცვლილებებს (მაგალითად, დოზირების). ყოველთვის აცნობეთ ექიმს, თუ ნებილეტთან ერთად იღებთ ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატებს:
- სისხლის წნევის საკონტროლო ან გულის დაავადებების სამკურნალო პრეპარატები (როგორებიცაა ამიოდარონი, ამლოდიპინი, ციბენზოლინი, კლონიდინი, დიგოქსინი, დილთიაზემი, დიზოპირამიდი, ფელოდიპინი, ფლეკაინიდი, გუანფაცინი, ჰიდროქინიდინი, ლაციდიპინი, ლიდოკაინი, მეთილდოპა, მექსილეტინი, მონონიდინი, ნიკარდიპინი, ნიფედიპინი, ნიმოდიპინი, ნიტრენდიპინი, პროპაფენონი, ქინიდინი, რილმენიდინი, ვერაპამილი).
- სედაციური პრეპრატები და ფსიქოზების (ფსიქიკური დარღვევების) სამკურნალო პრეპარატები, მაგალითად ბარბიტურატები (რომლებიც ასევე გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ), ფენოთიაზინები (რომლებიც ასევე გამოიყენება გულისრევისა და ღებინების სამკურნალოდ) და თიორიდაზინი. - დეპრესიის სამკურნალო პრეპარატები, მაგალითად, ამიტრიპტილინი, პაროქსეტინი, ფლუოქსეტინი.
- ქირურგიული ოპერაციების დროს ანესთეზიისათვის გამოსაყენებელი პრეპარატები.
- ასთმის, ზემო სასუნთქი გზების ან თვალის გარკვეული დაავადებების, როგორიცაა გლაუკომა (მომატებული თვალშიდა წნევა) სამკურნალო პრეპარატები ან გუგის გამაფართოვებელი პრეპარატები.
პრეპარატ ნებივოლოლთან ერთად გამოყენებისას ყველა ამ პრეპარატს შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს სისხლის წნევასა და/ან გულის მუშაობაზე.
- ჰიპერაციდული გასტრიტისა და წყლულის სამკურნალო პრეპარატების დანიშვნისას, მაგ ციმეტიდინი (ანტაციდური პრეპარატები), ნებილეტის მიღება უნდა მოხდეს ჭამის დროს, ხოლო ანტაციდური პრეპარატის - საკვების მიღებათა შორის. პრეპარატ ნებილეტის საკვებთან და სასმელებთან ერთად მიღება:
პრეპარატ ნებილეტის მიღება შეიძლება საკვებთან ერთად ან უზმოზე, მაგრამ აუცილებელია წყლის მიყოლება. შენახვის პირობები და ვადები:
სამკურნალო პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურის პირობებში, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ეს სამკურნალო პრეპარატი შენახვის სპეციალურ პირობებს არ საჭიროებს.
პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ არ შეიძლება.
პრეპარატ ნებილეტის კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად გადაგდება არ შეიძლება.
სამკურნალო პრეპარატების უტილიზების შესახებ ინფორმაციის მიღება საჭირო აღარ არის. ზემოაღნიშნულმა ღონისძიებებმა შეიძლება დაიცვას თქვენი გარემო.
ვადა - 3 წელი აფთიაქში გაცემის წესი:
რეცეპტით მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა:
BERLIN-CHEMIE AG
გერმანია