ნაზოლი ქიდსი
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:
ფენილეფრინი (Phenylephrine). სამკურნალწამლო ფორმა:
ნაზალური სპრეი. აღწერილობა:
გამჭვირვალე, უფერო, ან ღია ყვითელი სითხე, ევკალიპტოლის სუსტი სუნით. შემადგენლობა:
აქტიური ინგრედიენტები: ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი 2,5მგ/მლ.
დამხმარე ნივთიერებები: ევკალიპტოლი (ცინეოლი), ბენზალკონიუმის ქლორიდი, დინატრიუმის ედეტატის დიჰიდრატი, გლიცეროლი, მაკროგოლი 1500, დინატრიუმის ფოსფატის დიჰიდრატი, კალიუმის დიჰიდროფოსფატი, გასუფთავებული წყალი. ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
დეკონგესტანტები და სხვა ადგილობრივი გამოყენების ნაზალური პრეპარატები. სიმპატომიმეტური საშუალებები. ფენილეფრინი. ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი წარმოადგენს α-ადრენერგული რეცეპტორების აგონისტს (სიმპატომიმეტური საშუალებები), რომელიც ახდენს სისხლძარღვების შემავიწროვებელ მოქმედებას α-რეცეპტორების სტიმულირების ხარჯზე, სასუნთქი გზების ლორწოვან გარსებში. კლინიკური თვალსაზრისით ფენილეფრინი ამცირებს ქსოვილების ჰიპერემიას და ცხვირის ლორწოვანი გარსების შეშუპებას, აღადგენს ცხვირით სუნთქვას. მიღების ჩვენებები:
ცხვირით სუნთქვის გასაადვილებლად გაციების, გრიპის, ალერგიული დაავადებების დროს (თივის ცხელება და ა.შ.), რომლებსაც ახლავს მწვავე რინიტი ან სინუსიტი; როგორც დამხმარე საშუალება მწვავე შუა ოტიტის დროს. გამოყენების წესი და დოზები:
გამოყენების წინ საჭიროა ცხვირის ღრუს გამოსუფთავება. თანმიმდევრულად შეისხურეთ თითოეულ ნესტოში. შესხურებისას თავი უკან არ გადახაროთ.
4-დან 6 წლამდე ბავშვებში: 1-2 შესხურება თითოეულ ნესტოში 3-ჯერ დღეში;
6-დან 12 წლამდე ბავშვებში: 2-3 შესხურება თითოეულ ნესტოში, 3-ჯერ დღეში;
გამოყენების შემდეგ ფლაკონის პიპეტი უნდა გამშრალდეს.
არ გადააჭარბოთ დოზირების რეკომენდებულ რეჟიმს. გვერდითი მოქმედება:
ხშირად: წვის, ჩხვლეტის და წიწკნის შეგრძნება ცხვირში, ცემინება.
არახშირად: გაძნელებული სუნთქვა, სისხლდენა ცხვირიდან, გამონაყარი, ქავილი, კვინკეს შეშუპება.
იშვიათად: გულისცემის შეგრძნება, ტაქიკარდია, არტერიული ჰიპერტენზია.
ძალიან იშვიათად: მოუსვენრობა, უძილობა, დაღლილობა, თავის ტკივილი, ჰალუცინაციები, არითმია, აპნოე ჩვილ ბავშვებში და ახალშობილებში, კრუნჩხვები. უკუჩვენებები:
მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის ინგრედიენტების მიმართ; ატროფიული რინიტი, ტრანსფენოიდური ჰიპოფიზექტომიის ან ქირურგიული ჩარევის შემდეგ, რომელიც ეხება ტვინის მაგარ გარსს; გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები (გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია), ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები (ჰიპერთირეოზი), შაქრიანი დიაბეტი, წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზია. ჭარბი დოზირება:
ჭარბი დოზირება ადგილობრივი ნაზალური გამოყენებისას ზოგჯერ იწვევს ასეთ სისტემურ ეფექტებს: ტაქიკარდია, იშვიათ შემთხვევებში ბრადიკარდიის განვითარება სტენოკარდიის შეტევის შემდეგ; მომატებული არტერიული წნევა, აგზნება, თავის ტკივილი, ღებინება. განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები:
თუ სუნთქვის გაძნელება ნარჩუნდება 3 დღეზე მეტხანს, პრეპარატის გამოყენება უნდა შეთანხმდეს ექიმთან.
საჭიროა სიფრთხილის დაცვა ფენილეფრინის შემცველ ნაზალურ დეკონგენსტანტებთან ერთად გამოყენების დროს.
ხანგრძლივი გამოყენებისას და ჭარბი დოზირებისას შეიძლება განვითარდეს: ცხვირის ლორწოვანის რეაქტიული ჰიპერემია (მედიკამენტური რინიტი), ლორწოვანი გარსის ატროფია. ორსულობა და ლაქტაცია:
ნაზოლ კიდსი განკუთვნილია ბავშვებისთვის. ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში გამოყენების მონაცემები არ არსებობს. ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ტრიციკლური ანტიდეპრესანტების, ანტიჰიპერტენზიული საშუალებების ან მაო-ს ინჰიბიტორების ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის მომატება.
რეკომენდებული არ არის სისხლძარღვების შემავიწროვებელ სხვა საშუალებებთან, -ბლოკატორებთან, მეთილდოპასთან ერთდროული მიღება. გავლენა ავტომობილის და მექანიზმების მართვაზე:
გავლენას არ ახდენს. შენახვის პირობები:
არა უმეტეს 30°C ტემპერატურაზე. ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ვარგისობის ვადა:
2 წელი. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ. გამოშვების ფორმა:
10მლ და 15მლ ფლაკონი. ფლაკონი ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში. გაცემის წესები:
ექიმის რეცეპტის გარეშე. განმცხადებელი/მწარმოებელი ფირმის დასახელება და მისამართი:
ბაიერ ქონსიუმერ ქეარ აგ,
პეტერ მერიან-შტრასსე 84, 4052 ბაზელი, შვეიცარია. ისტიტუტო დე ანგელი ს.რ.ლ.,
50066 რეგგელლო (ფლორენცია), ლოკ. პრილლი 103/ს, იტალია