ნაზოლი 0.05% 15მლ აეროზოლი ფლ

ნაზოლი 0.05% 15მლ აეროზოლი ფლ
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
2972ნახვა

 

დამხმარე ნივთიერებები:
ბენზალკონიუმის ქლორიდი, ბენზოლის სპირტი, დინატრიუმის მარილი, პოლიეთილენგლიკოლი, პოვიდონი, პროპილენგლიკოლი, ნატრიუმის ფოსფატი, ნატრიუმის ერთფუძიანი ფოსფატი, გამოხდილი წყალი.

 

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სისხლძარღვთა შემავიწროებელი საშუალება ადგილობრივი გამოყენებისათვის ოტორინოლარინგოლოგიაში.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ოქსიმეტაზოლინის ჰიდროქლორიდი არის სინთეზური ადრენომიმეტიკი. ასტიმულირებს რა სისხლძარღვების ადრენორეცეპტორებს, ახდენს გამოხატულ და ხანგრძლივ სისხლძარღვების შემავიწროებელ მოქმედებას. ეს ეფექტი ვლინდება ცხვირის წიაღების ლორწოვანის, დამატებითი წიაღების და ევსტაქის მილის შეშუპების შემცირებაში, რაც აღადგენს ცხვირით სუნთქვას გრიპის, გაციების და ალერგიული დაავადებების დროს. ცხვირით სუნთქვა აღდგება ნაზოლის შესხურებიდან 5-10 წუთში, რაც აიხსნება ოქსიმეტაზოლინის ჰიდროქლორიდის სწრაფი შეწოვით ცხვირის წიაღების ლორწოვანი გარსიდან. შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედება გრძელდება 10-12 საათი. პრეპარატში შემავალი გლიკოლები არბილებენ ცხვირის ღრუს ლორწოვანს და იცავენ მას ზედმეტი გამოშრობისაგან.

 

ჩვენებები:
ცხვირით სუნთქვის გაძნელება გაციების, გრიპის და სხვა მწვავე რესპირატორულ-ვირუსული ინფექციების, ალერგიული რინიტის, სინუსიტების დროს.

 

დოზირების რეჟიმი:
ძლიერად მოუჭირეთ ფლაკონს და შეისხურეთ ყოველ ნესტოში.მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ასაკის ზევით რეკომენდებულია 2 შესხურება თითოეულ ნესტოში 2-ჯერ დღეში. ბავშვებში 6-12 წლამდე თითო შესხურება 2-ჯერ დღეში. არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება 3 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში.

 

გვერდითი მოვლენები:
ზოგჯერ ცხვირის ლორწოვანის წვა და სიმშრალე, ცემინება, ნაზალური სეკრეტის მოცულობის გაზრდა. იშვიათ შემთხვევებში - მას მერე, რაც გაივლის პრეპარატის მოქმედების ეფექტი - ცხვირის "გაჭედვის" ძლიერი შეგრძნება (რეაქტიული ჰიპერემია).

 

უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ,ატროფიული რინიტი, ჰიპერტონული დაავადების, ათეროსკლეროზის, შაქრიანი დიაბეტის მძიმე ფორმები, გულის რითმის დარღვევები, მომატებული თვალშიდა წნევა, გლაუკომა, თირკმლის უკმარისობა, ჰიპერთირეოზი, ფეოქრომოციტომა, შარდვის გაძნელება წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფიის გამო, ორსულობა, საბავშვო ასაკი 6 წლამდე.

 

განსაკუთრებული მითითებები:
ცხვირის ღრუში ჩასაწვეთებელი შეშუპების საწინააღმდეგო საშუალებების ხანგრძლივმა მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს მათი მოქმედების შესუსტება. ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია პრეპარატის ინდივიდუალურად გამოყენება. ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში მედიკამენტის მიღების წინ რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია.

 

ჭარბი დოზირება:
რეკომენდებული დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი ან წვა, ცემინება და ცხვირიდან გამონადენის მატება. დიდი დოზებით, განსაკუთრებით ხანგრძლივად გამოყენებისას, შესაძლებელია გამოვლინდეს ტაქიკარდია, არტერიული წნევის მომატება.

 

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
დოზის გადაჭარბებამ ან ოქსიმეტაზოლინის მიღებამ ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან და მაო-ს ინჰიბიტორებთან ერთდროულად ან უშუალოდ ოქსიმეტაზოლინის გამოყენებამდე, შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის მომატება.

 

შენახვის პირობები და ვადაპრეპარატი ინახება:
20-300C ტემპერატურაზე, მშრალ, ბნელ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

 

ვარგისიანობის ვადა: -
3 წელი.

SAGMEL, INC.

 

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.