ნაზივინი 0.025% 10მლ წვ.ბავშვ.
საერთაშორისო დასახელება - oximetazolin
ACT კლასიფიკაციის კოდი - R01AA05
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - სისიხლძარღვების შემავიწროვებელი საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისათვის
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:5 მლ 0,01%, 10 მლ 0,025% და 10 მლ 0,05% მინის ფლაკონი 1. 1 მლ შეიცავს აქტიურ კომპონენტს: ნაზივინი 0,01% - ოქსიმეტაზოლინის ჰიდროქლორიდის 0,100 მგ-ს, ნაზივინი 0,025% - ოქსიმეტაზოლინის ჰიდროქლორიდის 0,250 მგს, ნაზივინი 0,05% ოქსიმეტაზოლინის ჰიდროქლორიდის 0,500 მგ-ს.
2. დამხმარე კომპონენტები: ბენზალკონიუმის ქლორიდი, ედტა, ნატრიუმის ჰიდროქსიდის ხსნარი, ნატრიუმის მონოჰიდროფოსფატი და გასუფთავებული წყალი.
აღწერილობა 0,01% -იანი, 0,025% - იანი და 0,05%-იანი კონცენტრაციის ოქსიმეტაზოლინის ჰიდროქლორიდის წყალხსნარი. ფარმაკოლოგიური თვისებები:
ნაზივინი მიეკუთვნება ადგილობრივ სისხლძარღვთა შემავიწროვებელ საშუალებებს (დეკონგენსტატებს). იგი ავლენს ალფაადრენომიმეტურ მოქმედებას. ფარმაკოკინეტიკა:
წარმოადგენს რა იმიდაზოლინის წარმოებულს, მცირე კონცენტრაციებით ახდენს, ძირითადად, ალფა 2-ადრენომიმეტურ მოქმედებას, ხოლო მაღალი კონცენტრაციით მოქმედებს ალფა1-ადრენორეცეპტორებზე.
ავიწროვებს სისხლძარღვებს მოქმედების ადგილას, ამცირების ცხვირის ლორწოვანი გარსის, ზედა სასუნთქი გზების შეშუპებას. თერაპიული კონცენტრაციით ადგილობრივად ნაზალური გამოყენებისას არ აღიზიანებს ლორწოვანს და არ იწვევს ჰიპერემიას.
ოქსიმეტაზოლინზე მონიშნული რადიოაქტიური იზოტოპით კვლევებმა აჩვენა, რომ ცხვირიდან შეშვებულ რინოლოგიურ საშუალებას არ გააჩნია სისტემური მოქმედება. ჩვენებები:
მწვავე რინიტი (მათ შორის ალერგიული), ვაზომოტორული რინიტი, პარანაზალური სინუსიტი, ევსტაქიტი, შუა ოტიტი. ლორწოვანი გარსის სისხლძარღვების შევიწროვება დიაგნოსტიკური მიზნით. მიღების წესები და დოზები:
0,01%, 0,025% და 0,05%-იანი ნაზივინის წვეთები განკუთვნილია ცხვირში ჩასაწვეთებლად.
- მოზრდილები და ბავშვები 6 წლის ასაკის ზევით: 0.05% -იანი ნაზივინის წვეთები - 1-2 წვეთი ორივე ნესტოში 2-3 -ჯერ დღეში.
- ერთიდან 6 წლის ასაკამდე ბავშვები: 0.025%იანი ნაზივინის წვეთები
- 1- 2 წვეთი ორივე ნესტოში 2-3 - ჯერ დღეში.
- ჩვილი ბავშვები: 4 კვირამდე ასაკის ბავშვებს უნიშნავენ 1 წვეთ 0.01%-იან ნაზივინს ორივე ნესტოში 2-3 -ჯერ დღეში. მე-5 კვირიდან 1 წლამდე - 1-2 წვეთს ორივე ნესტოში 2-3 -ჯერ დღეში. ზუსტი დოზირების უზრუნველსაყოფად 0,01%-იანი ნაზივინის ფლაკონი აღჭურვილია დოზირებული პიპეტით, რომელიც უჩვენებს წვეთების რაოდენობას. მაგალითად, თუ დანიშნულია 1 წვეთი, პიპეტი უნდა შეივსოს აღნიშვნამდე 1. დამაკმაყოფილებელი შედეგებია მიღებული ახალშობილებში ნაზივინის შემდეგნაირი ხმარებისას: 1-2 წვეთი 0,01%-იანი ნაზივინით დასველებული ბამბის ტამპონით ამუშავებენ ბავშვის ცხვირის ღრუს. ნაზივინის 0,01%,
0,025% და 0,05%იანი წვეთების გამოყენება რეკომენდებულია 3-5 დღის განმავლობაში. რეკომენდებული დოზების გაზრდისას გამოყენება უნდა ხდებოდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. გვერდითი მოვლენები:
შესაძლოა აღინიშნოს მსუბუქი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა წვა, ცხვირის ლორწოვანის სიმშრალე, ცემინება. იშვიათ შემთხვევაში - მოქმედების შეწყვეტის შემდეგ - გაჭედილი ცხვირის უფრო ძლიერი შეგრძნება (რეაქტიული ჰიპერემია). ადგილობრივი ნაზალური გამოყენების დროს დოზის მრავალჯერადი გადაჭარბება ხანდახან იწვევს ისეთ სისტემურ სიმპათომიმეტურ ეფექტს, როგორიცაა პულსის გახშირება (ტაქიკარდია) და არტერიული წნევის მომატება. ძალიან იშვიათად აღინიშნება მოუსვენრობა, უძილობა, დაღლილობა, თავის ტკივილი და გულისრევის შეგრძნება. უკუჩვენება:
პრეპარატის კომპონენტებისადმი ჰიპერმგრძნობელობა, ატროფიული რინიტი. დახურულკუთხოვანი გლაუკომა. 1 წლის ასაკამდე: 0,025% და 0,05% - იანი ნაზივინის წვეთები, 6 წლის ასაკამდე - 0,05% ნაზივინი. ორსულობა და ლაქტაცია:
არ არის დასაშვები ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში რეკო მენდებული დოზის გადაჭარბება. პრეპარატის გამოყენება უნდა ხდებო დეს დედისა და ბავშვისთვის რისკისა და სარგებლის შეფარდების გათვალისწინებით. განსაკუთრებული მითითებები:
შეშუპების საწინააღმდეგო საშუალებების ხანგრძლივმა ჩაწვეთებამ ცხვირის ღრუში შეიძლება შეასუსტოს მათი მოქმედება. ამ საშუალებების ბოროტად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ლორწოვანი გარსის ატროფია და რეაქტიული ჰიპერემია მედიკამენტოზური რინიტით, ასევე ლორწოვანის ეპითელიუმის დაზიანება და ეპითელიუმის აქტივობის ინჰიბირება. არ შეიძლება ხანგრძლივად გამოყენება და დოზის გადაჭარბება. გაფრთხილება პრეპარატის გამოყენება სიფრთხილითაა საჭირო შემდეგ შემთხვევებში: არტერიული ჰიპერტენზია, გამოხატული ათეროსკლეროზი, ტაქიკარდია, მომატებული თვალში და წნევა, ჰიპერთირეოზი, შაქრიანი დიაბეტი, ფეოქრომოციტომა, მაოს ინჰიბიტორების ერთდროული მიღება და 10 დღიანი პერიოდი მათი მიღების წინ და შემდეგ. ჭარბი დოზირება:
დოზის მნიშვნელოვანი გადაჭარბებისას ან შემთხვევით პერორალური მიღებისას შეიძლება განვითარდეს შემდეგი სიმპტომები: გუგების შე ვიწროვება, გულის რევის შეგრძნება, ღებინება, ტემპერატურის მომატება, ტაქიკარდია, არითმია, სისხლძარღვოვანი უკმარისობა, არტერიული ჰიპე რტენზია, სუნთქვის დარღვევა, ფილტვების შეშუპება, გულის გაჩერება.
ამას გარდა, შეიძლება განვითარდეს ფსიქიკური დარღვევები, აგრეთვე ცნსის ფუნქციათა დათრგუნვა ძილიანობის, სხეულის ტემპერატურის დაწევის, ბრადიკარდიის, არტერიული ჰიპოტენზიის, სუნთქვის გაჩერებისა და კომის შესაძლო განვითარების თანხლებით. დოზის გადაჭარბებისას თერაპიული ღონისძიებები: კუჭის გამორეცხვა, გააქტიურებული ნახშირის მიღება და ექიმის სასწრაფო კონსულტაცია. სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
რეკომენდებული დოზებით 0.01%, 0.025% და 0.05% -იანი ნაზივინის წვეთების გამოყენებისას არ არის აღნიშნული მათი ურთიერთქმედება ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან ან მაოს ინჰიბიტორებთან. 0.01%, 0.025% და 0.05% -იანი ნაზივინის წვეთების დოზის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ან პერორალური გამოყენება და ტრიციკლური ანტიდეპრესანტების ან მაო ს ინჰიბიტორების ერთდროული ან უშუალოდ ნაზივინის გამოყენების წინ მიღება იწვევს არტერიული წნევის მომატებას.
ამჯამად სამკურნალო საშუალებების შეუთავსებლობა არ არის ცნობილი. შენახვის პირობები და ვადები:
ინახება არა უმეტეს 25° C, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვადა 3 წელი. არ არის რეკომენდებული სამკურნალო საშუალების გამოყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. აფთიაქში გაცემის წესი:
ექიმის რეცეპტის გარეშე. მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა:
მერკ დარმშტადტი გერმანია, ნიკომედისთვის.
გერმანია