newhospitals

ნატურკაფს კოფერმენტი Q10

ნატურკაფს კოფერმენტი Q10
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
3899ნახვა
შემადგენლობა:
1 კაფსულა შეიცავს:
აქტიური სუბსტანცია:
Ubidecarenonum ( კოფერმენტი Q10 ) 30 მგ
დამხმარე საშუალებები:
სოიოს ზეთი, სოიოს ლეციტინი, ქოქოსის ზეთი, პალმის ზეთი, ფუტკრის ცვილი, ჟელატინი, გლიცეროლი, სორბიტოლი, ასეპტინის A ნატრიუმმარილი, ასეპტინის P ნატრიუმმარილი, რკინის ოქსიდი შავი.

მოქმედება:
კოფერმენტი Q10 ზრდის უჯრედებში ენერგიის წარმოქმნასა და უტილიზაციას, განსაკუთრებით კი გულის კუნთსა და ჩონჩხის კუნთებში. მას გააჩნია ანტიოქსიდანტური თვისებები და იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალების მავნე მოქმედებებისაგან. აქვს ანტიათეროგენული ეფექტები, ამცირებს არტერიულ წნევას და ასტიმულირებს იმუნურ სისტემას.

თერაპიული ჩვენებები:
კოფერმენტი Q10 გამოიყენება ადიუვანტური თერაპიის სახით შემდეგ შემთხვევებში:
სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები, როგორიცაა:
- კარდიომიოპათია და სისხლის მიმოქცევის უკმარისობა,
- გულის იშემიური დაავადება,
- არტერიული ჰიპერტენზია,
- არითმია.
განსაკუთრებით კი შემდეგ შემთხვევებში:
· ათეროსკლეროზის პრევენცია,
· პაროდონტოპათიები,
· ენდოგენური კოფერმენტი Q10 - ის დეფიციტით გამოწვეული ფიზიკური სისუსტე და ქრონიკული დაღლილობის სინდრომი,
- სპორტსმენებში,
- ხანდაზმულებში, რომლებშიც კოფერმენტი Q10 - ის დონე სისხლსა და ქსოვილებში ასაკთან ერთად მცირდება

უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.

გაფრთხილებები:
მკურნალობის პერიოდში შეიძლება გაიზარდოს სისხლში ლაქტატდეჰიდრო - გენაზისა და ტრანსამინაზების დონეები.

ორსულობა და ლაქტაცია:
პრეპარატი არ გამოიყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

ზემოქმედება ავტომობილების მართვისა და დანადგარებით სარგებლობის უნარზე
მოცემული პრეპარატი ითვლება უსაფრთხოდ და ის გავლენას არ ახდენს ფსიქოფიზიკურ შესაძლებლობებზე და ავტომობილის მართვისა და დანადგარებით სარგებლობის უნარზე.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
კოფერმენტმა Q10 - მა შეიძლება გამოიწვიოს დიურეტიკების, დიგიტალისის გლიკოზიდებისა და ნიტრატების მოქმედების გაძლიერება. ის ზრდის E ვიტამინის ანტიოქსიდანტურ ეფექტებს და ავლენს სინერგისტულ ეფექტებს L - კარნიტინთან ერთად გამოყენებისას, რაც გავლენას ახდენს მეტაბოლიზმსა და ცირკულაციაზე. მან შეიძლება გამოიწვიოს ენალაპრილისა და ნიტრენდიპინის ჰიპოტენზიური მოქმედების გახანგრძლივება.

კოფერმენტმა Q10 - მა შეიძლება შეამციროს არასასურველი რეაქციების გამოვლენის რისკი სტატინების გამოყენების შემდეგ და მოახდინოს გულის კუნთზე ბეტაადრენოლიტიკების დამთრგუნველი მოქმედების პრევენცია. ის ამცირებს ანთრაციკლინების ჯგუფის ანტინეოპლასტური ანტიბიოტიკების ( ციტოსტატიკების ) კარდიოტოქსიკურ ეფექტებს. მან შეიძლება გამოიწვიოს ვარფარინის ანტიაგრეგაციული და ანტითრომბოზული ეფექტების დათრგუნვა.

დოზირება:
პრევენციულად: 1-3 კაფსულა დღეში.
თერაპიულად: ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად.
რეკომენდებულია დღეში 30-90 მგ - ს მიღება 3 დაყოფილ დოზად.
პრეპარატი მიიღება ჭამის შემდეგ, ვინაიდან კუჭ - ნაწლავის ტრაქტიდან კოფერმენტი Q10 - ს აბსორბცია მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ცხიმზე. ამდენად, პრეპარატის ყველაზე ხელსაყრელი პერორალური ფორმა არის კაფსულა, რომელიც შეიცავს კოფერმენტი Q10 - ს სოიოს ლეციტინის ნარევთან ერთად.
თერაპიული ეფექტები მიიღწევა მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში. ხანგრძლივი გამოყენებისას, მკურნალობის შეწყვეტა უეცრად ექიმის კონსულტაციის გარეშე არ შეიძლება.

გვერდითი ეფექტები:
კოფერმენტი Q10 არის პრაქტიკულად არატოქსიკური, თუმცა, არ არის გამორიცხული ალერგიული რეაქციების განვითარება.
გრძელვადიანი მკურნალობისას ზოგჯერ აღინიშნება არასასურველი ეფექტები კუჭის მხრივ (0.39%), მადის დაქვეითება (0.23%), გულისრევა (0.16%) და დიარეა (0.11%). გარდა ამისა, შეიძლება აღინიშნოს კანის გაწითლება.

შენახვის წესი:
პრეპარატი ინახება მჭიდროდ დახურულ შეფუთვაში, ოთახის ტემპერატურაზე, 15-250 C - ზე, სინათლისაგან დაცულ ადგილას.
პრეპარატი უნდა ინახებოდეს ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

პრეპარატის ვარგისიანობის ვადა:
3 წელი

გაცემის წესი:
რეცეპტის გარეშე

შეფუთვის სახეობა:
2 ბლისტერი 15 კაფსულით.

მწარმოებელი:
PRZEDSIEBIORSTWO PRODUKCJI FARMACEUTYCZNEJ HASCO-LEK S.A.
ზმიგროცკას ქ. 242 E
51-131 ვროცლავი
პოლონეთი

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.