ნატრიუმის თიოს.30% 5მლ#10ა დარ
ზოგადი დახასიათება:
საერთაშორისო ქიმიური სახელწოდება:Natrii thiosulfas; ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
გამჭვირვალე უფერო ხსნარი; შემცველობა:
1 მლ ხსნარი შეიცავს 0.3 გ ნატრიუმის თიოსულფატს;
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, ეთილენდიამინტეტრაძმარმჟავას დინატრიუმის მარილი, საინექციო წყალი. გამოშვების ფორმა:
საინექციო ხსნარი 30%. ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ანტიდოტები. კოდი ATC V03A B06. ფარმაკოლოგიური თვისებები:
ორგანიზმში შეყვანისას ახდენს ანტიტოქსიკურ, ანთებსაწინააღმდეგო და მადესენსიბილიზირებელ მოქმედებას, უვნებელჰყოფს გალოიდების (იოდი) პრეპარატებს. მჟავე გარემოში იშლება გოგირდისა და გოგირდის ანჰიდრიდის გამოყოფით, რომლებიც ახდენენ ანტიპარაზიტარულ მოქმედებას. ფარმაკოკინეტიკა:
ინტრავენური გამოყენების შემდეგ ვრცელდება უჯრედგარე სითხეში. ორგანიზმიდან გამოიყოფა შარდით. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 0.65 საათს. გამოყენების ჩვენებები:
მოწამვლა დარიშხანით, ვერცხლის წყლით, ტყვიით (წარმოიქმნება არატოქსიკური სულფიტები), ციანიდმჟავით და მისი მარილებით, იოდისა და ბრომის მარილებით.
ალერგიული დაავადებები, ართრიტი, დიაბეტური პოლინეიროპათია. გამოყენების წესი და დოზები:
პრეპარატი ინტრავენურად შეიყვანება 5-10 მლ 30% ხსნარი; ციანიდის ნაერთებით მოწამვლისას ერთჯერადი დოზა იზრდება 30% ხსნარის 50 მლ-მდე. გვერდითი მოქმედება:
აღწერილი არ არის. უკუჩვენებები:
დადგენილი არ არის. ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
კატეგორიულად არ დაიშვება ნეტრიუმის თიოსულფატის კონტაქტი ნიტრატებთან, კალიუმის პერმანგანატთან. ჭარბი დოზა:
ჭარბი დოზის შემთხვევები ცნობილი არ არის. გამოყენების განსაკუთრებულობანი:
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ სასიცოცხლო ჩვენებებით.
პრეპარატის ბავშვებში გამოყენების გამოცდილება არ არსებობს. შენახვის პირობები და ვადები:
ინახება სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, ტემპერატურაზე 15-25°C.
ვარგისიანობის ვადა - 3 წელი. გაცემის პირობები:
რეცეპტით. შეფუთვა:
საინექციო 30% ხსნარი 5 მლ და 10 მლ ამპულებში. მწარმოებელი:
დსს ფარმაცევტული ქარხანა "დარნიცა".
მისამართი. 02093, უკრაინა, ქ. კიევი, ბორისპოლსკაიას ქ. 13.