newhospitals

ნატრიუმის თიოპენტალი

ნატრიუმის თიოპენტალი
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
12966ნახვა

ერთი ფლაკონის შემადგენლობაში შედის:

500 მგ ნატრიუმის თიოპენტალის საინიექციო ფხვნილი

 

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ნატრიუმის თიოპენტალი არის ბარბიტურის მჟავას ნაწარმი ხანმოკლე მოქმედების არაინჰალაციური სანარკოზე საშუალება. მას ახასიათებს დამთრგუნველი მოქმედება სასუნთქ, სისხლძარღვთა მამოძრავებელ ცენტრსა და მიოკარდზე, რის გამოც ქვეითდება არტერიული წნევა, გულის დარტყმითი მოცულობა, ვითარდება ვაზოდილატაცია. ხდება გულის კუნთის შეკუმშვის სიხშირის კომპენსაციული მომატება. ამ ცვლილებათა ხარისხი იზრდება ღრმა ნარკოზის დროს. ნატრიუმის თიოპენტალი იწვევს ძლიერ მიორელაქსაციას. პრეპარატი აძლიერებს ცთომილი ნერვის ტონუსს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ლარინგოსპაზმი, ლორწოს გაძლიერებული სეკრეცია და ვაგოტონიის სხვა ნიშნები, ამიტომ მისი გამოყენება ნაკლებადაა მიზანშეწონილი ბრონქოსპაზმის დროს. ერთჯერადი დოზის შემდეგ ნარკოზის ხანგრძლივობა 20-25 წუთია.

 

ფარმაკოკინეტიკა:

ინტრავენური შეყვანის შემდეგ პრეპარატი სწრაფად გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს. ტვინში და პლაზმაში კონცენტრაცია სწრაფად თანაბრდება (დაახლოებით ერთ წუთში) თიოპენტალის ცხიმში მაღალი ხსნადობის გამო. ტვინიდან და იმ ორგანოებიდან, რომლებიც კარგად მარაგდებიან სისხლით, პრეპარატი სწრაფად ნაწილდება კუნთებში, ცხიმოვან ქსოვილში, საბოლოოდ ყველა ორგანოსა და ქსოვილში. ტვინის ქსოვილებიდან ნატრიუმის თიოპენტალის სწრაფი გამოყოფის გამო ერთჯერადი დოზის მოქმედება ხანმოკლეა. პრეპარატის მეტაბოლიზმი ღვიძლში ნელა მიმდინარეობს. ერთჯერადი ინიექციიდან ერთი საათის განმავლობაში დოზის 12-16% მეტაბოლიზდება. პრეპარატის 1%-ზე ნაკლები თირკმლებით უცვლელი სახით გამოიყოფა.

 

ჩვენება:

ხანმოკლე ზოგადი ანესთეზია; - ესავალი ნარკოზი; - კრუნჩხვების კუპირება (მაგ. საინჰალაციო ნარკოზამდე და მის შემდეგ); - ფსიქიატრიაში ნარკოფსიქოანალიზისა და ნარკოფსიქოსინთეზისთვის.

 

უკუჩვენებები:

თიოპენტალისა და სხვა ბარბიტურების მიმართ ზემგრძნობელობა. ალკოჰოლით, საძილე, ნარკოტიკული, ფსიქოაქტიური, ანალგეზიური საშუალებებით მწვავე ინტოქსიკაცია. ღვიძლისა და თირკმლების ორგანული დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი, ორგანიზმის ძლიერი გამოფიტვა, შოკი, ბრონქული ასთმა, ცხვირ-ხახის ანთებითი დაავადებები, ცხელება, სისხლის მიმოქცევის მკვეთრად გამოხატული დარღვევები, ანამნეზში მწვავე პორფირიის არსებობა.

 

პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება:

ხანდაზმულ პაციენტებში და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ადრენოკორტიკალური უკმარისობის, ჰიპოვოლემიის, სეფსისისა და კუნთების დისტროფიის დროს. ფეხმძიმეებს პრეპარატი ენიშნებათ მკაცრად განსაზღვრული მინიმალური დოზით (საერთო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 250 მგ-ს). მეძუძური ქალების რძეში პრეპარატის კონცენტრაცია მინიმალურია თიოპენტალის მაღალი დოზებით შეყვანის დროსაც კი.

 

მიღების წესი და დოზირება:

მხოლოდ ინტრავენური ინიექციისთვის. ჩვეულებრივ საინიექციოდ რეკომენდებულია 2.5-5 %-იანი წყალხსნარები. 3.4 %-იანი ხსნარი არის იზოტონური. კლინიკური გამოყენებისთვის კონცენტრაციას საზღვრავენ შემდეგნაირად: გამოიყენება ახლად მომზადებული ხსნარი. დაუშვებელია მღვრიე ან არასრულად გახსნილი ხსნარის გამოყენება. მცირე ოპერაციების დროსაც კი ავადმყოფებს აუცილებელია ჩაუტარდეთ პრემედიკაცია პარასიმპათოლიტიკებით (ატროპინი, აუცილებლობის შემთხვევაში ინტრავენურად). თიოპენტალის დოზირება ინდივიდუალურია და დამოკიდებულია პაციენტის წონაზე. შესავალი ნარკოზის დროს ჩვეულებრივი დოზაა 2-5 მგ/კგ-ზე. ავადმყოფის პრაპარატის მიმართ მგრძნობელობის დასადგენად თავდაპირველად შეჰყავთ სასინჯი დოზა (25-75 მგ მოზრდილებისთვის) ძირითად დოზამდე და აკვირდებიან ავადმყოფის რეაქციას 60 წამის განმავლობაში. [u]ნარკოზი[/u] შესავალი ნარკოზის დროს, როგორც წესი, შეჰყავთ 200-400 მგ. განმეორებითი ინიექციებისას, 10-15 წამის შემდეგ, ინტრავენურად 3-5 მგ/კგ წონაზე სასურველი სიღრმის ნარკოზის მიღებამდე. ხანმოკლე ოპერაციების დროს 400-800 მგ . მაქსიმალური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 1000 მგ-ს (კუმულაციის რისკი). 5 წლამდე ასაკის ბავშვებში 2-7 მგ/ კგ წონაზე ინტრავენურად. [u]კრუნჩხვები[/u] 75-125მგ. ადგილობრივი ანესთეზიის დროს განვითარებული კრუნჩხვების კუპირებისთვის ანესთეზიიდან 10 წუთის შემდეგ შეჰყავთ 125-250 მგ თიოპენტალი.

 

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება:

სინერგისტული მოქმედება აღინიშნება ალკოჰოლთან, ანტიჰისტამინურ და ისეთ პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას, რომლებიც თრგუნავენ ცნს-ს. ბარბიტურატები აქვეითებენ იმ საშუალებების მოქმედებას, რომლებიც ღვიძლში მეტაბოლიზდებიან (მაგ. სტეროიდული ჰორმონები, ჰორმონალური კონტრაცეპტივები, დიკუმაროლის ჯგუფის ანტიკოაგულანტები, გრიზეოფულვინი, ფენილბუტაზონი, ფენაზონი, ფენიტოინი და სხვა). ფენოთიაზინები (ქლორპროპამიდის მსგავსნი) და რეზერპინი აძლიერებენ თიოპენტალის მიერ გამოწვეულ ბრადიკარდიასა და ჰიპოტენზიურ ეფექტს. Eეს უკანასკნელი ძლიერდება ჰიპოტენზიური პრეპარატებითაც (მაგ. დიურეტიკები). თიოპენტალი აძლიერებს მეტოტრექსატის ტოქსიკურობას. თიოპენტალი შეუთავსებელია პრეპარატებთან, რომელთაც დაბალი პH აქვთ და მჟანგველებთან. ის შეუთავსებელია შემდეგ პრეპარატებთან: ამიკაცინი, პენიცილინი, ცეფალოსპორინები, კოდეინი, ეფედრინი, მორფინი, ფენოთიაზინი, ტუბოკურარინი.

 

გვერდითი მოქმედება:

შესავალი ნარკოზის დროს, განსაკუთრებით სწრაფი შეყვანისას, აღინიშნება ხველება, ცემინება, ლარინგო- და ბრონქოსპაზმი, კოლაფსი, ლორწოს ჰიპერსეკრეცია. სწრაფი შეყვანა, ან დოზის გადაჭარბება შეიძლება იყოს სუნთქვის ცენტრისა და გულის მუშაობის დათრგუნვის მიზეზი. კისრის არეში ოპერაციების დროს შესაძლებელია გულის გაჩერება. ამ შემთხვევაში საჭიროა ატროპინით პრემედიკაცია. ზოგიერთ შემთხვევაში აღინიშნება იმუნოჰემოლიზური ანემია თირკმლის უკმარისობასთან ერთად და სხივის ნერვის დამბლა. Oოპერაციისშემდგომი ღებინების შემთხვევები იშვიათია. პრეპარატის მაღალი კონცენტრაციის შეყვანის დროს შესაძლოა განვითარდეს თრომბოფლებიტი.

 

დოზის გადაჭარბება:

თიოპენტალით მწვავე ინტოქსიკაციას ახასიათებს არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითება, რამაც შეიძლება შოკი გამოიწვიოს, ხოლო მიოკარდის ფუნქციის დათრგუნვამ კი-ფილტვების შეშუპება. ქვეითდება სხეულის ტემპერატურა, იშვიათდება სუნთქვა სრულ შეწყვეტამდე. ვარგისიანობის ვადა და შენახვის პირობები: 4 წელი. დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ინახება არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ ადგილას გამოშვების ფორმა: 0.5-1.0 გ ფხვნილი უფერო ფლაკონში; შეფუთვაში 25 და 50 ფლაკონი. გაიცემა მხოლოდ სამკურნალო დაწესებულებებზე მწარმოებელი: Biochemie (ავსტრია)

 

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.