newhospitals

ნატრიუმის ქლორ0.9% 10მლ #10ა

ნატრიუმის ქლორ0.9% 10მლ #10ა
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
10204ნახვა

 

ზოგადი დახასიათება:

 

საერთაშორისო დასახელება:
sodium chloride

 

ძირითადი ფიზიკო-ქიმიური თვისებები:
გამჭვირვალე, უფერო, სტერილური აპიროგენული ხსნარი მომლაშო გემოთი; იონური შემადგენლობა, მმოლ/ლ: Na+ - 154, CL¯ - 154. თეორიული ოსმოლარობა - 308 მოსმ/ლ;

 

 

შემადგენლობა:
ხსნარის 1 მლ ნატრიუმის ქლორიდის 0,009 გ-ს შეიცავს.

 

დამხმარე ნივთიერებები:
საინექციო წყალი.

 

გამოშვების ფორმა:
საინექციო ხსნარი.

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ელექტროლიტური ბალანსის მარეგულირებელი საშუალება. კოდი ATC B05XB01.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:

 

ფარმაკოდინამიკა: 
ნატრიუმის ქლორიდის 0,9% ხსნარი აწესრიგებს წყალ-მარილოვან ბალანსს. სწრაფად გამოიყოფა სისხლძარღვოვანი სისტემიდან. სისხლძარღვებში პრეპარატი ხანმოკლე დროის განმავლობაში რჩება და სწრაფად გადადის ინტერსტიციულ სექტორსა და უჯრედშიდა გარემოში. 1 საათის შემდეგ სისხლძარღვებში შეყვანილი ხსნარის მხოლოდ ნახევარი რჩება.

 

ჩვენებები:
სამკურნალო საშუალებების ხსნარების მომზადება. გამოიყენება ჭრილობების, თვალების და ლორწოვანი გარსების გამოსარეცხად.

 

გამოყენების მეთოდები და დოზები:
გამოიყენება ვენაში, კუნთში, კანქვეშ, ძირითადი სამკურნალო საშუალების შეყვანის მეთოდის გათვალისწინებით.

 

გვერდითი მოვლენები:
არ არის გამოვლენილი.

 

უკუჩვენებები:
ძირითადი სამკურნალო საშუალებისა და გამხსნელის შეუთავსებლობა.

 

ჭარბი დოზირება:

 ნაკლებად სავარაუდოა.

 

გამოყენების თავისებურებანი:
სამკურნალო საშუალების გახსნამდე უნდა შემოწმდეს შესაძლებელია თუ არა ნატრიუმის ქლორიდის ხსნარის გამოყენება არსებული სამკურნალო საშუალების გასახსნელად.

 

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება: 
პრეპარატი შეთავსებადია სამკურნალო საშუელებების უმეტესობასთან, ამიტომ ის სხვადასხვა სამკურნალო საშუალების გამხსნელად გამოიყენება. კორტიკოსტეროიდებთან ან კორტიკოტროპინთან ერთდროული დანიშვნა სისხლში ელექტროლიტების დონის მუდმივ კონტროლს საჭიროებს.

 

შენახვის პირობები და ვადები: 
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას +15°C-დან +25°C-მდე ტემპერატურის პირობებში. ვარგისიანობის ვადა - 5 წელი.

 

აფთიაქიდან გაცემის პირობები:
რეცეპტით.

 

შეფუთვა: 
5 მლ ან 10 მლ ამპულებში N10.

მწარმოებელი. ს/ს "გალიჩფარმა".
მისამართი. უკრაინა, 79024, ქ. ლვოვი. ოპრიშკოვსკაიას ქ. N 6-8.

 

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.