newhospitals

ნატრიუმის ბიკარბონატი 5% 200მლ

ნატრიუმის ბიკარბონატი 5% 200მლ
ანოტაციის მომწოდებელია
0
10
რეკომენდაცია
0შეფასება
10991ნახვა

სავაჭრო დასახელება: ნატრიუმის ბიკარბონატი

სინონიმი: ნატრიუმის ბიკარბონატი

 

სამკურნალო ფორმა: 5% საინექციო ხსნარი

 

შემადგენლობა:
100 მლ ხსნარი შეიცავს:
ნატრიუმის ბიკარბონატი 5გ.

 

აღწერილობა:
უფერო, უსუნო, გამჭვირვალე სითხე.

 

კლინიკო-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ორგანიზმის მჟავე-ტუტოვანი ბალანსის მარეგულირებელი საშუალება

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატს გააჩნია ტუტე თვისებები, იგი იწვევს სისხლის ტუტე რეზერვის მომატებას, აძლიერებს ნატრიუმის, ქლორის იონების გამოყოფას და იწვევს ოსმოსური დიურეზის მომატებას.

 

ჩვენებები:
პრეპარატი ინიშნება სხვადასხვა დაავადებების დროს, როდესაც აღინიშნება მეტაბოლური აციდოზი: ინფექციური დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი, ინტოქსიკაცია, მათ შორის წამლისმიერი (ბარბიტურატებით, სალიცილატებით და სხვა), თირკმელების დაავადების, ნარკოზის დროს და პოსტოპერაციულ პერიოდში.

დოზირება და მიღების წესი:

 

პრეპარატი შეჰყავთ ინტრავენურად, წვეთოვანი სუფთა სახით ან განზავებული სხვა საინფუზიო ხსნარში. საშუალო დოზა შეადგენს 2-დან 5 მექვ/კგ 4-8 საათის განმავლობაში. 2 წლამდე ასაკის ბავშვებში მაქსიმალური დოზა შეადგენს 8 მექვ/კგ დღეში.
საჭიროა სისხლის მჟავა-ტუტოვანი ბალანსის მონიტორინგი.

 

უკუჩვენებები:
პრეპარატი უკუნაჩვენებია ისეთი მდგომარეობების დროს, როდესაც აღინიშნება მეტაბოლური ალკალოზის, ჰიპოქლორემიის, ჰიპოკალციემიის განვითარება.

 

გვერდითი მოვლენები:
პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენების დროს შეიძლება განვითარდეს ალკალოზი (ხანდახან არაკომპენსირებული), როდესაც აღინიშნება უმადობა, გულისრევა, ღებინება, მოუსვენრობა, თავის ტკივილი, მძიმე შემთხვევაში ტეტანური კრუნჩხვები. შესაძლებელია არტერიული წნევის მომატება.

 

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება:
ნატრიუმის ბიკარბონატი აძლიერებს ჰიპოტენზიური საშუალებების ეფექტს; იგი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში, რომლებიც იღებენ კორტიკოტროპინს; არ შეიძლება იმ ხსნარების დამატება, რომლებიც შეიცავს კალციუმს, გამონაკლისია შემთხვევები დადგენილი შეთავსებით; ამცირებს დოქსიციკლინის შეწოვას და მის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში. პრეპარატი შეუთავსებადია შემდეგ ხსნარებთან: ასკორბინის მჟავა, ცისპლატინი, კოდეინის ფოსფატი, დობუტამინი, დოპამინი, მაგნიუმის სულფატი, მორფინის სულფატი, ნორეფედრინის ბიტარტრატი, პენიცილინი G -ს კალიუმის მარილი, სტრეპტომიცინის სულფატი, ტეტრაციკლინი. არ არის რეკომენდებული ნატრიუმის ბიკარბონატის ერთდროული გამოყენება იმ სამკურნალო საშუალებებთან, რომლებსაც გააჩნია მჟავე რეაქცია და ალკალოიდების მარილებთან.


200მლ და 400მლ შუშის ფლაკონები.

 

შენახვის ვადა:
2 წელი
არ შეიძლება ვადაგასული პრეპარატის გამოყენება.

 

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

აფთიაქიდან გაცემა: ექიმის რეცეპტით

 

მწარმოებელი და მისი მისამართი:
Liqvor Pharmaceuticals
სომხეთი

 

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.