newhospitals

ნასობეკი 50მკგ/200დოზა30მლ სპრ

ნასობეკი 50მკგ/200დოზა30მლ სპრ
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
3152ნახვა
საერთაშორისო დასახელება:
beclometasone

ათქ.კლასიფიკაციის კოდი:
R01AD01

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანთების საწინააღმდეგო საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისათვის; გლუკოკორტიკოიდული საშუალებები

 

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
სპრეი 50მკგ 200 დოზა

სპრეი ინტრანაზალური გამოყენებისათვის: ფლაკონში 100, 180 და 200 დოზა.
1 დოზა
ბეკლომეტაზონის დიპროპიონატი . . . . 50 მკგ

 

დამხმარე ნივთიერებები:
ბენზალკონიუმის ქლორიდი, ფენილეთილენის სპირტი, პოლისორბატ 80, დექსტროზა, დისპერსული ცელულოზა, მარილმჟავა, დისტილირებული წყალი.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ბეკლომეტაზონის დიპროპიონატი - ბეკლამეტაზონის დიეთერია, სინთეზური გლუკოკორტიკოსტეროიდია. ახასიათბს ანთების საწინააღმდეგო, ანტიალერგიული და ანტიექსუდაციური თვისებები. ბეკლომეპაზონის მოქმედების შედეგად ანთების კერაში ხდება პოხიერი უჯრედების (და მათ მიერ გამომუშავებული ჰისტამინის), ეოზინოფილების, თ-ლიმფოციტების რაოდენობის შემცირება. ქვეითდება ადგეზიური მოლეკულების ექსპრესია, მცირდება სეკრეცია, პლაზმის ექსტრავაზაცია და ქსოვილების შეშუპება. ასევე ქვეითდება ცხვირის ლორწოვანი გარსის რეცეპტორების მგრძნობელობა ჰისტამინისა და მექანიკური გამღიზიანებლების მიმართ. ბეკლომენაზონის დიპროპიონატს, რეკომენდებულ დოზებში ახასიათებს ადგილობრივი მოქმედება, მნიშვნელოვანი სისტემური აქტიობის გარეშე.

 

ჩვენებები:
პრეპარატი გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისათვის:
- სეზონური და წლიური ალერგიული რინიტი, მათ შორის რინიტი თივის ცხელების (პოლინოზის) დროს;
- ვაზომოტორული რინიტი.

 

მიღების წესები და დოზები:
ნასობეკი განკუთვნილია მხოლოდ ინტრანაზალური გამოყენებისათვის.
მოზრდილებში და ბავშვებში 6 წლიდან: ინიშნება პრეპარატის 2 დოზა (100 მკგ) ცხვირის თითოეულ ნესტოში 2-ჯერ დღეში ან 1 დოზა (50 მკგ) 3-4 ჯერ დღეში. მაქსიმალური დღე-ღამური დოზაა 400 მკგ (8 დოზა).
თერაპიული ეფექტი დგება პრეპარატის მიღების დაწყებიდან რამდენიმე დღეში.
ხანდაზმულ პაციენტებში დოზირების რეჟიმი არ განსხვავდება მოზრდილების დოზირებისაგან. ნასობეკის მიღებიდან 3 კვირის შემდეგ ეფექტის არქონის შემთხვევაში, რეკომენდებულია პრეპარატის მოხსნა..

 

გვერდითი მოვლენები:
ჩვეულებრივ პრეპარატი გადაიტანება კარგად. აღწერილია ლორწოვანი გარსის სიმშრალისა და გაღიზიანების, ყნოსვისა და გემოს შეცვლის, ცხვირიდან სისხლდენების, მხედველობის დაქვეითების (თვალისშიდა წნევის მომატების შედეგად) იშვიათი შემთხვევები. გამონაკლისად იშვიათ შემთხვევებში, აღინიშნებოდა ცხვირის ძგიდის პერფორაცია. იშვიათად შესაძლებელია ჰიპერმგრძნობელობა, გამოვლენილი ჭინჭრის ციების, ქავილის, ერითემის, თვალების, სახის და ხორხის შეშუპების სახით. პრეპარატის ხანგრძლივი ან მაღალი დოზებით - 400 მგ/დღ მეტი გამოყენების შემთხვევაში, შესაძლებელია განვითარდეს პირის ღრუსა და ზედა სასუნთქი გზების კანდიდოზი, რომელიც ლაგდება ადგილობრივი სოკოს საწინააღმდეგო თერაპიის გატარების შემთხვევაში, მკურნალობის შეწყვეტის გარეშე.

 

უკუჩვენება:
პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა, მწვავე რესპირატორული დაავადებები, ზედა სასუნთქი გზების კანდიდოზი, ფილტვების ტუბერკულოზი, ჰემორაგიული დიათეზი, ხშირი სისხლდენები ცხვირიდან, ორსულობა (1 ტრიმესტრი), ბავშვები 6 წლამდე.

 

განსაკუთრებული მითითებები:
სისტემური მოქმედება შეინიშნება ძალიან იშვიათად. მათ მიეკუთვნება ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზარულ-ადრენალური სისტემის ინჰიბირება და ბავშვებში ზრდის შეფერხება. რეკომენდებულია დინამიკაში დავაკვირდეთ ზრდის პროცესს იმ ბავშვებში, რომლებიც მკურნალობენ ნასობეკით.
განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ უნდა იყვნენ ის პაციენტები, რომლებიც სისტემური მოქმედების სტეროიდული პრეპარატებიდან გადავიდნენ ნასობეკზე, რადგან შესაძლებელია ადგილი ჰქონდეთ ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზარულ-ადრენალური სისტემის მხრიდან დარღვევებს.
განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მიიღონ ნასობეკი იმ პაციენტებმა ვისაც აქვს გლაუკომა, აგრეთვე წყლულების და ჭრილობები ცხვირის ღრუში.
როგორ წესი, უხშირეს შემთხვევებში ნასობეკი ეფექტურია სეზონური ალერგიული რინიტების დროს, მონოთერაპიის სახით. თუმცა მკვეთრად გამოხატული სიმპტომების დროს, შესაძლებელია გამოვიყენოთ კომბინირებული თერაპია.

 

ჭარბი დოზირება:
ნასობეკის მცირე დროის განმავლობაში გამოყენებისას ეკომენდებულზე მაღალი დოზებით, შესაძლებელია ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზარულ-ადრენალური სისტემის ფუნქციის დათრგუნვა. ასეთ შემთხვევაში, არ არის საჭირო რაიმე სასწრაფო ზომების მიღება. საჭიროა მკურნალობა გაგრძელდეს რეკომენდებული დოზებით. ასეთ შემთხვევაში ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზარულ-ადრენალური სისტემის ფუნქციის ნორმალიზება ხდება ერთ-ორ დღეში.

 

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
ნასობეკისა და სხვა პრეპარატების ურთიერთქმედების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს. თუმცა, შესაძლებელია ნასობეკისა და სხვა პრეპარატის ერთდროული გამოყენების შემთხვევაში ადგილი ქონდეს მედიკამენტების გავლენას ერთმანეთზე.

 

შენახვის პირობები და ვადები:
პრეპარატის ინახება 10-25°C ტემპერატურაზე, სინათლისა და ბავშვებისგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა - 3 წელი. პირველი გახსნის შემდფეგ - 3 თვე.

 

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა:
IVAX Pharmaceutocals s.r.o
ჩეხეთი

 

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.