newhospitals

ნასალეზე

ნასალეზე
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
3036ნახვა
ნასალეზე უნიკალური ორგანული საშუალებაა, რომელიც აძლიერებს ორგანიზმის საკუთარ დამცველობით მექანიზმებს და ხელს უშლის ალერგენების (მტვერი, ტკიპები და სხვა) მოხვედრას სასუნთქ გზებში. ფილტვებში აღწევს ალერგენებისგან გასუფთავებული ჰაერი და არ ვითარდება ალერგიული რინიტის და ბრონქული ასთმის სიმპტომები - ცემინება, სურდო, რინორეა, ცრემლდენა, სუნთქვის გაძნელება, ბრონქოსპაზმი და სხვა. ნასალეზე არის ინერტული მიკრონიზირებული ბოსტნეულის ცელულოზას ფხვნილი. ნასალეზეს შემადგენლობაში არ შედის აქტიური ფარმაცევტული სუბსტანციები და არ წარმოადგენს სამკურნალო საშუალებას. ნასალეზე წარმოქმნის ჟელესმაგვარ ლორწოვან შრეს ცხვირის გასავლებსა და სინუსებში, რომელიც ფილტრის როლს ასრულებს. ჰაერის ნაკადი გაივლის წარმოქმნილ ფილტრს და თავისუფლდება ალერგენებისა და მიკროორგანიზმებისგან. ნასალეზეს გამოყენების დროს ალერგიული რინიტის სიმპტომები ქრება 3-10 წამში. ბრონქული ასთმის შეტევა - რამდენიმე საათის განმავლობაში, 2 შესხურება დღეში 3 კვირის განმავლობაში ხელს უწყობს ეგზემის სიმპტომების შემცირებას. ნასალეზე არ იწვევს ძილიანობას, არ აქვს სუნი და გემო. ნასალეზეს გამოყენება დოზით ერთი შესხურება ერთჯერ დღეში უზრუნველყოფს ალერგენებისა და მიკროორგანიზმებისაგან დამცავი ფილტრის ეფექტს 24 საათის განმავლობაში. თუმცა, შესაძლებელია ნასალეზეს განმეორებითი გამოყენება საჭიროებისამებრ ალერგენთან შესაძლო კონტაქტის წინ. ნასალეზეს გამოყენება შესაძლებელია ყველა ასაკობრივ ჯგუფში - ჩვილობიდან მოხუცებულობამდე.

 

ჩვენებები: ნასალეზე გამოიყენება რესპირატორული ალერგენების ორგანიზმში მოხვედრის თავიდან ასაცილებლად.

 

უკუჩვენებები: ნასალეზე არის 100 % ინერტული ნივთიერება და არ აქვს გამოყენების უკუჩვენება.

 

გვერდითი მოვლენები: არ აღინიშნება.

 

ორსულობის და ლაქტაციის დროს გამოყენება: შესაძლებელია.

 

დოზირება და გამოყენების წესი: ყოველი გამოყენების წინ აუცილებელია ცხვირის გასავლების გასუფთავება და ფლაკონის შენჯღრევა. 1 შესხურება თითოეულ ნესტოში ერთხელ დგეში უზრუნველყოფს ეფექტს 24 საათის განმავლობაში. პრეპარატის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, შესაძლებელია ნასალეზეს განმეორებითი გამოყენება საჭიროებისამებრ, ალერგენთან შესაძლო კონტაქტის წინ.

 

გამოშვების ფორმა: ნასალეზე მიკრონიზირებული ფხვნილი 500 მგ #1.

 

ლიტერატურა: Josling P, Steadman S, Use of Cellulose Powder for the Treatment of Seasonal Allergic Rhinitis. Advances in Therapy. Volume 20 #4., July/August 2003. Kisska International Ltd Coronation Business Centre - Hard Ings Road - Keighley BD21 3ND - United Kingdom www.nasaleze.com

 

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.