newhospitals

ნანომელი

ნანომელი
ანოტაციის მომწოდებელია
4.3
1
რეკომენდაცია
1შეფასება
11601ნახვა

სავაჭრო სახელწოდება:
ნანომელი / Nanomel spray

 

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება):
melatonin

 

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ბიოლოგიურად აქტიური დანამატები

 

მწარმოებელი:
Euronatural

 

მწარმოებელი ქვეყანა:
იტალია

 

გამოშვების ფორმა
სპრეი 0,125 მლ

 

გაცემის რეჟიმი
III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

 

ინსტრუქცია:

 

შემადგენლობა

ნანომელის 1 სპრეი ­ 0,125 მლ, შეიცავს 0,5 მგ მელატონინს . ნანოტექნოლოგიური მეთოდი, რომლითაც დამზადებულია ნანომელი , თავიდან გვაცილებს აქტიური ნივთიერების ჰიდროლიზურ ოქსიდაციას , რაც განაპირობებს მელატონინის მაქსიმალურ შეწოვას

მელატონინი წარმოადგენს ეპიფიზის ჰორმონს. აწესრიგებს ცირკადულ რიტმებს , არეგულირებს ძილის და სიფხიზლის ციკლს, ხელს უწყობს ღამის ძილის მოწესრიგებას , აჩქარებს ჩაძინებას , აუმჯობესებს ძილის ხარისხს, ამცირებს ღამის გამოღვიძებების რაოდენობას , აუმჯობესებს გუნება ­განწყობას , დილით გამოღვიძებისას არახასიათებს მოთენთილობა და უგუნებობა . ამცირებს სტრესულ რეაქციებს , ხელს უწყობს ორგანიზმის სწრაფ ადაპტირებას საათობრივი ზონების ცვლილებებზე . გააჩნია გამოხატული ანტიოქსიდანტური თვისებები , არეგულირებს გონადოტროპინების სეკრეციას , აგრეთვე , ადენოჰიპოფიზის ზემოქმედებას ­ კორტიკოტროპინის, თირეოტროპინის და სომატოტროპინის სეკრეციაზე . არ იწვევს შეჩვევას და დამოკიდებულებას .

 

ნანომელის სუბლინგვალური სპრეი:

• არეგულირებს ძილ­ღვიძილის ციკლს, სხეულის ტემპერატურას

• ასწორებს ძილის დარღვევებს (გადაფრენასთან დაკავშირებული სადღეღამისო ბიორიტმის დარღვევა , შეფერხებული ძილის ფაზის სინდრომი, სამუშაოსთან დაკავშირებული ძილის პრობლემები და ძილის ზოგიერთი დარღვევა ბავშვებში )

• აჩქარებს ჩაძინების დროს, აუმჯობესებს საერთო ძილის დროსა და ხარისხს

• წარმოადგენს ნეიროპროტექტორულ ნივთიერებას (ნეიროდეგენარაციული დარღვევებისას ამცირებს ტვინის ოქსიდაციურ დაზიანებას )

• ამცირებს ბენზოდიაზეპინების „მოხსნის სინდრომის " სიმწვავეს • ამცირებს ნეიროლეპტიკების გვერდით მოვლენებს (გვიანი დისკინეზია, მეტაბოლური სინდრომი, ჰიპერტენზია )

• აქვს ონკოსტატიკური ეფექტი , განსაკუთრებით ესტროგენდამოკიდებულ სიმსივნეებზე • აქვს ანტიოქსიდანტური მოქმედება (აუვნებელყოფს თავისუფალ რადიკალებს, ასტიმულირებს ანტიოქსიდანტურ ფერმენტებს , რაც იცავს უჯრედებს ოქსიდაციური დაზიანებისგან )

• არეგულირებს ჰორმონების სეკრეციას ჩვენებები

• სხვადასხვა დაავადებებით ან მდგომარეობებით გამოწვეული უძილობა მიღების წესი • დაძინებამდე 1 საათით ადრე 1­2 შესხურება

• როგორც ადაპტოგენი საათობრივი სარტყლის ცვლისას : ფრენამდე 1 დღით ადრე და შემდეგი 2­5 დღის განმავლობაში 1­2 სპრეის შესხურება დაძინებამდე 1 საათით ადრე

მაია ბასილაშვილი
2019-10-04

მართლაც ძალიან ეფექტურია

ფასი
ეფექტურობა
ხელმისაწვდომობა
შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.