ნაისი 100მგ #20ტ
შემადგენლობა:
ნაისი ტაბლეტები:ყოველი უგარსო ტაბლეტი შეიცავს:
ნიმესულიდი - 100 მგ
მიკროკრისტალური ცელულოზა, პრეჟელიტინიზირებული სახამებელი, ორფუძიანი კალციუმის ფოსფატი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, პოლივინილპიროლიდონი, გაწმენდილი წყალი, ფხვნილისებური ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი. ფარმაკოლოგიური ინფორმაცია:
ნიმესულიდი წარმოადგენს სულფონანილიდების კლასის არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატს (NSAID). ნიმესულიდს ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, სიცხის დამწევი და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება. მოქმედების მექანიზმი:
ნიმესულიდი წარმოადგენს პროსტაგლანდინების სინთეზის სელექტიურ ინჰიბიტორს. ფარმაკოკინეტიკა:
50 ან 200 მგ ნიმესულიდის ორალური მიღებისას ჯანმრთელ მოხალისეებში, ის სრულიად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ჩვენებები:
მოზრდილები:
ნიმესულიდი ნაჩვენებია სხავადასხვა ინტენსივობის ტკივილის სამკურნალოდ, აგრეთვე ისეთი ანთებითი მდგომარეობების დროს, როგორიცაა ოსტეოართრიტები, პოსტოპერაციული და სპორტული ტრავმები, ყურის, ცხვირისა და ყელის ანთებითი პროცესები, ქირურგიული სტომატოლოგია, ბურსიტები/ტენდინიტები, ტრომბოფლებიტები, ფარინგიტები და გინეკოლოგიური დაავადებები.
ბავშვები:
ნიმესულიდი გამოიყენება ცხელების და ისეთი ანთებითი პროცესების დროს, რომლებიც ასოცირებულია ზედა რესპირატორული ტრაქტის ინფექციებთან (ვირუსული და ბაქტერიული წარმოშობის), აგრეთვე ის გამოიყენება სხვადასხვა წარმოშობის ტკივილის შესამცირებლად, როგორიცაა პოსტოპერაციული ტკივილი, რბილი ქსოვილების დაზიანებით გამოწვეული სუსტი ტკივილის და ჩონჩხ-კუნთოვანი დაზიანებით გამოწვეული ტკივილის შეამცირებლად. უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ან მის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ; კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებები; სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან; თირკმლის (კრეატინინის კლირენსი ნაკლებია 30მლ/წთ) და ღვიძლის ფუნქციის გამოხატული დარღვევა; გულის უკმარისობა; არტერიული ჰიპერტენზია; ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი. სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება:
ნიმესულიდი უკავშირდება პლაზმის ცილებს, რაც გათვალისწინებულ უნდა იქნას სხვა პრეპარატებთან კომბინირებისას (განსაკუთრებით ჰიდანტოინთან და სულფანილამიდებთან). ნიმესულიდი აძლიერებს ანტიკოაგულანტების მოქმედებას. ლითიუმის პრეპარატებთან ნიმესულიდის ერთდროული გამოყენებისას იზრდება ლითიუმის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში; ნიმესულიდი სიფრთხილით ინიშნება დიგოქსინთან, ფენიტოინთან, დიურეტიკებთან, ჰიპოტენზიურ საშუალებებთან, სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებთან, ანტიკოაგულანტებთან, ციკლოსპორინთან, მეთოტრექსატთან, პერორალურ დიაბეტის საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად. მიღების წესები და დოზირება:
მოზრდილები:
100 მგ 2-ჯერ დღეში, ორალურად ჭამის შემდეგ.
ბავშვები:
1.5 მგ/კგ სხეულის წონა 2-3-ჯერ დღეში. შენახვის პირობები:
ინახება 25°C-ს ქვემოთ. სინათლისა და ტენისაგან დაცულ ადგილას. შენახვის ვადა:
ტაბლეტები: 36 თვე. გაცემის რეჟიმი:
ურეცეპტოდ. მწარმოებელი:
Dr.Reddy,s Laboratories LTD.,
7-1-27, ამეერპეტ, ჰიდერაბად - 500 016, ინდოეთი.
ტელ: +91 40 23736341
ფაქსი: +91 040 55511536