newhospitals

მუსკომედი (0,25%-იანი კრემი 30გ)

მუსკომედი (0,25%-იანი კრემი 30გ)
4.3
5
რეკომენდაცია
1შეფასება
24539ნახვა
პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია:

მუსკომედი / MUSCOMED

 

სავაჭრო დასახელება:
მუსკომედი, Muscomed

 

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:
თიოკოლხიკოზიდი, Thiocolchicoside

 

წამლის ფორმა:
კრემი.
აღწერილობა: ღია ყვითელი ერთგვაროვანი კრემი.

 

შემადგენლობა:
1 გ კრემი შეიცავს
აქტიური ნივთიერება: თიოკოლხიკოზიდი 2,5 მგ.
დამხმარე საშუალებები: პოლისორბატი 80, ჰიდროგენიზებული ლანოლინი, ცეტილის სპირტი, ცეტილეთერის ცვილი, სტეარინის მჟავა, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, ეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის ალგინატი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, ცაცხვის ესენცია, გასუფთავებული წყალი.

 

პრეპარატის ათქ კოდი:
M03BX05

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ცენტრალური მოქმედების მიორელაქსანტები.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკა
მუსკომედი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს თიოკოლხიკოზიდს, ნახევრადსინთეზურ მიორელაქსანტს, რომელიც ბუნებრივი გლიკოზიდისგან _ კოლხიკოზიდისგან მიიღება. ავლენს სელექტიურ აფინურობას გამა-ამინოერბომჟავასა (გაემ) და გლიცინური რეცეპტორების მიმართ, რაც განაპირობებს პრეპარატის მოქმედებას ნერვული სისტემის სხვადასხვა დონეზე, როგორც ადგილობრივი ხასიათის სპაზმის, ასევე ცენტრალური წარმოშობის სპაზმის დროს. ზომიერად აქვეითებს ან აღმოფხვრის კუნთოვან სპაზმს, რომლებიც განპირობებულია ცენტრალური ნერვული სისტემის ზემოქმედებით. კუნთების სპასტიური ჰიპერტონიისას აქვეითებს დაჭიმულობაზე კუნთების პასიურ წინააღმდეგობას, ან ამცირებს ტკივილით მიმდინარე კუნთების უნებლიე სპაზმს. მუსკომედს არ გააჩნია კურარეს მსგავსი მოქმედება, იგი არ იწვევს დამბლას, არ ახდენს გავლენას სასუნთქ და გულ-სისხლძარღვთა სისტემებზე.
ფარმაკოკინეტიკა
ადგილობრივი გამოყენებისას, პრაქტიკულად არ აღწევს სისტემურ სისხლის ნაკადში. აქტიური ნივთიერების დაახლოებით 70% ლოკალიზდება პრეპარატის დატანების ადგილას. ცილებთან შეკავშირება (ძირითადად ალბუმინთან) შეადგენს 13%. თიოკოლხიკოზიდი და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა უპირატესად ფეკალიებით.

 

მიღების ჩვენებები:
- ტკივილით მიმდინარე კუნთების სპაზმის სიმპტომური მკურნალობა.

 

მიღების წესი და დოზები:
მუსკომედის კრემი განკუთვნილია გარეგანი გამოყენებისათვის.
მოზრდილებსა და 15 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში მუსკომედის კრემი გამოიყენება 2-3 ჯერ დღე-ღამეში მკურნალი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. კრემის ზოლი უნდა დაიტანოთ კანზე და მსუბუქად შეიზილოთ. გამოყენებული პრეპარატის რაოდენობა დამოკიდებულია მტკივნეული ზონის ფართობზე .
პრეპარატის დატანების შემდეგ აუცილებელია ხელების დაბანა.
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ჩვენებებსა და თერაპიის ეფექტურობაზე.

 

წინააღმდეგჩვენებები:
- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
- კუნთების ჰიპოტონია;
- მსუბუქი დამბლა;
- ორსულობა;
- ლაქტაციის პერიოდი;
- 15 წლამდე ბავშვთა ასაკი.

 

გვერდითი მოვლენები:
ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების განვითარება (კონტაქტური დერმატიტი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ბრონქული ასთმა, ანგიონევროზული შეშუპება).

 

განსაკუთრებული მითითებები:
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის გამოვლენისას პრეპარატით მკურნალობა უნდა შეწყდეს.
მუსკომედის კრემი უნდა წაისვათ მხოლოდ დაუზიანებულ კანზე, ერიდეთ ღია ჭრილობებზე მოხვედრას. წასმის შემდეგ არ დაიდოთ ოკლუზიური ნახვევი.
ერიდეთ პრეპარატის თვალში და ლორწოვან გარსებზე მოხვედრას.

 

ზეგავლენა ავტოტრანსპორტისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე:
მკურნალობის პერიოდში საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვის და სხვა პოტენციურად საშიში სამუშაოების შესრულებისას, რომლებიც საჭიროებს ყურადღების კონცენტრაციას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.

 

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში:
მუსკომედი უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

 

გამოყენება პედიატრიაში:
პრეპარატი უკუნაჩვენებია 15 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის.

 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების შესახებ მონაცემები არ არის. თუმცა, რეკომენდებულია სიფრთხილის ზომების დაცვა სხვა მიორელაქსანტებთან ერთად გამოყენებისას.
ცენტრალური ნერვული სისტემის დამთრგუნველ პრეპარატებთან, ალკოჰოლთან, ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან, კურარეს მსგავს პრეპარატებთან ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია მიორელაქსაციის გაძლიერება და ცნს-ის დათრგუნვა, ჰიპოტონიის განვითარება.
ანტიკოაგულანტებთან ერთდროული გამოყენებისას იზრდება სისხლდენის რისკი.

 

დოზის გადაჭარბება:
დოზის გადაჭარბების შესახებ მონაცემები არ არის.
სიმპტომები: შესაძლებელია გვერდითი მოვლენების გაძლიერება.
მკურნალობა: სიმპტომური და შემანარჩუნებელი თერაპია.

 

გამოშვების ფორმა:
კრემის 30 გ მოთავსებულია ალუმინის ტუბში.
მუყაოს კოლოფში მოთავსებულია 1 ალუმინის ტუბი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

 

შენახვის პირობები:
შეინახეთ არაუმეტეს 25°С ტემპერატურის პირობებში.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

 

ვარგისიანობის ვადა:
3 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

 

აფთიაქიდან გაცემის პირობები:
გაიცემა რეცეპტის გარეშე.

გოჩა კვირჭიშვილი
2018-03-28
მეც გაგონილი მქონდა, ვიცოდი და ბუბნოვსკის ცენტრის თანამშრომლებმა მირჩიეს
ფასი
ეფექტურობა
ხელმისაწვდომობა
შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.