newhospitals

მულტი-ტაბსი 30მლ ფლ 1წლამდე

მულტი-ტაბსი 30მლ ფლ 1წლამდე
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
7089ნახვა

 

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
წვეთები შიგნით მისაღებად, ფლაკონში 30 მლ. 1 მლ-ში: A ვიტამინი (რეტინოლის პალმიტატის სახით) - 300 მკგ, D ვიტამინი (ქოლეკალციფეროლის სახით) - 10 მკგ; C ვიტამინი (ასკორბინის მჟავას სახით) - 35 მგ;

დამხმარე ნივთიერებები:

სუკროზა, პოლიეტოქსილირებული პოლიჰიდრირებული აბუსალათინის ზეთი, ნატრიუმის ბიკარბონატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ლიმონმჟავა, ეთანოლი, წყალი.

 

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
იტამინური პრეპარატები;

 

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
კომბინირებული პრეპარატი, რომელიც შეიცავს ახალშობილისათვის აუცილებელ ვიტამინებს, ავსებს A, D, C ვიტამინების დეფიციტს. მოქმედება განისაზღვრება პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ვიტამინების თვისებებით.

 

ჩვენებები:
ვიტამინების უკმარისობის პროფილაქტიკა და მკურნალობა.

 

უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ცალკეული კომპონენტების მიმართ.

 

გვერდითი მოქმედებები:
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები ქავილისა და ურტიკარიული გამონაყრის სახით, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოშლილობები (ღებინება, გულისრევა), რომლებიც სწრაფად ქრება პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ.

 

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:
ცნობილი არ არის.

 

განსაკუთრებული მითითებები:
არ არის სასურველი დღის დოზის გადაჭარბება. მულტი-ტაბსის მიღებისას არ არის რეკომენდებული სხვა პოლივიტამინური პრეპარატების მიღება.

 

შენახვის პირობები და ვადა:
ინახება არაუმეტეს 15°С ტემპერატურაზე. ფლაკონის გახსნის შემდეგ ინახება მაცივარში 2-8°С ტემპერატურაზე, არაუმეტეს 2 თვისა. ვარგისიანობის ვადა 18 თვე.

 

მწარმოებელი:
FERROSAN AS, დანია.

 

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.