newhospitals

მუკოლინი 15მგ/5მლ 100მლ სიროფი

მუკოლინი 15მგ/5მლ 100მლ სიროფი
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
5308ნახვა
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
მუკოლიზური და მუკოკინეტიკური პრეპარატი
შემადგენლობა:
1 მზომი კოვზი შეიცავს 15 მგ ამბროქსოლის ჰიდროქლორიდს.

 

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
მუკოლინი აუმჯობესებს ბრონქის სანათურიდან სეროზული სეკრეტის, ჰიდროლიზური ფერმენტების და ლიზოსომების გამოთავისუფლებას, რის შედეგადაც ხორციელდება მუკოლიზური ეფექტი. ასტიმულირებს ალვეოლურ პნევმოციტებში სურფაქტანტის სინთეზს და ხელს უშლის პნევმონიის განვითარებას. ამცირებს
ბრონქების ჰიპერაქტივობას. აუმჯობესებს წამწამოვანი ეპითელიუმის ფუნქციას. ზრდის ანტიბიოტიკების შეღწევადობას ანთების კერაში. აქვს ადგილობრივი ანთების საწინააღმდეგო და იმუნომასტიმულირებელი მოქმედება. მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 3 სთ-ში, მიღებული დოზის 92% გამოიყოფა
თირკმლებით.

 

ჩვენებები:
მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, ობსტრუქციული ბრონქიტი, მწვავე და ქრონიკული პნევმონია, სინუსიტი, რინიტი, ოტიტი, ლარინგიტი, ფარინგიტი, ბრონქული ასთმა, ბრონქოექტაზიური დაავადება, ფილტვის ტუბერკულოზი, მუკოვისციდოზის ფილტვის ფორმა.

 

დოზირება:
2 წლამდე - 7,5 მგ (1/2 მზომი კოვზი) 2-ჯერ დღეში;
2დან 5 წლამდე - 7,5 მგ (1/2 მზომი კოვზი) 3-ჯერ დღეში;
5 დან 12 წლამდე - 15მგ (1 მზომი კოვზი) 2-3 ჯერ დღეში.
მკურნალობის ხანგრძლივობა 7-10 დღე.
12 წლის ზემოთ და მოზრდილები - 30 მგ (2 მზომი კოვზი) 3-ჯერ დღეში 3 დღის შემდეგ - 30 მგ (2 მზომი კოვზი) 2-ჯერ დღეში 7 დღე.

 

უკუჩვენებები:
ამბროქსოლის მიმართ მომატებული მგრძნობელობა, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, ნებისმიერი ეტიოლოგიის კრუნჩხვა, ორსულობის 1 ტრიმესტრი.

 

გვერდითი მოვლენები:
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები, გულისრევა.

 

გამოშვების ფორმა:
მუკოლინი 100 მლ პედიატრიული სიროფი (15მგ/5მლ) შუშის ფლაკონში მზომი კოვზით.

 

მწარმოებელი:
BIOFARMA, Turkey.

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.