მუკალტინი 0.05გ #10ტ შუშ(ნეოფ)
ერთი ტაბლეტის შემადგენლობა:
მუკალტინი; მარწყვის არომატიზატორი; პიტნის ზეთი;
მუკალტინი; მარწყვის არომატიზატორი; პიტნის ზეთი;
ამცირებს ხველას, არბილებს და შლის მკვრივ, ანთებით ნადებებს (ყელის, ხორხის, ხმოვანი იოგების), აჩქარებს დაზიანებული ლორწოვანი გარსის რეგენერაციას, იცავს სასუნთქი გზების ნერვულ დაბოლოებებს გაღიზიანებისაგან, აუმჯობესებს მადას, ამცირებს წყურვილის შეგრძნებას. ჩვენება:
სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული დაავადებები:
• ბრონქიტი;
• პნევმონია;
• ბრონქოექტაზია;
• ტრაქეიტი;
• ლარინგიტი;
• ანგინა; მიღების წესი და დოზირება:
შუშხუნა ტაბლეტი მიღების წინ უნდა გაიხსნას 100მლ თბილ წყალში.
მოზრდილებში: პერორალურად 1-2 ტაბლეტი 3-4-ჯერ დღეში.
1-დან 3 წლამდე ასაკის ბავშვებში: 1/4 ტაბლეტი, 3-დან 6 წლამდე 1/2½ ტაბლეტი,
6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში 1 ტაბლეტი 1-4-ჯერ დღეში ჭამის წინ. შენიშვნა:
ტაბლეტში მარწყვის არომატიზატორის არსებობის გამო, შეიძლება ინდივიდუალურად გამოვლინდეს კანზე ალერგიული გამონაყარი ძლიერი ქავილით. გამოშვების ფორმა:
10 შუშხუნა ტაბლეტი პოლიმერული მასალის ტუბში სახურავით. ტუბზე ეკვრება ეტიკეტი და თავსდება მუყაოს კოლოფში ინსტრუქციასთან ერთად. ვარგისიანობის ვადა:
2 წელი. შენახვის წესი:
მშრალ, გრილ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე. გაცემის წესი:
ურეცეპტოდ.