მუცინუმი #20ტ
შემადგენლობა:
• სინამაქის ქერქის ექსტრაქტი 40 მგ • ალექსანდრიის ფოთლების ფხვნილი 30 მგ
• ბოლდოს ფოთლების ფხვნილი 50 მგ
• მწვანე ანისულის ფხვნილი 30 მგ
• ექსციპიენტი საკმარისი ერთი შემოგარსული ტაბლეტისათვის, 1 ტაბლეტი შეიცავს 0,09 გ საქაროზას. ჩვენება:
საფაღარათო საშუალება, რომელიც აძლიერებებს ნაწლავების პერისტალტიკას და ხელს უწყობს ნაწლავების დაცლას. გამოიყენება შემთხვევითი ყაბზობის ხანმოკლე მკურნალობისთვის მოზრდილებში. უკუჩვენება:
მსხვილი ნაწლავის ორგანული დაავადებები (პროქტიტი, წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება); ნაწლავების გაუვალობა (სრული ან ნაწილობრივი); უცნობი გენეზის ტკივილი მუცლის არეში; ორგანიზმში ელექტროლიტული ბალანსის დარღვევით გამოწვეული მძიმე დისპეფსიური მდგომარეობა; 10 წლამდე ასაკის ბავშვებში; ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.
იმ პრეპარატებათან კომბინაცია, რომლებიც იწვევენ პაროქსიზმულ არითმიებს; 10-15 წლამდე ასაკის ბავშვებში. გვერდითი მოვლენები:
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: დიარეა, ტკივილი მუცლის არეში; ელექტროლიტური ბალანსის მხრივ: ჰოპოკალიემია; შესაძლებელია შარდის ფერის შეცვალა. სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
ნებადართული არ არის მუცინუმისა და ანტიარითმიული პრეპარატების (ამიოდარონი, ბრეტილიუმი, დიზოპირამიდი, ქინიდინი, სოტალოლი) ერთდროული დანიშვნა; არ არის რეკომენდებული მუცინუმის და ასტემიზოლის, ბეპრიდილის, ერითრომიცინის, გალოფანტრინის, პენფამიდინის, სულტოფრიდის, ტერფენადინის და ვინკამინის ერთდროული დანიშვნა; ჰიპოკალიემიის განვითარების მაღალ რისკთან დაკავშირებით მუცინუმი განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება დიურეზულ საშუალებებთან, ამფოტერიცინ BВ-სთან, კორტიკოსტეროიდებთან, ტეტრაკოზაქტიდთან კომბინაციაში; პაციენტებში, საგულე გლიკოზიდების შემცველი პრეპარატებით მკურნალობის დროს მუცინუმის დანიშვნის შემთხვევაში, საჭიროა ელექტროკარდიოლოგიული და სისხლის პლაზმაში კალიუმის კონცენტრაციის კონტროლი. ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება ნებადართული არ არის. განსაკუთრებული მითითებები:
დიარეის ან მუცლის არეში ტკივილის წარმოქმნის შემთხვევაში, აუცილებელია პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტა და ექიმთან კონსულტაცია. იშვიათად პრეპარატის მიღების დროს ადგილი აქვს შარდის ფერის შეცვლას, რასაც არ გააჩნია კლინიკური მნიშვნელობა. მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 8-10 დღეს. თუ მკურნალობა არ არის საკმარისად ეფექტური, ნუ გაზრდით დოზირებასა და მკურნალობის ხანგრძლივობას. კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. დოზირების რეჟიმი და მიღების წესი:
მუცინუმი ინიშნება 1-2 ტაბლეტი ძილის წინ. შენახვის წესი და გამოყენების ვადა:
პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ მოზრდილებში. მოარიდეთ ბავშვებს. პრეპარატი არ გამოიყენება ყუთზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემთხვევაში. გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები, თითოეული კოლოფი შეიცავს 20 ტაბლეტს.
ლაბორატორია ინოტექ ინტერნასიონალი, ინოტერა შუზი, საფრანგეთი, Rue Rene Chantereau "L ‘Isle Vert", 41150 CHOUZY-SUR-CISSE, France.