newhospitals

მრავალძარღვას სიროფი130მლ(ნეოფ

მრავალძარღვას სიროფი130მლ(ნეოფ
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
4772ნახვა
შემადგენლობა:
მრავალძარღვას ფოთლების, ბალბის ბალახის, ქერიფქლას ბალახის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები; ასკორბინის მჟავა, 96 % ეთილის სპირტი, სორბინის მჟავა, შაქრის სიროფი. 
პრეპარატში შემავალი მცენარეები შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსს: მწარე გლიკოზიდებს (აუკუბინსა და სხვ.) ფლავონოიდებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, კაროტინს, ასკორბინის მჟავას, ვიტამინს, პოლი- და მონოსაქარიდებს, ლორწოვან ნივთიერებებს, საპონინებს, ალკალოიდებს, კუმარინებს.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
მრავალძარღვას აქვს ამოსახველებელი, ანთებისაწინააღმდეგო, ლორწოვან გარსებზე დამარბილებელი მოქმედება. აძლიერებს ბრონქების ლორწოვანი გარსის მოციმციმე ეპითელის წამწამების მოძრაობას და ბრონქული ლორწოს სეკრეციას, იწვევს ნახველის გათხევადებას და აადვილებს მის გამოყოფას.
სიროფს აქვს დამაწყნარებელი, გლუვი კუნთების სპაზმის მომხსნელი, სისხლძარღვთა გამაფართოებელი, მსუბუქი სედატიური მოქმედება. ქერიფქლაში არსებული ალკალოიდების ჯამი განგლიომაბლოკირებელი და სისხლძარღვთა გამაფართოებელი მოქმედებით იწვევს არტერიული წნევის დაქვეითებას.

ჩვენება:
მშრალ ხველება, ხველება თამბაქოს მწეველებში.

უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ; შაქრიანი დიაბეტი;

მიღების წესი და დოზირება:
პერორალურად: მოზრდილებში თითო სუფრის კოვზი სიროფი 3-4_ჯერ დღეში;
ბავშვებში 1-დან 3 წლამდე 1/2 ჩაის კოვზი, 3-დან 6 წლამდე 1 ჩაის კოვზი, 6-დან 12 წლამდე 1 დესერტის კოვზი სიროფი 2-3-ჯერ დღეში ჭამის წინ.

გამოშვების ფორმა:
130გ ნარინჯისფერი მინის ან პოლიეთილენის ფლაკონში; ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში პოლიეთილენის ამზომ ჭიქასთან ერთად.

ვარგისიანობის ვადა:
2 წელი.

შენახვის წესი:
ინახება 18-25˚C ტემპერატურის პირობებში, სინათლისაგან დაცულ ადგილზე.

გაცემის წესი:
ურეცეპტოდ;

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.